OMSI 2 – The Omnibus Simulator


omsi 2

ერთ-ერთი ყველაზე რეალისტიკური სიმულატორი ამ ჟანრის. სიმულატორში წარმოდგენილია 80-იანი წლების დასავლეთ ბერლინი და 2 ავტობუსი SD200 და SD202 სხვადასხვა წლების გამოშვების. ჩატვირთულია ორი რუქა, რეალური Berlin-Spandau და ფიქტიური Grundorf ეს უკანასკნელი გამოიყენება როგორც სავარჯიშო სესიებისთვის. სიმულატორს გააჩნია რეალური გრაფიკა და დეტალურური ფუნქციები მართვის რაც მთავარი ხიბლია ნებისმიერი სიმულატორისთვის. ახლა ჩამოვთვლი ამ სიმულატორის განსაკუთრებებს და შემდეგ შევეცდები დეტალურათ ავხსნა სიმულატორში როგორც მართვა ისე GUI ოპტიმალურათ და სწორათ გამოყენება, დაკონფიგურება.
ოფიციალური საიტი www.omnibussimulator.de ფორუმი www.omnibussimulator.de/forum

შეძენა STEAM ზე

განსაკუთრებულობანი:

– პირველი ალბათ რასაც შეამჩნევთ თამაშში, ეს იქნება მაღალი ხარისხის საუნდი. ბევრ სიმულატორში ვისურვებდი ასეთ რეალურ ხმებს როგორიც OMSI-შია
– მართვის რეალური პროცედურა.
– 3D კაბინა ინტერაქტიური მართვით.
– ამინდის როგორც ხელით მართვა (წვიმა, თოვლი, დღე-ღამე, დილა-საღამო…) ასევე რეალური ინტერნეტიდან ჩამოტვირთული მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ICAO -ს კოდის დახმარებით, რომელიც ყოველ 10-15 წუთში ახლდება.
– შეგიძლიათ თქვენი ლოკალურ (PC საათი, დღე, წელი, ნაცვლათ 88 წლისა სხვაობა ის ქინება რომ მაგალითათ 88 წლის კონკრეტულ დღეს შეიძლება დაემთხვეს რომელიმე დღესასწაული და მგზავრების რაოდენობა იყოს შემცირებული ან პირიქით) დროში მართვა, სიმულატორიდან გამოსვლისას დამახსოვრება და გაგრძელება ისევ იმ ადგილიდან, იმ ამინდიდან (თუ რეალური არ გაქვთ ჩართული) და იმ ტემპერატურით რომელიც გამოსვლისას ავტობუსში იყო. იგივე მარშუტიდან და მოკლეთ ეს შეიძლება გაგრძელდეს უსაზღვროთ შესაბამის რეჟიმში ან სპეციალურათ მენი-ტაბზე დაჭერით დაამახსოვროთ თქვენი სასურველი მარშუტი რომელიც მოგესურვებათ გააგრძელოთ მომდევნო დღეს.
– არჩეული მარშუტის დროულათ დაფარვა, თუ თქვენ 3-5 წამზე მეტს დააგვიანებთ მოისმენთ უკმაყოფილო გერმანელების ბუზღუნს :_D
– ასევე თუ თქვენ ივლით არასტაბილურათ და მაღალისიჩქარით მიიღებთ ასეთ რეპლიკებს როგორიცაა”შუმახერობ?!” ლოლ თუ მოგივათ ავარია ან უხეშ დარღვევას ჩაიდენთ, მაშინ საერთოთ დგებიან ფეხზე და გაგირბიან უახლოეს გაჩერებაზე. თქვენ კი კარგავთ ფულებს :-)
– ღამით თუ გაჩერებაზე დაგავიწყდათ შუქების ანთება სალონში, მგზავრებიდან წამოვა ასეთი დამცინავი რეპლიკა როგორიცაა, “შუქის ეკონომიას აკეთებთ?!” ლოლ ან მაგალითათ თუ ძალიან ცხელა ან ძალიან ცივა, გერმანული ხასიათი კარგათ ჩანს ამ დროსაც :-)
– თქვენ შეგიძიათ ჩართოთ ბილეთის გაყიდვა ავტობუსში, მოგიწევთ ზუსტათ ხურდის დაბრუნება 80-90 წლების მარკებში და ფენინგებში. თამაშს გააჩნია ორი რეჟიმი, გაადვილებული და რეალური. გაადვილებულში უბრალოთ იღებთ და აძლევთ T და Ctrl+T კლავიშით. ან ჩვეულებრივათ როგორც რეალურ რეჟიმში. გაადვილებული რეჟიმი მოხერხებულია დასაწყისისთვის. დისპლეიზე გამოდის ტეკსტური შეტყობინება ბილეთის ღირებულების და რამდენი გადაიხადა მგზავრმა.
– თუ თქვენ მოხვდით ავარიაში, შეგიძიათ გამოიძახოთ პოლიცია ან ტექ-მომსახურების სერვისი (ტაბ მენიუში, კლავიში Alt-ის დახმარებით)
– ყურადრება უნდა მიაქციოთ ავტობუსშში მართვის პანელს რათა არ მოხდეს გადახურება სხვადასხვა ნაწილების მაგალითათ წყლის, ზეთის ტემპერატურა. ასევე მაჩვენებლები დაგეხმარებათ ABC შუქურით როგორ სწორათ ამუხრუჭებთ… იგივე მოცურების საწინააღმდეგო სისტემის ინდიკატორზეც.
– თქვენს სრულ კონტროლს და კონცეტრაციას მოითხოვს, მარშუტის ბოლომდე გავლისას სიმულატორი. უნდა აკონტროლოთ დრო რათა არ მიხვიდეთ ძალიან ადრე ან ძალიან გვიან. საშუალო დრო მერყეობს ორ წამში. თქვენ ბევრათ დაგეხმარებათ შუქურა თქვენს მართვის პანელზე რომელიც გაუწყებთ რომ, მგზავრი ჩადის მოახლოებულ გაჩერებაზე. ეს ძალიან ხელსაყრელია რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი გაჩერება როდესაც არავინ არის გაჩერებაზე და არც არავინ ჩადის მგზავრებიდან (ამ დროს ეს შუქურა არ ანათებს)
– მე რაც ყველაეზე მეტათ გამაკვირა ამ სიმულატორმა, ესაა ფიზიკა! სულ არ არის ამ ტიპის სიმულატორებისთვის პრიორიტეტი ფიზიკა მაგრამ, ამაზეც გულით იმუშავეს დეველოპერმა ჯგუფმა, Aerosoft. მე როგორც ვიცი თურმეთ დიდი ხნის ოცნებათ ქონიათ რომ გაეკეთებიათ ავტობუსების სიმულატორი. მანამდე აქტიურად მუშაობდნენ და დღესაც მუშაობენ FSX-ის ადონებზე, ძირითადათ აირბუსების მოდელირებაში რომლებიც ძალიან პოპულარულია FSX-ის მოთამაშეებში.  გამოცდილება და გულით მუშაობა პროექტებზე აქაც ჩანს მათი როგორც FSX-ში.

რაზეც მე ზემოთ მოგახსენეთ ალბათ თვალით ამ ვიდეოთ შეიძლება რომ დაინახოთ სანამ ითამაშებდეთ.

ა) ძირითადი წესები თუ როგორ დავიწყოთ OMSI-ში მარშუტი და განხილვა GUI-ის:

ცოტა არ იყოს თავისებური ინტერფეისი აქვს სიმულატორს, გამოვიყენებ სქრინებს ადვილათ რომ იყოს აღსაქმელი. პირველი რაც უნდა დავიმახსოვროთ და გავითავისოთ, ეს არის მოძრაობები მაუსის დახმარებით და მენიუს გამოძახება კლავიატურაზე Alt -ით. ზუმი (მიახლოვება-დაშორება) ხდება მაუსის მარჯვენა-მარცხენას დაფიქსირებულ მდგომარეობაში გაწევა წინ-უკან. ხოლო დატრიალება კამერის, დაფიქსირებულ მდგომარეობაში შუა ღილაკით მაუსის ტრიალით.

*თამაშის დაწყებისას პირველი გამოდის ეკრანზე მენიუ, სადაც პირველ რიგში ჯობია ავირჩიოთ option და დავაკონფიგუროთ ყველა ტაბზე გამოტანილი ქვე-მენიუები.

1) General. პირველ სურათზე, load options ჩამოწიეთ და აირჩიეთ თქვენი კომპიუტერის დაახლოებული კონფიგურაცია რომელსაც მწარმოებელი გირჩევთ დაწყებული სუსტი კომპიუტერით და გრძელდება წლების და მიხედვით. მაგალითათ მე არჩეული მაქვს 2010 წლის მონაცემები და + რარაცეები დაკლებული. ვინაიდან საკმაო დიდი მოთხოვნები აქვს თამაშს. Ticket Selling აქ დატოვეთ როგორც სურათზეა, ვინაიდან დასაწყისში რთულია სანამ აითვისებთ სიმულატორს ერთდროულად ბილეთებიც ყიდოთ. link radio station აქ შეგიძლიათ ჩადოთ ბმული საიტის რომლის რადიოსაც მოუსმენთ თამაშში მაგნიტაფონზე play-ს დაჭერით (ეს რადიო უდგას მხოლოთ D85-ს ხოლო ლინკი რომელიც მე მიდევს არის გერმანული რადიოს 80 -ანი წლების მუსიკები -) ) ბოლო მონახაზზე სურათში აღნიშნული მაქვს ლოკალური დრო ჩემი სისტემის. სულ ბოლოში სადაც კითხვის ნიშანია, მონიშნეთ იმ შემთხვევაში თუ საჭით ან სხვა მანიპულატორს არ იყენებთ. ეს იმისთვის არის რომ საჭე დაბრუნდეს ცენტრში.

2) Graphics. აქ შეიძლება გრაფიკის დაკონფიგურება ოპტიმალურათ, მაგალითათ რაც მე მაქვს შემოხაზული, იძლევა მეტ წარმადობას. თუ შეატყობთ რომ მეტიც შეუძლია სისტემას შეგიძლიათ გადაწიოთ ბოლომდე და ჩაურთოთ ის პარამეტრები რომლებიც სურათზე გამორთულია.

3) Keyboard. აქ შეგვიძლია დამატება დამატებითი ღილაკები მაგალითათ უკანა კარების ღილაკი არ იყო მენიუში ამიტომ ხელით დავამატე რომ შემდეგ საჭეზე გადამეტანა. ჩემთვის ასე მოხერხებულია სწრაფათ გაკეთებისთვის ვიდრე მაუსით. ნახატზე ზემოდან მოყოლებული მივყვებით მოქმედაბს, ბოლოს კი ვირჩევთ თავისუფალ ღილაკს კლავიატურაზე ამ შემთხვევაში F8 როგორც სურათზე ჩანს. შემდეგ კი F8 ვირჩევთ მანიპულატორის დრაივერში.

4) AI Traffic. მე რამოდენიმე “ტაბი” გამოვტოვე მენიუდან რადგან ვთვლი ეგ უკვე ინდუვიდუალური დასაკონფიგურებელია. მაგრამ მაინც თუ ვერ იპოვით ოპტიმალურ ვარიანთ რაზეც 1 პუნკტში დავწერე მაშინ დამატებით აქ მე-4 სურათზე მოცემულ AI Traffic -ზე შეეცადეთ რაოდენობის დაკლებას როგორც ფეხით მოსიარულეზე ისე მანქანებზე, მოძრავ თუ პარკინგზე გაჩერებული რაოდენობა.

მანიპულატორები, მაგლითისთვის საჭის კონფიგურაცია (G27-ის მაგალითზე) კლავიატურა-მაუსით მოთამაშეებისთვის სულ სხვა გვარათ იქნება დასაკონფიგურებელი. პირველ ეტაპზე დატოვეთ დეფოლტეზე და შემდეგ იექპერიმენტეთ და მოძებნეთ თქვენთვის მოსახერხებელი ვარიანტი.

ბ) პროცედურა, მართვა, ინტერფეისი:

თამაშის ჩართვისას პირველი გამოდის ფანჯარა სადაც ირჩევთ რუქას (MAP), ასევე გააგრძელებას სადაც ბოლო Load last situation on map სესია  შეწყვიტეთ ან ახალ Load map without busses სესიას.  და ბოლოს, Load situation აქ გამოჩნდება ყველა ის თქვენს მიერ შენახული სესია, რომელსაც თამაშის წინ ხელით შეინახავთ. ამ უკანასკნელის მონიშვნის შემთხვევაში ჩამოწევთ სპილერს და ნახავთ დასახელებას რომლითაც თქვენ შეინახეთ.

1) სანამ შეუდგებით მარშუტს უმჯობესია დააკლიკოთ personal file -ს და შექმნათ თქვენი სათამაშო აქაუნტი. შემდეგ ირჩევთ ბოლო შენახული მოქმედებები ჩამოიტვირთოს (Load last situation on map) თუ ახალი Load map without busses .  map -ზე ჩამოწევთ და ირჩევთ ორიდან ერთს რომელი გსურთ რეალური Berlin-Spandau თუ ფიქტიური Grundorf რუქაზე დაიწყოთ… მე გირჩევთ დასაწყისისთვის მეორე ვარიანტს. რადგანაც 3X4-ჯერ ნაკლები გაჩერებებია და შედარებით მცირე დროში დასაფარი მარშუტია. + მანდ მხოლოთ ერთი მარშუტია და ასარჩევიც ბევრი არ არის. თანაც ასახსნელადაც და გასაგებადაც ამ ვარიანტზე ჯობია შევჩერდეთ. შემდეგ კი გადავალთ პირველ რეალურ მაპზე სადაც შედარებით ყველაფერი უფრო რთულათ არის.

2) თამაშის ჩართვისას პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა აირჩიოთ ახალი ბუსი შემდეგ მოცემული მარშუტი ბუსის ნომერი და ა.შ. ეს ყველაფერი კი იწყება კლავიატურაზე Alt -ის დაჭერით. ისეთი თანმიმდევრობით როგორც ზედა სურათზეა.

3) იმის შემდეგ რაც ავირჩიეთ ახალი ბუსი გამოდის შემდეგი ფანჯარა რომელიც ქვედა სურათზეა. სწორეთ მანდ ვირჩევთ ბუსის მოდელს (სასურველია ყველაზე ბოლო მოდელი რიგითაც და წლოვანებითაც D92) თუ ბუსს სქრინი შეცვლა გვსურს ვუცვლით (ამ მოდელს დეფოლტეზე არ აქვს სხვა სქრინი) ვირჩევთ DEPOT-ში იმას რომელი რუქაც ავირჩიეთ წინა ფანჯარაში ( ბ) 1) პუნკტში) მომდევნო ფანჯარაში გაჩერებას საიდანაც ვგსურს რომ დაიწყოთ და OK.  *დაბლა სურათში კი ნაჩვენებია Grundorf და ზედაში არჩეული სხვა მაგრამ ამას ნუ მიაქცევთ ყურადღება. მთავარია პირველში რა რუქასაც მიუთითებთ იგივე იყოს მომდევნო ფანჯარაში ანუ DEPOT-შიმოკლეთ რომ ვთქვა MAP-DEPO უნდა ემთხვეოდეს!

4) ჩატვირთვის შემდეგ პირველი აწვებით F1 რათა აღმოჩნდეთ კაბინაში (ასევე კამერის სამართავათ გამოგადგებათ F2, F3, F4) უკვე გადავდივართ უშუალოთ ბუსში მარშუტის განრიგიგის ჩატვირთვაზე. ეს საჭიროა რათა გარეთა აბრაზე ე.წ. მატრიცაზე გამოიტანოს ავტობუსის ნომერი და მარშუტის დასახელება. ასევე საჭიროა იმისთვის რომ მომდევნო გაჩერებები სწორათ აისახოს IBIS -ზე (ეს გახლავთ მოწყობილობა სადაც ხდება გაწერა მარშუტის) და ხმოვანი შეტყობინებით აცნოთ მგზავრებს მომდევნო გაჩერებები ყოველ გაჩერებაზე (ეს ხდება კლავიში -ით)

კაბინაში ჩაჯდომის თანავე აწვებით Alt -ს და აყენებთ შემდეგ პარამეტრებს როგორც ქვედა სურათზეა (ამ სავარჯიშო რუქაზე მეტი არც არის) პირველ იგახლათ მოცემულ მომენტში ბუსის ნომერი, შემდეგ TOUR სხვა დროს ანუ რეალურ რუქაზე რომელზეც ჩვენ დასაწყიში ვისაუბრეთ შეიძლება შეგხვდეთ რამოდენიმე. პრიორიტეტს მისცემთ გამომდინარე პირველი გაჩერების და დაშორების მიხედვით. ამ კონკრეტულ მომენტში კი ეს ერთია მხოლოთ ამიტომ როგორც ხედავთ პირველი გაჩერების დრომდე მთელი 21 წუთია. ამდენი ხანი რომ არ უცადოთ, პარამეტრების გაწერის შემდეგ გამოიძახებთ მენიუს Alt-ით და დააწვებით საათს. მანდ შეძლებთ სასურველ დროს მიცემას და გადაახტებით იმ დროით რამდენსაც მისცემთ. რაჩ შეეხება მონიშნულს დაბლა რგოლით, ეს გახლავთ პარამეტრის ჩართვა როდესაც იგივე მარშუტის იგივე ნომრის ავტობუსი ივლის თვქვენს ახლოს თქვენს ახლოს და შესაძლოა წაგართვათ კიდეც თქვენი მგზავრები. მაგალითათ თუ დააგვიანებთ ან სხვა მიზეზების გამო, მაგალითათ თქვენ დანიშნულ დროზე ადრე გიწევთ მისვლა და იძულებული ხართ შეანელოთ ამ დროს ის გადაგისწრებთ მაგრამ ამაზე ნერვიულობა არ ღირს! ვინაიდან იმ ცარიელ გაჩერებებზე რომელზეც თქვენ მოგიწევთ მიახლოვება ძალიან დიდი შანსია რომ, თქვენი მგზავრები არ ჩადიოდნენ (ამას თქვენ მართვის პანელზე მიხვდებით ჩადიან თუ არა. ვისაუბრეთ უკვე დასაწყიში ამ მომენტზე) და ამიტო თქვენ მოგეცემათ დაიბრუნოთ თქვენი “პირველობა” მოკლეთ ასე უფრო საინტერესო და რეალურია.

5) მარშუტის და ნომერაციის დაყენება IBISI-ზე ზედა სურათზე ნაჩვენები მაქვს თუ როგორ გავწეროთ ბუსის ნომერი. აუცილებლატ გაითვალისწინეთ რომ მოცემულ სიტუაციაში ნომერი 76 იწერება შემდეგ ნაირათ 07600 ხოლო router-ზე ერთეულის წინ ყოველთვის ნული მაგ. 01 და ა.შ. თუ დაწერილი ციფრი შეგეშლებათ წაშლა შეიძლება Löschen ნულისგან მარცხნივ.

6) აქ საყურადღებლოა ის რომ, ROUTE ცვლის მარშუტის თავ-ბოლოს განრიგს. მაგალიტათ თქვენ მარშუტის ბოლო გაჩერებაზე უნდა შეცვალოთ 01 – 02 -ით ან პირიქით. რომ განრიგი სწორათ აისახოს. ამის გაკონტროლებას თქვენ ადვილათ შეძლებთ კაბინაში მოცემულ ტექსტზე რომელიც სარკესთან მაღლა იქნება.

7) ზედა სურათზე ჩვენ არ განგვიხილავს Ziel ეს გახლავთ კოდი მარშუტის რომელიც დასაწყისისთვის არ დაგჭირდებათ. ამ სავარჯიშო რუქაზე ეს ინფორმაცია ამომწურავათ მიმაჩნია დანარჩენი უკვე თქვენზეა ;) ასევე არაფერს დავწერ ბუსის დაქოქვაზე და სხვა წვრილმანებზე მგონი ეგ ძალზე ადვილი იქნება თუნდაც ერთხელ ვიდეოს ყურებისთვის. დაბლა კი დავდებ სამ ვიდეოს რომელიც ალბათ ყველაზე ინფორმატიულია დღეს იუთუბიზე.

8) ამინდით მანიპულაცია როგორც სიმულატორში ინტეგრირებულით ასევე რეალურ დროში მონაცემების:
რეალურ დროში რომ მივიღოთ სასურველი ქალაქის ამინდი ამისთვის საჭიროა ICAO -ს კოდის ჩასმა რომელიც შეიძლება შესაბამისი საიტებიდან მაგალითათ – www.airlinecodes.co.uk თუ გვინდა თბილისის ამინდი რომ იყოს მაშინ ჩაწერთ Location -ში tbilisi შემდეგ დააწვებით Submit და მიიღებთ კოდებს ჩვენ გვჭირდება მხოლოთ ICAO -ს კოდი.

გარე ტემპერატურა და სხვა მრავალი ინფორმაცია რომ ნახოთ გამოიყენეთ კლავიშთა კონფიგურაცია Shift+y რამოდენიმე დაჭერით.

Comments
  1. Anonymous says:

    serial numberze
    miwers arasowriao

  2. Anonymous says:

    biletebis gayidvaze cota detaluri informacia uketesi iqneboda

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s