NASCAR Racing 2003 Season


NASCAR Racing 2003 Season (NR2003) ეს არის პირველი და უკანასკნელი ღირსეული სიმულატორი თუკი რამ შექმნილა ნასკარის თემაზე. თამაშში წარმოდგენილია 4 ბოლიდი Chevrolet Monte Carlo, Dodge Intrepid, Ford Taurus და Pontiac Grand Prix, ზუსტად ისინი, რომლებიც მონაწილეობდა 2003 წლის სეზონში. ასევე წარმოდგენილია ყველა ის ტრასა რომელიც ამ წლის სეზონში იყო. ეს ტრასები ზუსტად იმეორებენ იმ რეალურ რელიეფსა და ასფვალტის ფენას, რაც შეიძლებოდა 2003 წელს შექმნილიყო. თუმცა დღევანდელ მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს თამაშის რეალისტიკური გრაფიკა.

საკმაოდ ფართო შესაძლებლობები თამაშის მენიუში, სადაც შესაძლებელია ბევრი პარამეტრების მორგება ისე, როგორც თქვენ მოგესურვებათ რეალიზმის გათვალისწინებით. NR2003–ში მექანიკა და ფიზიკა იძლევა შესაძლებლობას მრავალფეროვნების დაკმაყოფილებას, რაც მიიღწევა ოფიციალური მოდების დაყენებით… მართვა იმდენად სასიამოვნო და ამავე დროს ძნელია, რომ ყოველ ახალ წრის გაუმჯობესებული წამის მეათასედის მიმატება გინდება და ახალი მონდომებით გადიხარ. NR2003 მართვა არც ისე ადვილია, მიუხედავად ერთი შეხედვით რომ საუბარია ოვალზე. ძალიან დიდ კონცეტრაციას მოითხოვს მოსახვევში შესვლა–გასვლაზე. ძალიან ფრთხილად არის საჭირო გაზის– მუხრუჭის ხმარება.

ამ ყველაფერთან ერთად NR2003 გააჩნია ბევრი საინტერესო მოდი Busch Series, Craftsman Truck Series, IROC, Aero88, BG1970. და უამრავი განახლებული ტრასები. მათ შორის აღსანიშნავია ჯგუფ Project Wildfire -ის მოდები და ტრეკები. Project Wildfire არის NR2003 შექმნელები რომლებმაც არ მიატოვეს პროექტის განვითარება EA -ზე ლიცენზიის გადაცემის შემდეგაც და გამოუშვეს ბევრი საინტერესო მოდი და განახლებები, რომელსაც ქვემოთ დავდებ.

ახლა ჩამოვწერ თამაშის დაყენების წესს და გადმოსაწერ ბმულებს რაც საჭიროა სიმულატორის სრულად გამართვისთვის.
1) იწერთ აქედან > NR2003 და აინსტალირებთ ამავე თანმიმდევრობით; არქივატორში შესულია შემდეგი > საინსტალაციო საქარალდე ა) Nascar Racing 2003 Season – Windows ბ) გასააქტიურებელი ს/ნ (სერიული ნომერი) ტეკს_ფაილის სახით, რომელსაც ინსტალაციის პროცესში გამოიყენებთ. არ იწყებთ თამაშს, სანამ არ დაპაჩავთ >  გ) საქარალდეში Patches -დან აინსტალირებთ ორივე პატჩს, nr2003_update_en_1000_1201.exe და NR2003 1201 Fix  დ) თამაშის მთავარ საქაღალდეში C:\Papyrus\NASCAR Racing 2003 Season -ში ეგზ_ფაილს NR2003.exe გადაარქვით სახელი, ან სხვაგან შეინახეთ და გადააწერეთ ორიგინალს, საქაღალდედან No CD EXE (Do Not Touch Me Until You Have Patched The Game) ში მოთავსებული ეგზ_ფაილი NR2003.exe  ე) გადატვირთეთ კომპიუტერი, და გაუშვით თამაში. დაყენების ვიდეო ტუტორიალი; https://youtu.be/4qxkIfpS83U
2) იწერთ და აინსტალირებთ Nextel Cup Update ეს აპდეიტი ანახლებს ტრასაზე სარეკლამო ბანერებს, ოფიციალურით, და ამზადებს ოფიცილური მოდებისთვის საქაღალდეებს და ა.შ.
3) მწარმოებლისგან მინი განახლებული  New Cup Damage   გაუმჯობესებულია მანქანის დაზიანება (Damage Model), და საბურავების ვიზუალური მხარე. “- Paint scrapes and ‘donuts’ have been added to the damage model.- The Wheels have been enhanced and now include a 3d hub.”
4) ეს არის “პაპირუსი” დამატებული Expert Oval Setups  + Cup_Expert_Setups   სეტაპი, ძალიან კარგ შედეგს იძლევა წრეზე დეფოლტ სეტინგებთან შედარებით, თუმცა უფრო არასტაბილური ხდება ტარება,  ვიდრე ისინი (მიყევით საინსტალაციოს, ავტომატურად ყენდება ყველა სეტაპი, ყველა ტრასაზე. შემდეგ თამაშის მენიუში მიუთითებთ Expert-ს)
5) ჩართეთ თამაში, შექმენით პროფაილი და დაარტყით 1-2 წრე. რათა საჭირო ინი_ფაილები გაიკეთოს თამაშმა და მიყვებით ვიზუალურ კონფიგურაციებს.

ვიზუალური მხარე და ზოგადი რჩევები: (შედარებისთვის ჯერ ითამაშეთ ასე 5 წუთი დეფოლტეთინ და შემდეგ შეადარეთ ამ ყველაფერს რომ გააკეთებთ. დასატესტათ აირჩიეთ პირველი ორი ტრეკი)
*ყოველი შემთხვევისთვის სანამ რაიმეს შეცვლიდეთ ან გადააწერდეთ გირჩევთ შეინახოთ მანამდე ორიგინალი ფაილი, და საქაღალდეები მთლიანად რომელიც უნდა შეცვალოთ rend.dxg.ini, core.ini, player.ini საქაღალდეებს, sound, shared
1) მთავარ საქაღალდეში ეძებთ rend.dxg.ini ფაილს,  პოულობთ TextureSetSize უწერთ 999999999 (დეფოლტად დგას 7077888) პარამეტრში, AnisotropicLevel უწერთ 9 (დეფოლტად დგას 2) და ამახსორებთ ფაილს. *არის სხვა მოსაზრებაც; TextureSetSize -ში   -1  და AnisotropicLevel -ში  0
2) ფაილში core.ini ვეძებთ [FileLRUCache] ჩამონათვალში CaсheSize და უწერთ 14194304 (დეფოლტად დგას 4194304) ხოლო  [Memory] ჩამონათვალში პარამეტრი MaxBlockSize უწერთ თქვენი ოპერატიული მეხსირების რაოდენობას, კილობაიტებში Х 1024. თუ თქვენი ოპერატიული არის 4 GB მაშინ გამოდის ასე 4096 ეს მრავლდება ისევ 1024 -ზე =4194304 თუ 8 GB არის =8388608 და ა.შ. ასევე ამ ციფრებს ვუწერთ იქვე პარამეტრში PoolSize ამახსოვრებთ ფაილს და ხურავთ. 16 GB (16,777,216) -ზე მეტს ვერ ხედავს. არის ვარიანტი, მიუხედავად თქვენი რამისა, ჩაუწეროთ 524288 MaxBlockSize -ზეც და PoolSize. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი, სადაც ავტომატურად ადგენს თქვენს პარამეტრებს > http://bigdonlinemotorsports.com/NRgtweak.php არ დაგავიწყდეთ 32bit მითითება. ხოლო ზედა სამში იწერება, ვიდეო-მემორი, ეკრანის გაფართოვება.
3) საქაღალდეში Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\players [თქვენი სახელი] ხსნით player.ini -ის ეძებთ [Effects] ეძებთ fog=0 შეცვლით 1 -ით [Graphic Options] ჩამონათვალში პარამეტრ texture_quality ვუწერთ 100. მანდვე ეძებთ draw_behind_distance=70 და ცვლით 100 -ით. მანდვე დაბლა პოულობთ enable_ShadowVolumes=0 და ცვლით 1 -ით. ხურავთ და ამახსოვრებთ.
4)  იწერთ და აინსტალირებთ C:\Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\tracks\shared -ში (გადააწერეთ) 2010_2011_updated_HighRez_shared_combo_Pk 
5) იწერთ 4K გაფართოების ცის მოდს და აინსტალირებთ C:\Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\tracks\shared -ში nr2003_4k_skies_mciarlo_v4
6) იწერთ და აინსტალირებთ C:\Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\tracks\shared -ში ამ ყველაფერს 2017 Monster Series Flagger, truck_jumbotron, NMES Hauler Mips, LED Truck Mips, Tire Walls და Grass _WKC 3do files & mips for your tracks
7) იწერთ და დებთ მთავარ ფოლდერში C:\Papyrus\NASCAR Racing 2003 Season d3d8to9 და ReShade ოფიციალური საიტებიდან, ან თუ ამოწყდა ორივე, ჩემგან DX9-ReShade  რეშეიდერს უშვებთ ერთხელ, და შემდეგ ივიწყებთ მის არსებობას. გაშვებისას გამოსულ ფანჯარაში ირჩევთ DX9-ს შემდეგ ეთანხმებით, და იწყებს გადმოწერას მცირე ეფექტებისას, რაზეც უარს ეუბნებით unchack-ით და რთავთ თამაშს. ამით ვიზუალური მხარე დამთავრებულია. *ყურადრება მიაქციეთ დაბლა სკრინშოტებში გრაფიკის მენიუს ფოტოს. წაიკითხეთ წითლად რაც წერია ფოტოს მაღლა.
8) რაც შეეხება 4GB Patch-ს, შეგიძლიათ ეგ გამოიყენოთ, რომელიც ძალიან მარტივია, ვიდეოშიც ჩანს, ან იგივე, მისი ბაბუა, რომლის სტატიაც ამ ბლოგზე დევს NTcore: CFF Explorer 

nVidia -ს კონტროლ პანელში, შეგაქვთ ცვლილებები, როგორც ფოტოზე.

NR2003_nV_contrlpanel

NR2003 -ის შორტკურტი, რომელიც დესკტოპზე გაქვთ, მაუსის მარჯვენა კლიკით პროპერტიში შეგაქვთ შემდეგი ცვლილებელი, როგორც ფოტოზეა.

NR2003_shortcutProperties

ოფიციალური მოდების დამატება: *პირველ რიგში უნდა დაყენენდეს ოფიციალური მოდები, ტრეკები, და სხვა დამატებები. სხვა აქტუალური მოდების დაყენების შემდეგ, როდესაც ტრეკების და მოდების ლიმიტის გამო, ადგილის პრობლემას წააწყდებით შეგიძლიათ ეს დამატებები ( PWF PTA, PWF IROC, PWF GNS, PWF CTS) წაშალოთ. ლიმი არის 16 მოდის, და 128 ტრეკი. მაშასე, პირველი ყენდება Project Wildfire -ის PWF მოდები და ტრეკები, შემდეგ კი სხვა დანარჩენი რომელსაც ოფ. მოდების დამატების შემდეგ პუნკტში ჩამოვწერ.
მინდა თავიდანვე გითხრათ რომ, PWF-ის ყველა მოდი, ტრასები, და ა.შ. ინახება ამ ბმულზე – www.mediafire.com მაქედან რისი გადმოწერისგან თავი შევიკავე, ესაა ე.წ. “ტრეკ-პაკი” ვინაიდან არის ფიქტიური (არა-რეალური) ტრეკები. ასევე არ გამიტესტავს “ბეტა ვერსია ტრეკები”
1) იწერთ მოდს PWF_PTA_1024.exe იგივე Trans Am Series *შენიშვნა! მთავარ ლინკზე შეიძლება შეატყოთ, რომ დევს იგივე ფაილები განსხვავებულ სახელებში 1024 და 512 ეს ნიშნავს, რომ არის ორი გაფართოების მაღალი და დაბალი, მე დავდებ მხოლოდ მაღალი გაფართოების ფაილებს.
2) იწერთ მაღალი ხარისხის კოკპიტს highercockpitviews.exe
3) იწერთ ptamodutil_v12.exe და ამავე თანმიმდევრიბთვე აინსტალირებთ სამივე ფაილს.
4) იწერთ PWF_IROC_1024.exe იგივე IROC Series შემდეგ pwf_iroc_modelfix.exe
5) იწერთ PWF_GNS_1024.exe  იგივე Busch Grand National Series შემდეგ PWF_GNS_volumetricshadowfix.exe
6) იწერთ PWF_CTS_1024.exe იგივე Truck Series სადაც კიმი გამოდიოდა :D
ასე და ამგვარად, ჩვენ გვაქვს უკვე ყველა ოფიციალური მოდი, დარჩა ტრეკები, რომელის მთავარ ბმულებს დავდებ მხოლოდ OVAL და ROAD

არაოფიციალური მოდები; ახლა კი ჩამოვწერ საუკეთესო მოდებს, რის შემდეგაც, ორიგინალ მოდებს, აღარ გაეკარებით. მოდები იდება C:\Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\series მაგალითისთვის მოყოლებული carset (ანუ დამატებული ბოლიდები)  იდება C:\Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\series\გადმოწერილი მოდი\cars მოდზე მოყოლებული სხვა დამატებები კი C:\Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\series\მოდის დასახელება

1) GRAND NATIONAL 1970 v2.0 – Dakota Sim Racing & The Pits
2) Aero 88 MOD (US Pits CTS physics)
3) 1990 NASCAR Winston Cup (DMR CUP90)
4) cup2000 (Om3ga Racing CUP physics) 
5) SNG 2003 Winston Cup (sng CUP physics)
6) Nextel Cup 2005NCS (sng CUP physics)
7) SS.net COT (Car Of Tomorrow 2007 – 2009) (CUP physics)
8) SimModified COT (Car Of Tomorrow 2007 – 2009) (CUP physics)
9) DMR _2010 NASCAR Sprint Cup (CUP10s) with spoiler and (CUP, GNS and CTS physics)
10) DMR_2011 NASCAR Sprint Cup (CUP11s) (CUP and CTS physics)
11) NASCAR CAMPING WORLD TRUCK SERIES (2015) (CTS and CUP physics)
12) SNG MENCS 2019 cup (CUP physics and CTS physics)

საუნდი – Sound რაც შეეხება საუნდს, დაბლა მოყვანილი ბმულებიდან, და სხვა რესურსებიდანაც ამორცეულ საუნდ პაკს დავდებ, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ან თქვენ თავად არჩიოდ ინტერნეტ სივრცეში.. ამ პაკში NR2003_sound_pack+spotter_pack(jomardi) შესულია ჩემთვის საუკეთესო საუნდ+ სპოტერ. ამოარქივეთ, და ჩადეთ, გადააწერეთ C:\Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\sound 
6) გადმოწერეთ და დააყენეთ Spotter Pack ჩემი შეკრებილი და გამზადებული  (საიტის გვერდი)  ამ ფაილით მოუსმენთ ბოქსებიდან ნამდვილს და არა მწარმოებლის ხმას.
7) რამოდენიმე სოუნდ-პაკი გავტესტე და ეს მართლა მირჩევნია ორიგინალს. თქვენც გირჩევთ, დააყენოთ Sounds of NASCAR 4th Edition ყოველ შემთხვევისთვის, დაყენების წინ შეინახეთ ფაილი “sound.dat” რომელიც დევს Papyrus\NASCAR Racing 2003 Season\sound შენიშვნა! თამაშის მენიუში, აუდიოს სეტინგებში, დააკვირდით რომ, 3D Audio არ იყოს ჩართული. თუ არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ ხელითვე წაშალოთ ყველა აუდიო ფაილი და შეცვალოთ ორიგინალი “sound.dat” -ით.
8) ბოლო შტრიხი! ამ გადმოსაწერზე NR2003_miscs შესულია ჩემი არჩეული “მისკ-ფაილები” რომლებიც ამოვარჩიე რამოდენიმე ვარიანტიდან და მათზე შევაჩერე ყურადღება. ყველა ფოლდრში მოთავსებულია ტეკსტური ფაილი სადაც ახსნილია ყველაფერი. აუცილებლათ წაიკითხეთ!

UI (user interface) აქ კი შევეცდები სურათებით წარმოვადგინო საჭირო კონფიგურაციები:

დაბლა სურათზე, დაბლა მარჯვნივ, ჩრდილების კატეგორიაში On Cars მოხსნილი უნდა იყოს სამივე “თოლია”

თემატური ფილმი Days of Thunder ბმული მე-2 дни грома

FB ქართული ჯგუფი > Nascar საქართველო

Comments
  1. პიტ-სტოპი სადაც მეხანიკები გამორბიან და ხმები გესმის დრელის ჩაქუჩის ჟეშტის შეკეთება.

    ეს მომეწონა :D

    • jomardi says:

      წავშალე ეგენი :D სამაგიეროთ ახლა, სურათებზე ნაწერებს ეკაიფე :D

Leave a reply to Ramaz Meskhidze Cancel reply