Archive for April, 2011


iRacing.com გამოაქვეყნა ახალი Chevrolet Impala Nationwide რომელსაც პირველს ექნება ახალი საბურავების ფიზიკა.


რას ნიშნავს სიმრეისერობა და რა არის სიმულატორი(?)
სიმრეისინგი/სიმულაცია (Sim Racing-Simulation) თვითონ სიტყვაც ბევრს ამბობს… სიმულატორის სიყვარული შეიძლება მოვიდეს როგორც ავტო სპორტის ასევე ვიდეო თამაშების სიყვარულით და შეიძლება ერთმა მეორე შეგაყვაროს კიდეც, მაგალითად მე F1 სიყვარულით…. ახალბედას შეიძლება ბევრი არკადა თამაში შეხვდეს, მაგრამ საბოლოოდ მისი სურვილი რეალიზმის შესაგრძნობათ თავისთავად მაინც სიმულატორთან მივა. მაგ. 12 წლის მოზარდი შეიძლება კიდევ უფროსიც ვერ გაერთოს სიმულატორით და ეს გასაკვირიც არაა. მან შეიძლება გაერთოს სხვა არკადული თამაშებით მანქანების აფეთქებით და სხვა ექშენებით. ამიტომაც სიმულატორს როგორც წესი არასრულწლოვნები ნაკლებათ ყავს მე მაგალითად არ შემხვედრია 12 წლის სამაგიეროდ ხშირად შემხვედრია 4–ჯერ უფროსიც და მეტიც. არც იმის თქმა იქნება მართალი რომ ასაკი გადამწყვეტია რადგან 30–40 წლის ხარ მიუხედავათ სპორტის და ვიდეო თამაშებიც გიყვარს დარჩები სიმრეისინგში, უბრალოთ ყველას არ აქვს იმის ნერვი რომ სასურველი შედეგის მისახწევათ ივარჯიშოს ტრასის ყოველ მონაკვეთი დაიზეპიროს და პლიუს “ნასტროიკები” მოუძებნოს ცალ–ცალკე ყველა ტრასას და მანქანას. ასე რომ ეს ყველაფერი მაინც ჩემი აზრით ხასიათში, შინაგანათ უნდა იყოს ;) სიმულატორზე რომ დარჩე და შემდეგ არჩევანი გააკეთო შენთვის საუკეთესოში, ამისთვის არაა საკმარისი ჩართო გაიარო 5 წუთი და თქვა ეს კარგია ან ცუდი. ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეს რასთან გაქვს საქმე რა ტექნოლოგიებია გამოყენებული კონკრეტულ სიმულატორში პლიუსები და მინუსები, ანუ გაეცნოთ ე.წ. “რევიუვს-abzors” (review–Обзор) ეს ყველაფერი დაგეხმარება ობიეკტურ შეფასებაში.

სიმრეისინგი როგორც რეალურ ცხოვრებაში ავტო სპორტი არ არის იაფი სიამოვნება… ძლიერი კომპიუტერის გარდა კატეგორიულად რეკომენდირებულია საჭე, რომლის გარეშეც ვერანაირად ვერ მიიღებთ იმ სიამოვნებას და იმ რეალობის შეგრძნებას რაც ჩადებულია თამაშში. ნორმალური საჭის ფასი დაახლოებით 250–300 ლარიდან იწყება. საჭე შეიძლება შეგვხვდეს სამი სახის: FFB (Force FeedBack), Vibration Feedback, და ბოლო რომელსაც არცეთი არ აქვს, ანუ ზოგს მოთავსებული აქვს ზამბარა (პრუჟინა) მეტს აღარ გავაგრძელებ… ამ დონის საჭეები არ არის ზევით მოყვანილ ფასში.Vibration Feedback არ უნდა შეგვეშალოს FFB –ში დიდი განსხვავება არის ამ ორს შორის. რასაკვირველია რეკომენდირებულია FFB ის მხარდაჭერით იყოს. ცნობილი და გამოცდილი ბრენდები არიან Logitech და Thrustmaster. ამათ გარდა არიან მწარმოებლები რომებთაც შეზღუდული წარმოება აქვთ და მათი ფასი წარმოუდგენლად ძვირია თუმცა შეფასებულია სათანადოთ როგორც ირწმუნებიან.

რომელი თამაშებია სიმულატორები და რომელი არკადული?
სიტყვა არკადულში ალბათ უპრიამი იქნება ვიგულისხმოთ ყველა ის რომელიც არ არის სიმულატორი. ასე რომ ჯობია ყურადღება გავამახვილოთ თუ რა, რომელი ან როგორი თამაში ითვლება სიმულატორათ. ავტო–სიმულატორში გვხდება ყველაფერი რეალური რაც ხდება ავტო სპორტში, ეს იქნება რბოლების, ჩემპიონატების ჩატარების წესები, სესიების, ქულათა განაწილება, ჯარიმები და ა.შ. რაც კი მოიცავს რეალურ ავტო სპორტს. რეალური ტრასებისა და მანქანები მათი მთლიანი მახასიათებლით, სავალი ნაწილების მახასიათლები თუ ძრავის სიმძლავრე, წონა, სიჩქარეების კოლოფი, კონკრეტული მანქანის მოქმედება კონკრეტულ სიტუაციაში. აქ ცოტა შევჩერდები და ვისაუბრებ სიმულატორის მთავარ ღირსებაზე ეს არის ფიზიკა, ფიზიკური მოდელები.
ფიზიკაში იგულისხმება მათემატიკური და ფიზიკური გათვლების დატანა ვიდეოს ძრავაზე, ეს ურთულესი პროცესია და ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ დროს მწარმოებლებს უწევთ ავტომობილის ყველა ნიუანსის შესწავლა, შექმნა ცალკეული ბაზები ფიზიკური მოდელების: საბურავი, სავალი ნაწილი, აეროდინამიკა, შემდეგ მისი სათანადო დამუშავება მათხელ არსებულ შექმნილ ვიდეო ძრავაზე. მას ჭირდება ჯოჯოხეთური შრომა, დრო, და ფინანსებიც. (ეს ყველაფერი განასხვავებს არკადულ თამაშებს სიმულატორებიდან, როგორც ცა და დედამიწა) სწორედ ამ ყველაფრის ხარისხიანი შესრულების შემდეგ იქმნება შედევრები. მე შემიძლია ჩამოვთვალო რამოდენიმე მათგანი რომლებმაც დიდ დროს გაუძლეს და დღესაც აქტუალური არიან, სწორედ იმ შრომის ფასათ რაც ზემოთ ჩამოვთვალე. Grand Prix Legends, NASCAR Racing 2003 Season, Richard Burns Rally. ეს ის სიმულატორებია რომლებიც აღარ ან ვეღარ განვითარდნენ გარკვეული მიზეზბის გამო. თუმცა დღესაც აქტუალური მომხმარებელი ყავთ მიუხედავად იმისა რომ მათი მსგავსი თემატიკის ბევრი სიმულატორი შეიქმნა ამ 6–7 წლის განმავლობაში თუნდაც 2010 და წელს გამოსული თამაშები ოფიციალური ლიცენზიებით, რალი, ფორმულა1 ნასკარი რომელიც წელს გამოვიდა კონსოლებზე. ვერცეთი მათგანი ვერ დიკვეხნის იმ თვისებობით რაც ახასიათებს იმ შედევრებს და უნდა ჰქონდეს ყველა ავტო სიმულატორებს. სხვა ღირსეული ავტო–სიმულატორები კი ამ ბლოგზე ფართოთ წარმოდგენილია.

დაუსრულებული ვარიანტი


Logitech G27/25 Logitech Gaming Software კონფიგურაცია: momo- ზეც გამოგვადგება ეს ტუტორიალი, ძირი ერთია. პირველ რიგში უნდა განახლდეს დრაივერი momo-სი (სასურველია G27/G25 საც ვინაიდან ძველი დრაივერები მოყვება რულს) მისი მოყოლილი დრაივერი ძალიან ძველია მახსოვს რომ მქონდა, ეს პროფაილი სულ სხვანაირი ქონდა. გადავიდეთ მომდევნო ბმულზე Logitech G27 დრაივერის გადმოსაწერად. აქ მიუთითებთ თქვენს ო.ს. და მონცემებს xp/windows7/32bit/64bit/ შესაბამის ველებს შეავსებთ.

1) ვირჩევთ სასურველ ო.ს. (Windows 7/Windows Vista/Windows XP/)
2) შესაბამისი ო.ს. არჩევის შემდეგ გადავდივართ ფაილის ასარჩევად, რომელი ბიტიანი არის თქვენი ო.ს. 32bit/64bit/ ირჩევთ.
3) შემდეგ ოდნავ დაბლა გვექნება ლინკი გადმოსაწერი. მაგალითად ეს დრაივერი უკვე არჩეულია გადმოსაწერად Windows 7/64bit/ ვერსიისთვის.
გადმოწერის შემდეგ თუ კომპიუტერში უკვე არის ძველი დრაივერი ვშლით,ვარესტარტებთ და ვაინსტალირებთ ახალ გადმოწერილ დრაივერს.

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ პროფაილის შესაქმნელად (მაგალითისთვის ვიყენებ ერთ-ერთ ჩემ სიმულატორს GT Legends);

1) ვხსნით Logitech Gaming Software
2) ვაკლიკებთ Profile/New/Browse/ შემდეგ ვუთითებთ თამაშის ფოლდერში exe ფაილს ანუ გამშვებს.

პროფაილი მზად არის. ახლა გადავიდეთ მის კონფიგურაციაზე. სანამ დავიწყებ მინდა ორი სიტყვით შესავალი გავაკეთო;
რას გვაძლევს პროფაილის დაყენება? ბევრს :) ამით ჩვენ შევძლებთ სიმულტაორების მწარმოებლის ჩანაფიქრის შეგრძნებას რასაც ის გვაწვდის იმ კონკრეტულ სიმულატორში. სხვა მონაცემები შეგვხვდება დავუშვად Richard Burns Rally-ში და სულ სხვა მაგალითად, GTR2, GTL, Race07, iRacing, netKarPRO, Grand Prix Legends, rFactor, LFS ესენი ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან, და ყველას თავის უნიკალური კონფიგურაცია მოყვება კონკრეტულ სიმულატორზე. აქ იგულისხმება მანქანის შეგრძნება ასფვალტთან, ქვიშასთან, წყალთან მანქანის ამორტიზაცია მუხრუჭთან და ა.შ. ამ შეგრძნებებს ავცდებით თუ Logitech Gaming Software-ს გამოვიყენებთ “default” -ზე. (გლობალური კონფიგურაციით)

1) ვხსნით Logitech Gaming Software და ამჯერად ვაწვებით Edit/Specific Game Settings/

გამოვა ასეთი ფანჯარა, ეს არის “default” ჩვენ შევცვლით ისე რომ მივიღოთ ზემოთ ჩამონათვალი სიმულატორის ე.წ. ქარხნული ეფექტები FFB (force feedback)

ჩავურთოდ თოლია (პწიჩკა:) ) Use Special Force Feedback Device Settings-ზე
Overall Effects Strength ამ პარამეტრს ვაყენებთ 100%-ზე
Spring Effect Stregth 0% -ზე
Damper Effect Strength 0% -ზე
Enable Centering Spring თუ მონიშნულია ვაშორებთ თოლიას.
Use Special Steering Wheel Settings ვურთავთ თოლიას.
Degrees Of Rotation ეს კი სხვდასახვა გრადუსზე დგება გააჩნია სიმულატორს. მაგალითად კონკრეტულ სიმულატორზე მე 260 გრადუსზე მიყენია iRacing-ზე 900-ზე სხვდასახვა მოთხოვნა აქვს ყველა სიმულატორს.
Report Combined Pedals მოვხსნით თუ მონიშნულია.
Use Special Game Settings და Allow Game To Adjust Settings ვნიშნავთ ორივეს.

სულ ეს იყო, უნდა მივიღოთ ასეთი სურათი.

დანარჩენი უკვე გრძელდება კონკრეტულ სიმულატორის მენიუში. აქ უკვე თქვენი გემოვნებით ალბათ პედლებზე, გაზი ტორმუზი და ცეპლენიაზე დავტოვებთ 50% ამით განიზომება მოქნილობა რულის და ეს უკვე თქვენზეა. ხოლო Speed Sens. Steering ეს პარამეტრი დავაყენოთ 0% ან მაქსიმუმ 20% მდე თქვენი ნებასურვილით (მე ზოგზე 0 ზოგზე 15-20% გააჩნია…)
რაც მთავარია შიგნით მენიუში არ დაგავიწყდეთ მონიშვნა Feedback Strength – 100% -ზე Feedback Effects ეს ან full ან high. ასევე მოვნიშნოთ Reverse Effects.
(ეს ეფექტები არ გააჩნია ისეთ რეისინგ თამაშებს როგორიც არის NFS და მაგდაგვარ არკადა თამაშებს. ვგულისხმობ წარმოებელი თავის “ნასტროიკებს არ აკეთებს და მუშაობს ეგ თამაშები “default ნასტროიკებზე” _)
ბოლოს მივიღებთ ასეთ სურათს. და ჩვენ შევძლებთ აქდანვე გავუშვად სიმულატორები.

ბოლოს მინდა ვთქვა რომ ეს არ არის ბოლო შესაძლებლობები პროფაილის, შეგვიძლია რულის ღილაკებზე დავამატოთ დანიშნულებები ისე რომ სიმულატორის მენიუს არც კი შევეხოდ.
ასევე შესაძლებელია ე.წ. shift ღილაკის დამატებაც რომელიც გულისხმობს 2 ჯერ გაზრდას ღილაკების რაოდენობას.
ვმართოდ ე.წ. მკვდარი ზონა პედლებზე, მისი გრძნობადობა.
და თუ არ ვცდები შეიძლება ღილაკის დამატება პედლებზე რომელიც ჯერ არ გამიტესტია. მაგალითად გვაქ Moto GP და მინდა ვატარო რულით მოტოციკლეტი ეს არ არის პრობლემა მაგრამ პრობლემა არის მანიპულირება კლავიატურით გაზთან მიმართებაში. წარმოიდგინეთ გაზის ისარი გადატანილი არის პედალზე და უკვე არა უხეშად არამედ მოზომილად ვხმარობთ გაზს :)




დღეს გამოვიდა ახალი პატჩი Z30 აქ არ არის შესული ახალი ტრასა Rockingham და მანქანა VW Scirocco არც საბურავების მოდელი. განახლება თავსებადია Z28 -თან
ძირითადი განახლებები:
-ახალი რეჟიმი SHIFT+U თავისუფალი კამერა; რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავისუფალი გადაადგილება ტრასის ნებისმიერ მონაკვეთში.
-გაუმჯობესებულია დაჯახება უმოქმედო ობიეკტებზე (გამოთვლილია მისი მოქმედება რეალური)
-ობიეკტების რაოდენობა ავტოკროსზე გაზრდილია 512- დან 800-მდე
-ტრასის ღია კონფიგურაცია, შეუზღუდავი ადგილები ტრასაზე სიარულისთვის
-დაჯახების არმოჩენა და გადაცემა მონაცემების InSim საშუალებით
-ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება სიხშირე კადრების FPS
-სხვადასხვა გაუმჯობესებები და გამოსწორება შეცდომების
სატესტო პატჩის გადმოწერა : http://www.lfsforum.net/showthread.php?t=74012
დაწვრილებითი ინფორმაცია პატჩის შესაახებ: http://www.lfsforum.net/showthread.php?t=73874

ახალი ტესტ პატჩი:
Z28 to Z32 (test patch): http://www.lfsforum.net/showthread.php?t=74012

Live for Speed


Sebring პირველი ტრასა (არა ოვალური) არის ღამის განათებით, მასთან ერთად პირველად არის რეალიზირებული ბოლიდებზე განათება ნათურების. მორიგ განახლებებში დაემატება სხვა ბოლიდებსაც: V8 Supercar, Mazda MX5 Cup & Roadster, Corvette C6.R, Riley Daytona Prototype, Pontiac Solstice, VW Jetta TDI Cup, Mustang Challenge.



(more…)


ამ ვიდეოში კარგად ჩანს თუ რამხელა ყურადღება ეთმობა Euro Truck Simulator 2-ში ფიზიკას. ამ ვიდეოში არ არის არც ტრასა და არც სატვირთოზე გამახვილებული ყურადღება, გამოიყენება სატესტო ტრასა


Euro Truck Simulator 2



Ford Focus სიმულატორი, რომლის ერთი საათით სარგებლობა 400€ ღირს
მასში გამოყენებულია რალის სიმულატორi Richard Burns Rally


iRacing.com ოფიციალურად დაანონსა მეგა განახლება 2.0 ვერსიამდე, სადაც შესული იქნება მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეები. დაწვრილებით ინგლისური და რუსულის ჩამონათვალი:
(more…)

GT Power Pack Expansion

Posted: 19/04/2011 in News - Archive
Tags:

rFactor 2: NEWS

Posted: 15/04/2011 in rFactor 2
Tags: , ,


ინფო რაც არის დღეისთვის ცნობილი, არაოფიციალური თუ ოფიციალური წყაროდან.

გრაფიკა
“ენჯინი” Gmotor2 შეიცვლება ახლით (ალბათ უფრო გადააკეთებენ) და დაემატება ახალი დეტალები როგორიც არის, წვიმა, მირაჟის ეფექტები, სინათლის ანარეკლები… დაემატება ასევე ანიმაციური პერსონაჟები; პიტ-ბრიგადები, (მეხანიკები) მარშალები (ალამით ხელში) მბრბოლელის, მაყურებლების გაცოცხლება… (ეს გამოიწვევს სისტემის, მოთხოვნების გაზრდასაც) ასევე ვერტფრენები, ჩიტებიც კი და ა.შ.

ფიზიკა
აქ როგორც ირწმუნებიან rFactor PRO-ის დახმრებით მათან თანამშროლობით კეთდება ბორბლების ახალი მოდი. ტრასის დინამიური ზედა ფენა RealRoad აქ შეგვხვდება ისეთი ეფექტები როგორიც არის, ბორბლების ცვეთის კვალი ტრასაზე ხანგძლივი ტრაექტორიის გამოყენიბისას ბორბლების ცვეთვის ასახვა. ასევე წვიმის დროს კვალის დატოვება გამოყენებული ტრაექტორიის. ბორბლების ნაცვეთი დაფლეთილი ნაწილაკებით დაბინძურება ტრასის (როგორც გვხვდება GTR2-ში ცოტა სხვა სახით) ხოლო ყველაფერი ეს აისახება ბორბლების მოკიდებაზე (GRIP) ტრასაზე ტრასის იმ მონაკვერთში სადაც ტრაეკტორია გამოკვეთილია ხშირი მანქანების მოძრაობით.

ამინდი
იქნება დინამიური (დარი) ან შემთხვევითი (ცვლილებები)

ხელოვნური ინტელეკტი (AI)
იქნება უფრო მრავალფეროვანი და არა ისეთი როგორიც იყო rf1-ში იდენტურები. მხოლოდ ერთი ტრაექტორია რომ ქონდათ აღებული.

საჭეზე ვიბრო ეფექტებიუ (Force Feedback)
იქნება გადამუშაებული და უფრო იმიტირებული რეალობასთან რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

მოდელირება
აქ კიდევ უფრო ღია არქიტეკტურას გვთავაზობენ მეტი ინსტრუმენტები იქნება ტრასების, ბოლიდების მოდელებთან სამუშაოდ. პრაკტიკულად იგივე შესაძლებლობები რაც მწარმოებლებს.
(ასე რომ ვისაც შეგიძლიათ 3D-ში მუშაობა…)

ტრასები (სავარაუდოდ)
Mills Motor Park
Spa Francorchamps 1967
Estoril
Sepang International Circuit
Palm Beach Raceway

მანქანები (სავარაუდოდ)
Panoz Esperante
Renault Megane Trophy
Renault Clio
1967 Formula One (Matra)
Lola T70
World Series by Renault
Nissan GT-R GT1
Corvette C6.R GT1






ბორბლების ცვეთის ცვლილება ვიზუალურად.

საბურავების ახალი მოდი rF2-ში


GTR evolution გათამაშება, მოიგებს ის ვინც ბოლო დააკლიკებს 100. 000 იუზერიდან ამ გვერდზე! ამისთვის უნდა იყოთ დარეგისტრირებული RD` საიტზე :) და თქვენს ზევითა მპოსტელის ციფრს გამოაკლოთ ციფრი მაგ. მისი პოსტი არის ნომრით 111 თქვენ დაწერთ 110-ს :)

მე წვლილი შევიტანე და უკვე დავაკლიკე 97918 ვარ სიით, გისურვებთ იყოთ ბოლო უზერი:) წარმატებები


netKar Pro ახალი ვიდეო “პრევიუ” ონლაინ ტესტი დაჯახების მოდელის სრულყოფილების. მეტი რეალური მოქმედება დაჯახებისას ონლაინში რადგან ბეტა ვერსიაში იყო შემთხვევები არადეკვატური მანევრირების დაჯახებების დროს. ალბათ მალე გამოვა სრული 1.3 v ეტყობათ ფირმებს თუ ადამიანებს როდესაც სიყვარულით აკეთებენ თავის საქმეს და არა მხოლოდ კომერციული დაინტერესებით. არ ჩერდებიან მიხწეულ შედეგზე და მუდამ უკეთესის ძებნაში არიან. განსხვავებით ზოგიერთი გიგანტის რომლებიც მილიარდებს ღებულობენ და გეიმერების სურვილებს არც კი ითვალისწინებენ. მხოლოდ ხშირად ახალი ვერსიების გამოშვება ყოველ წელს რომელიც თითქმის არაფრით არ განსხვდება წინამორბედისგან.

netKar Pro



ამ პატარა პროგრამით შესაძლებელია საიტიდანვე შეხვიდეთ სერვერზე და ჩაერთოდ რბოლაში.

jump2nkp is a little program, which allows you to launch netKar PRO simulation and automatically connect it to server through special web links.

How to use it?

Step 1: [url=http://www.megaupload.com/?d=9SA5F3NM]Download[/url] and put file jump2nkp.### into your netKar PRO installation directory.

Step 2: Launch the program once to make Windows use jump2nkp links.

Step 3: Click at examples below and your netKar PRO will launch and connect to server. Simple? Smile

Examples:


Live for Speed გუშინ დაანონსდა ახალი ტრასა ლაზერით დასკანირებული Rockingham Motor Speedway რომელსაც 2009 წლის მერე ელოდებოდნენ :)
ეს ტრასა გამოვა ახალ ვერსიაში S3 -ში
დაწვრილებით გადადით ტრასის საიტზე rockingham.co.uk

Live for Speed


გადმოწერ



გადმოწერა


ახალი სკრინები, როგორც სურათებიდან ჩანს SCANIA მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და თანხმობასაც მიხწეულია რომ ლიცენზირებული მანქანით წარსდგეს. ვიმედოვნოთ რომ დანარჩენ ფირმებთანაც ასე წარმატებებით დასრულდება მოლაპრაკებები.



Eurotruck Simulator 2