Red Orchestra 2: Heroes of Stalingrad


ro2 logo

Red Orchestra 2 იგივე შემოკლებული RO2 გახლავთ მეორე მსოფლიო ომის (WW2) ტაქტიკური შუთერი. ჰარდკორული ტრადიციებით WW2 -ის თემაზე შექმნილი სიმულატორი. მწაარმოებლებმა თავი გაითქვეს ჯერ კიდევ მოდებზე მუშაობის დროს, რის შემდეგაც ჩამოყალიბდნენ უკვე კერძო კომერციულ კომპანიად Tripwire Interactive. მათი წარმატებების გაგრძელებაა ეს პროექტიც, რომელიც ინტერნეტ ჟურნალმა PC GAMER აღიარა როგორც 2011 წლის საუკეთესო FPS (First-person shooter) RO2-ს გადაყავხართ, WW2-ს ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურ ბრძოლებში <<ბრძოლა სტალინგრადისთვის>> 1942 – 1943 წ.წ. სადაც თქვენ იხილავთ ბევრ ისტორიულ შენობება-ნაგებობებს და რეალურ ადგილებს გადმოტანილს RO2 -ში. სადაც თქვენ მოგიწევთ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება როგორც სბაჭოელების, ისე გერმანელების მხარეს. სინგლსა და ონლაინში, სადაც 64 პერსონზეა გათვლილი! და სერვერები არასდროს განიცდის მოთამაშეებთა დეფიციტს.

მაინც რით განსხვავდება ეს პროექტი სხვა მსგავსი ჟანრის შუთერებისგან (?) პირველ რიგში აქცენტი გაკეთებულია, მაქსმიმალურად მიახლოვებულ რეალიზმამდე, რეალიზმში იგულისხმება, როგორც მოქმედებების ადგილები და პროცედურები, ასევე თავად ფიზიკაც რითაც ნამდვილად ამაყად შეუძლია მწარმოებლებმა იამაყონ. ბალისტიკის არსებობას RO2 უშუალოდ იგრძნობთ როგორც ონლაინ ისე მისიების თამაშის დროს. ტყვიის გრავიტაცია, მისი სიჩქარე და მანძილი ყველაფერი ჩადებულია შეძლების და გვარად. ასევე აღსანიშნავია მნიშვნელოვანი მომენტი, სამიზნის გასწორება იარაღებზე იმის და მიხედვით, თუ რა მანძილზეა ობიექტი. ბალისტიკის უგულვეყოფა, აისახება თქვენს ყველა გასროლაზე! მაგალითათ, თუ უმიზნებდით გულში, მოხვდება ფეხში ის დაიჭრება და შეიძლება ცოტა ხანში მსხვერპლის ადგილას თქვენ აღმოჩნდეთ _) ცნობისათვის, სასიკვდილო გასროლა არის ან თავში ან გულში! სხვა ადგილებში იწყებს სისხლის წამოსვლას და თუ დროულათ არ “შეიხვიეთ” სისხლდენით “მოკვდებით” RO2 -ში გათვლილია ადამიანური ფაქტორებიც მაგალითათ, “მებრძოლის მორალი” თუ მოთამაშე იცხრილება როდესაც აკოპშია ან სხვა ადგილსაა მოფარებული, მისი ხედვა და მოქმედებები იცვლება, ამას თქვენ იგრძნობთ ვიზუალური ცვლილებებით მონიტორზე. ხოლო თუ დახმარება აღმოგიჩინეს, მაშინ მორალი მაღლდება _)

RO2-ში შესაძლებელია ტანკის მართვაც, სხვადასხვა ადგილზე გადაადგილებით. მეთაურის, მსროლელის და ა.შ. სხვებისგან განსხვავებით, RO2-ში არ არის ისე, რომ მიხვიდეთ და ჩაჯდეთ… სათამაშო მენიუში, მისიის ჩატვირთვამდე უნდა იყოს არჩეული <> ანდა <> რათა გაწაფულები იყოთ ტექნიკის მართვაში, მოგიწევთ საკმაო დროის დათმობა “სინგლში” რომ სათანადოთ დაეუფლოთ ტექნიკის მართვას. ამისთვის საუკეთესო ვარიანტია ტრენინგ – მისია კერძოთ ტანკისთვის. RO2 -ში ტანკებს თავისებურება გააჩნიათ, კერძოთ, თუ დაიღუპა ეკიპჟის რომელიმე წევრი მგალითათ, მსროლელი, “ნავოდჩიკი” მართველი, თქვენ მოგიწევთ მათი ადგილზე ჩანაცვლება და ეს ხდება ვიზუალური გადაადგილებით :_)

რაც შეეხება სისტემურ მოთხოვნებს, აქ არც თუ ისე  კარგათაა ყველაფერი, როგორც ზემოთ დაწერილში :_… საკმაოდ მომთხოვნია და ერთი უცნაურობა დაჰყვება ის, რომ სინგლიდან განსხვავებით, ონლაინი უფრო მეტათ არის ოპტიმიზირებული. მოკლეთ, RO2 გახლავთ სუფთა ონლაინ შუთერი სრული რეალიზმით და ჰარდკორული მახასიათებლებით დაღუნძრული თამაში. თუ თქვენ არ გიზიდავთ სირთულეები, ტაქტიკა დროის დათმობა ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე, და უპირატესობას ანიჭებთ, შესვლას ონლაინში და უბრალოთ სამიზნეში სწორხაზოვან სროლებს, ეს თქვენთვის არ არის! ტყუილათ წაგიკითხავთ ამდენი :დ

წარმადობის გაზრდის მიზნით, შეიძლება ჩასწორება “ინი ფაილში” შემდეგი მიმართულებით C:\Users\სახელი\Documents\My Games\RedOrchestra2\ROGame\Config ხსნით ინი ფაილს ROEngine-ს ნახულობთ და ცვლით [SystemSettings] -ის ჩამონათვალში დაბლა ჩამოთვლილი პარამეტრებს, ცვლით და ამახსოვრებთ შემდეგ პარამეტრებს:

DepthOfField=False
MaxMultisamples=0
MaxAnisotropy=1
AllowRadialBlur=False
MotionBlur=False

თამაშის მენიუში ჩასწორეთ როგორც სურათზეა – სურათი

ოფიციალური საიტი – www.heroesofstalingrad.com თამაშის  შეძენა – Red Orchestra 2: Heroes of Stalingrad

p.s. ბოლოს კი, ოფიციალური ადონის შესახებ, რომელსაც ყველა სულმოუთქმელი ელის. Rising Storm -ი  2011 წელს დაანონსდა და 12-ში რელიზიც უნდა შემდგარიყო, თუმცა როგორც ხშირად ხდება, გვიანდება. ადონი იქნება ფასიანი და გაიყიდება DLC -ს სახით. ფასი უცნობია ჯერჯერობით. ოფიციალური საიტი www.risingstormgame.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s