NASCAR Racing 2003 Season


NASCAR Racing 2003 Season (NR2003) ეს არის პირველი და უკანასკნელი ღირსეული სიმულატორი თუკი რამ შექმნილა ნასკარის თემაზე. თამაშში წარმოდგენილია 4 მანქანა Chevrolet Monte Carlo, Dodge Intrepid, Ford Taurus და Pontiac Grand Prix, ზუსტად ისინი რომლებიც მონაწილეობდა 2003 წლის სეზონში. ასევე წარმოდგენილია ყველა ის ტრასა რომელიც ამ წლის სეზონში იყო. ეს ტრასები ზუსტად იმეორებენ იმ რეალურ რელიეფსა და ასფვალტის ფენას რაც რეალურად შეიძლებოდა 2003 წელს შექმნილიყო. თუმცა დღევანდელ მოთხოვნებსაც საკმაოდ აკმაყოფილებს თამაშის რეალური გრაფიკა.

საკმაოდ ფართო შესაძლებლობები თამაშის მენიუში, სადაც შესაძლებელია ბევრი პარამეტრების მორგება ისე როგორც თქვენ მოგესურვებათ რეალიზმის გათვალისწინებით. NR2003–ში ფიზიკა იძლევა საშუალებას მრავალფეროვნების დაკმაყოფილების სურვილს, რომელიც მიიხწევა მანქანების მოქმედებაში… მართვა იმდენად სასიამოვნო და ამავე დროს ძნელია რომ ყოველ ახალ წრის გაუმჯობესებული წამის მეათასედის მიმატება გინდება და ახალი მონდომებით გადიხარ. NR2003 მართვა არც ისე ადვილია, მიუხედავად ერთი შეხედვით რომ საუბარია ოვალზე. ძალიან დიდ კონცეტრაციას მოითხოვს მოსახვევში შესვლა–გასვლაზე. ძალიან ფრთხილად არის საჭირო გაზის– მუხრუჭის ხმარება.

ამ ყველაფერთან ერთად NR2003 გააჩნია ბევრი საინტერესო მოდი Busch Series, Craftsman Truck Series, IROC, Aero88, BG1970. და უამრავი განახლებული ტრასები. მათ შორის აღსანიშნავია ჯგუფ Project Wildfire -ის მოდები და ტრეკები. Project Wildfire არის NR2003 შექმნელები რომლებმაც არ მიატოვეს პროექტის განვითარება EA -ზე ლიცენზიის გადაცემის შემდეგაც და გამოუშვეს ბევრი საინტერესო მოდი და განახლებები, რომელსაც ქვემოთ დავდებ.

ახლა ჩამოვწერ თამაშის დაყენების წესს და გადმოსაწერ ბმულებს რაც საჭიროა სიმულატორის სრულად გამართვისთვის.
1) იწერთ აქედან- NASCAR Racing 2003 Season  პატჩს, გამშვებს, ფაილებს, იწერთ აქედან – patch_NR2003
2) დაყენების სრული ინსტრუქცია: გადმოწერილი საქაღალდედან იყენებთ მხოლოთ თამაშის ინსტალატორს (NR2003 Full Game) და სერიულ ნომერს!  უშვებთ “დაემონ თულსით” (ან სხვა მსგავსი პროგრამით) სეტაპს.  დაყენებისას მოითხოვს სერიულ ნომერს, ჩაუწერთ RAB2-RAB2-RAB2-RAB2-8869 განახლების მოთხოვნაზე ეუბნებით უარს. ხოლო რესტარტზე თანხმობას. ამ საქაღალდეში მეტი არაფერი არ გვესაქმება და გადავდივართ მეორე გადმოწერილ ფაილებზე (patch_NR2003)
3) აყენებთ აპდეიტებს; პირველათ “nr2003_update_en_1000_1201” შემდეგ კი, “NR2003 1201 Fix”
4) იწერთ და აინსტალირებთ Nextel Cup Update ეს აპდეიტი ანახლებს ტრასის ტექსტურებს ამზადებს ოფიცილური მოდებისთვის დირეკტორიებს და ა.შ.
5) ვინდოუს 7-ის მფლობელებმა, “nocd_VISTA”/”fdx-nrpt” საქაღალდედან დააკოპირეთ და გადააწერეთ თამაშის მთავარ საქაღალდეს. ხოლო XP-ზე კი, საქაღალდე “Crack” – იდან. მზადაა სათამაშოთ!
6) ეს არის “პაპირუსი” დამატებული Expert Oval Setups  + Cup_Expert_Setups   სეტაპი, ძალიან კარგ შედეგს იძლევა წრეზე დეფოლტე სეტინგებზე შედარებით თუმცა უფრო რთულია სატარებლათ ვიდრე ისინი (ავტომატურად ყენდება ყველა სეტაპი, ყველა ტრასაზე და შემდეგ თამაშის მენიუში მიუთითებთ Expert-ს)
7) ჩართეთ თამაში, შექმენით პროფაილი და დაარტყით 1-2 წრე. რათა საჭირო ინი_ფაილები გაიკეთოს თამაშმა და მივყვეთ ვიზუალურ კონფიგურაციებს.

ვიზუალური მხარე და სოგადი რჩევები: (შედარებისთვის ჯერ ითამაშეთ ასე 5 წუთი დეფოლტეთინ და შემდეგ შეადარეთ ამ ყველაფერს რომ გააკეთებთ. დასატესტათ აირჩიეთ პირველი ორი ტრეკი)
*ყოველი შემთხვევისთვის სანამ რაიმეს შეცვლიდეთ ან გადააწერდეთ გირჩევთ შეინახოთ მანამდე ორიგინალი ფაილი, რომელიც უნდა შეცვალოთ.
1) მთავარ საქაღალდეში ეძებთ rend.dxg.ini ფაილს,  პოულობთ TextureSetSize უწერთ 999999999 პარამეტრში, AnisotropicLevel უწერთ 9 და ამახსორებთ ფაილს.
2) ფაილში core.ini ვეძებთ [FileLRUCache] ჩამონათვალში CaсheSize და უწერთ 1419434 ხოლო [Memory] ჩამონათვალში პარამეტრი MaxBlockSize უწერთ თქვენი ოპერატიული მეხსირების რაოდენობას, კილობაიტებში Х 1024. თუ თქვენი ოპერატიული არის 4 GB მაშინ გამოდის ასე 4096 ეს მრავლდება ისევ 1024 -ზე =4194304 თუ 8 GB არის =8388608 და ა.შ. ასევე ამ ციფრებს ვუწერთ იქვე პარამეტრში PoolSize ამახსოვრებთ ფაილს და ხურავთ.
3) საქაღალდეში Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\players [თქვენი სახელი] ხსნით player.ini -ის [Graphic Options] ჩამონათვალში პარამეტრ texture_quality ვუწერთ 100 შემდეგ ვპოულობთ მოძებნე [Effects] ჩამონათვალში ეძებ fog გასწვრივ იქნება ასეთნაირად =0 მას შეცვლი 1 (ერთიანით)
4) მწარმოებლისგან მინი განახლებული  New Cup Damage   გაუმჯობესებულია მანქანის დაზიანება, და ბორბლების ვიზუალური მხარე.
5) ეს პუნკტი შეგიძლიათ გამოტოვოთ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ  Nextel Cup Update გაქვთ დაყენებული. ან გადმოწერეთ თუ გსურთ რომ მეტი ბზინვარება შემატოს მანქანებს (პირადათ მე არ მომეწონა არარეალურათ გამოიყურება და მეტისმეტატ ბზინავენ) იწერთ ამ ფაილს RGTD_NR2003ReflectionUpdateV3.zip და აკოპირებთ და დებთ ტრასებში მაგალიტათ \tracks\atlanta (ამ თემის ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – worldracing )
6) გადმოწერეთ და დააყენეთ Spotter Pack ჩემი შეკრებილი და გამზადებული  (საიტის გვერდი)  ამ ფაილით მოუსმენთ ბოქსებიდან ნამდვილს და არა მწარმოებლის ხმას.
7) რამოდენიმე სოუნდ-პაკი გავტესტე და ეს მართლა მირჩევნია ორიგინალს. თქვენც გირჩევთ, დააყენოთ Sounds of NASCAR 4th Edition ყოველ შემთხვევისთვის, დაყენების წინ შეინახეთ ფაილი “sound.dat” რომელიც დევს Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\sound შენიშვნა! თამაშის მენიუში, აუდიოს სეტინგებში, დააკვირდით რომ, 3D Audio არ იყოს ჩართული. თუ არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ ხელითვე წაშალოთ ყველა აუდიო ფაილი და შეცვალოთ ორიგინალი “sound.dat” -ით.
8) ბოლო შტრიხი! ამ გადმოსაწერზე NR2003_miscs შესულია ჩემი არჩეული “მისკ-ფაილები” რომლებიც ამოვარჩიე რამოდენიმე ვარიანტიდან და მათზე შევაჩერე ყურადღება. ყველა ფოლდრში მოთავსებულია ტეკსტური ფაილი სადაც ახსნილია ყველაფერი. აუცილებლათ წაიკითხეთ!
9) ბოლოს მომდევნო შტრიხი xD უფრო მაღალი გაფართოების ცა “DTNsky” საქაღალდე “Shared”  MIP ფაილების განახლება როგორიცაა ტრეკის პერიფერიების, პიტ-მომსახურება, ტრაილერების, და ძალიან ბერვრი რამის განახლებები. დაყენებისთვის უნდა გადმოწეროთ და ამავე თანმიმდევრობით გადააწეროთ თამაშში საქაღალდე “shared”- ში რომელიც მოთავსებულია, “X:\Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\tracks\shared”
იწერთ (გადმოწერისთვის საჭიროა რეგისტრაცია) – Shared folder update 2010 (HI-Res) შემდეგ Shared Folder 2011 Mip Update 1024 HQ შემდეგ DTN sky texture add-on 1024 HQ და ბოლოს DTN sky texture add-on 1024 updated ამავე თანმიმდევრობით დააყენებთ თამაშშიც. გადაწერის დროს მიეცით თანხმობა ეს ფაილები შეცვლის დეფოლტე, დაბალი გაფართოების ტექსტურებს.
ყოველი შემთხვევისთვის თუ  ინსტრუქცია 1, 2, და მე-3 პუნკტში გასაგებათ საკმარისი არ არის , შეგიძლიათ ვიდეო ტუტორიალს უყუროთ ვიდეო

მოდების დამატება: პირველი დააყენეთ Project Wildfire -ის იგივე PWF მოდები და ტრასები, შემდეგ კი სხვა დანარჩენი მაგალითათ, ნასკარის CUP სერია 2012 წლის მოდი.
მინდა თავიდანვე გითხრათ რომ, PWF-ის ყველა მოდი, ტრასები, და ა.შ. ინახება ამ ბმულზე – www.mediafire.com მაქედან რისი გადმოწერასაც თავი შევიკავე ესაა ე.წ. ტრეკ-პაკი ვინაიდან არის ფიქტიური (არა-რეალური) ტრეკები. ასევე არ გამიტესტავს “ბეტა ვერსია ტრეკები” დანარჩენი როგორც იტყვიან “მასტ-ჰევეა” და ყველას უნდა ეყენოს თამაშში. მაშ ასე;
1) იწერთ მოდს PWF_PTA_1024.exe იგივე Trans Am Series *შენიშვნა! მთავარ ლინკზე შეიძლება შეატყოთ რომ დევს იგივე ფაილები განსხვავებით სახელებში 1024 და 512 ეს ნიშნავს რომ, არის ორი გაფართოების მაღალი და დაბალი, მე დავდებ მხოლოთ მაღალი გაფართოების ფაილებს.
2) იწერთ მაღალი ხარისხის კოკპიტს highercockpitviews.exe
3) იწერთ ptamodutil_v12.exe და ამავე თანმიმდევრიბთვე აინსტალირებთ სამივე ფაილს.
4) იწერთ PWF_IROC_1024.exe იგივე IROC Series შემდეგ pwf_iroc_modelfix.exe
5) იწერთ PWF_GNS_1024.exe  იგივე Busch Grand National Series შემდეგ PWF_GNS_volumetricshadowfix.exe
6) იწერთ PWF_CTS_1024.exe იგივე Truck Series ე.წ. გრუზავიკები სადაც კიმი გამოდიოდა :D
ასე და ამგვარათ ჩვენ გვაქვს უკვე ყველა ოფიციალური მოდი ახლა ტრეკები დაგვრჩა, რომელის მთავარ ბმულებს დავდებ მხოლოთ OVAL და ROAD

და ბოლოს 2012 წლის მოდი CUP სერიის ამ ბმულზე ასევე არის დანარჩენი ორი სერიის თქვენ გადაწყვიტეთ გადმოწერა. ბმულზე ვიწერთ პირველივე ბმულს რომელიც მდებარეობს მაღლა მარცხნივ MOD დაბლა სახელით Cup12 cup physics

UI (user interface) აქ კი შევეცდები სურათებით წარმოვადგინო საჭირო კონფიგურაციები:

ესეც შესაბამისი ფილმი Дни грома ბმული მე-2 дни грома

Comments
  1. პიტ-სტოპი სადაც მეხანიკები გამორბიან და ხმები გესმის დრელის ჩაქუჩის ჟეშტის შეკეთება.

    ეს მომეწონა :D

    • jomardi says:

      წავშალე ეგენი :D სამაგიეროთ ახლა, სურათებზე ნაწერებს ეკაიფე :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s