Motec i2Pro



Motec არის მონაცემთა ბაზის დამუშავების საუკეთესო გზა, რომელიც ინფორმაციას ამუშავებს და აანალიზებს სპორტული მანქანიდან მიღებულ მონაცემებს, როგორიცაა, საბურავების ცვეთა და მისი ტემპერატურა, RPM (revolutions per minute – საზომი ერთეული, სიხშირე ბრუნვის წუთში) სიხშირე, მუხრუჭის და ასაჩქარებლის ანალიზი, მთლიანად ტრეკზე მანქანის მოქმედება. საწვავის გახარჯვის კალკულაცია, გაკეთებული წრის დათვლა – შედარება სხვა წრეებზე და ა.შ. ეს პროგრამა გამოიყენება როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ ავტო-სპორტში (სიმულატორებში)

ამ სტატიაში არ შევეხები მისი გამოყენების ცოდნის ახსნას! ვინაიდან თვითონ პროგრამას მოყვება ვიდეო-ფლეშ გაკვეთილი სადაც საკმაოდ ძირფესვიანადაა ახსნილი ყველა ნიუანსი. მე მხოლოდ მის ინდივიდუალურ მხარეს შევეხები და პროგრამის ოპტიმალურად დაკონფიგურება რომ მარტივი და მოხერხებული იყოს ინტერფეისი.

1) დავიწყოთ პროგრამის გადმოწერით, Motec i2Pro (ჩამოსატვირთი გვერდი)
2) იწერთ პლაგინს რომელიც კონვერტაციას აკეტებს motec_fi;e-ის. ამ შემთხვევაში ვიყენებ iRacing-ის პლაგინს MuInstaller v 1.2.2.0. გადმოსაწერი გვერდის ბმული ვხსნით გადმოწერილ პროგრამას და ვუთითებთ გზას c:\Users\USERNAME\Documents\iRacing\telemetry და იქ ჩავსვამთ ფაილებს რომელიც მიიღო Motec-მა მაგალითად C:\Users\USERNAME\Documents\MoTeC Projects\Circuit 1\Analysis\Workbooks (ეს გზა თქვენთან შეიძლება იყოს სხვაინაირი)
3) ტელემეტრიის მონაცემების ჩასაწერად, სიმულატორში უნდა გააქტიურდეს ტელემეტრია, ე.წ. ცხელი კლავიატურის საშუალებით Alt+L რის შემდეგაც თამაშის დროს ეკრანზე გამოჩნდება ტელემეტრიის ინდიკაცია.
*შენიშვნა სხვადასხვა სიმულატორებზე ეს ცხელი კლავიში მუშაობს სხვა ბრძანებით. მაგალითად, rFactor, და Simbin-ის სიმულატორებზე კლავიში M-ით. მოტეკის მუშაობისთვის როგორც ამ შემთხვევაში iRacing-ზე მათაც ჭირდება შესაბამისი პლაგინი.

Worksheet – ის შექმნა
სამუშაო გვერდის შესაქმნელად აჭერთ პანელზე Layout შემდეგ კი New Worsheet (შეგვიძლია დავტოვოდ სახელი ან დავარქვათ მაგალითად iRacing. მოკლედ მოტეკი არ გვზღუდავს და იძლევა სრულ თავისუფლებას)


ახალ გამოსულ ფანჯარაში, აჭერთ Ok-ს (მანდვე შეიძლება სახელის გადარქმევა)

აწვებით მაუსის მარჯვენა ღილაკს და ირჩევთ მოცემულ შემთხვევაში საჭირო ოპციას BAR

შემდეგ ირჩევთ არხს Channel (მაგალითში ნაჩვენები იქნება საბურავის მხოლოდ ერთი მხარე)

იქვე საბურავის არჩევისას, შეიძლება ფერის არჩევაც

ასეთ ნაირად გამოჩნდება ინდიკატორი, რომელიც დეფოლტით გამოიყენება მუხრუჭისთვის და ასაჩქარებლისთვის. დააწექით მარჯვენა მაუსის ღილაკს გამოსულ მართკუთხაზე და აირჩიეთ მენიუს პუნკტში Properties. (სწორედ Properties მეშვეობით შეიცვლება და დარედაქტირდება მომავალი მნიშვნელობებიც.

გამოსულ პანელზე გადავდივართ Display და მოვნიშნავთ Vertical შემდეგ OK.

ინდიკატორი მზად არის! სასურველი ზომის შესაცვლელათ, კურსორს გადაავადგილებთ კუთხეში და ვცვლით ზომებს.

შემდეგ აწვებით Properties და ვცლით ნიშნულს Origin-ს Median-ზე. (შეიძლება დავტოვოთ როგორც არის) საბურავის ინდიკატორი მზად არის.


Track Report – Track Position
აწვებით მაუსის მარჯვენას და კონტეკსტურ მენიუში ირცევთ ADD ვპოულობთ საჭირო Track Report – Track Position და ირჩევთ. უმჯობესია Track Position

აქ შესაძლებელია რამოდენიმე ფუნქციის რედაქტირება როგორც საბურავის ინდიკატორის ნუმუშზე. ვიძახებთ კონტეკსტურ მენიუს და ვირჩევთ Properties გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ Display სადაც შეიძლება ზომების შეცვლა Track Report-ზე მაგრამ თითქმის ერთიდაიგივეა. მე გირჩევთ Track Position



Color Graph
იძახებთ კონტეკსტურ მენიუს აწვებით ADD და ვეძებთ Color Graph. შეიძლება ეს მოგეჩვენოთ ზედმეტად მაგრამ იმის საჩვენებლათ თუ რისი გაკეთება შეიძლება ახალი პროეკტებისთვის გამოდგება. პლიუს ამისა ეს გრაფა შაშუალებას იძლევა ვიზუალურად ადევნოთ საბურავის ცვლილებას.

ვხსნით Color Graph, Properties. პირველ რიგში ვამატებთ ჯგუფებს Group შემდგომში კანალების დასაყენებლად. ვირჩევთ Channel შენმდეგ უკვე არჩეულ Group აწვებით, პარარელურად ვირჩევთ Channel აქვე შეიძლება ფერების შეცვლაც.



*შენიშვნა! აქაც არ ვაჩვენებ საბურავების კუთხეებს, პროცედურა იგივეა რა თავში იყო. Color Graph-ის შექმნის შემდეგ, აწვებით Properties და გადადიხართ შემდეგ ტაბზე, Colour Bands სადაც უთითებთ საბურავის ტემპერატურას, მაქსიმუმს და მინიმუმს.

Time/Distance Graph
იძახებტ კონტეკსტურ მენიუს და აწვებით ADD და ირჩევთ Time/Distance Graph გამოდის უკვე ნაცნობი ფანჯარა. ამატებთ Groups რამდენიც გვჭირდება და ყოველ ჯგუფში ამატებთ Channel


ამით დამთავრებულია Motec-ის მოდიფიცირების გზების პატრა ტუტორიალი. ექსპერიმენტები შეგიძლიათ თამამად! ნებისმიერ დროს შეიძლება დამატებული პროეტების თამამათ წაშლა და თავიდან შექმნა, რედაქტირება პროეკტების. საბოლოო სურათი დაახლოებით უნდა გამოიყურებოდეს ასე –
ამ ტუტორიალიში აქცენტი აღებული იყო საბურავებზე. ყოველთვის შესაძლებელია სხვა პარამეტრების დამატება თუ მოდიფიცირება.

www.motec.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s