Logitech: G27/25 Logitech Gaming Software


Logitech G27/25 Logitech Gaming Software  კონფიგურაცია: momo- ზეც გამოგვადგება ეს ტუტორიალი, ძირი ერთია. პირველ რიგში უნდა განახლდეს დრაივერი momo-სი (სასურველია G27/G25 საც ვინაიდან ძველი დრაივერები მოყვება რულს) მისი მოყოლილი დრაივერი ძალიან ძველია მახსოვს რომ მქონდა, ეს პროფაილი სულ სხვანაირი ქონდა. გადავიდეთ მომდევნო ბმულზე Logitech G27 დრაივერის გადმოსაწერად. აქ მიუთითებთ თქვენს ო.ს. და მონცემებს xp/windows7/32bit/64bit/ შესაბამის ველებს შეავსებთ.

1) ვირჩევთ სასურველ ო.ს. (Windows 7/Windows Vista/Windows XP/)
2) შესაბამისი ო.ს. არჩევის შემდეგ გადავდივართ ფაილის ასარჩევად, რომელი ბიტიანი არის თქვენი ო.ს. 32bit/64bit/ ირჩევთ.
3) შემდეგ ოდნავ დაბლა გვექნება ლინკი გადმოსაწერი. მაგალითად ეს დრაივერი უკვე არჩეულია გადმოსაწერად Windows 7/64bit/ ვერსიისთვის.
გადმოწერის შემდეგ თუ კომპიუტერში უკვე არის ძველი დრაივერი ვშლით,ვარესტარტებთ და ვაინსტალირებთ ახალ გადმოწერილ დრაივერს.

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ პროფაილის შესაქმნელად (მაგალითისთვის ვიყენებ ერთ-ერთ ჩემ სიმულატორს GT Legends);

1) ვხსნით Logitech Gaming Software
2) ვაკლიკებთ Profile/New/Browse/ შემდეგ ვუთითებთ თამაშის ფოლდერში exe ფაილს ანუ გამშვებს.

პროფაილი მზად არის. ახლა გადავიდეთ მის კონფიგურაციაზე. სანამ დავიწყებ მინდა ორი სიტყვით შესავალი გავაკეთო;
რას გვაძლევს პროფაილის დაყენება? ბევრს :) ამით ჩვენ შევძლებთ სიმულტაორების მწარმოებლის ჩანაფიქრის შეგრძნებას რასაც ის გვაწვდის იმ კონკრეტულ სიმულატორში. სხვა მონაცემები შეგვხვდება  დავუშვად Richard Burns Rally-ში და სულ სხვა მაგალითად, GTR2, GTL, Race07, iRacing, netKarPRO, Grand Prix Legends, rFactor, LFS ესენი ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან, და ყველას თავის უნიკალური კონფიგურაცია მოყვება  კონკრეტულ სიმულატორზე. აქ იგულისხმება მანქანის შეგრძნება ასფვალტთან, ქვიშასთან, წყალთან მანქანის ამორტიზაცია მუხრუჭთან და ა.შ. ამ შეგრძნებებს ავცდებით თუ Logitech Gaming Software-ს გამოვიყენებთ “default” -ზე. (გლობალური კონფიგურაციით)

1) ვხსნით Logitech Gaming Software და ამჯერად ვაწვებით Edit/Specific Game Settings/

გამოვა ასეთი ფანჯარა, ეს არის “default” ჩვენ შევცვლით ისე რომ მივიღოთ ზემოთ ჩამონათვალი სიმულატორის ე.წ. ქარხნული ეფექტები FFB (force feedback)

ჩავურთოდ თოლია (პწიჩკა:) ) Use Special Force Feedback Device Settings-ზე
Overall Effects Strength ამ პარამეტრს ვაყენებთ 100%-ზე
Spring Effect Stregth 0% -ზე
Damper Effect Strength 0% -ზე
Enable Centering Spring თუ მონიშნულია ვაშორებთ თოლიას.
Use Special Steering Wheel Settings ვურთავთ თოლიას.
Degrees Of Rotation ეს კი სხვდასახვა გრადუსზე დგება გააჩნია სიმულატორს. მაგალითად კონკრეტულ სიმულატორზე მე 260 გრადუსზე მიყენია iRacing-ზე 900-ზე სხვდასახვა მოთხოვნა აქვს ყველა სიმულატორს.
Report Combined Pedals მოვხსნით თუ მონიშნულია.
Use Special Game Settings და Allow Game To Adjust Settings ვნიშნავთ ორივეს.

სულ ეს იყო, უნდა მივიღოთ ასეთი სურათი.

დანარჩენი უკვე გრძელდება კონკრეტულ სიმულატორის მენიუში. აქ უკვე თქვენი გემოვნებით ალბათ პედლებზე, გაზი ტორმუზი და ცეპლენიაზე დავტოვებთ 50% ამით განიზომება მოქნილობა რულის და ეს უკვე თქვენზეა. ხოლო Speed Sens. Steering ეს პარამეტრი დავაყენოთ 0% ან მაქსიმუმ 20% მდე თქვენი ნებასურვილით (მე ზოგზე 0 ზოგზე 15-20% გააჩნია…)
რაც მთავარია შიგნით მენიუში არ დაგავიწყდეთ მონიშვნა Feedback Strength – 100% -ზე Feedback Effects ეს ან full ან high. ასევე მოვნიშნოთ Reverse Effects.
(ეს ეფექტები არ გააჩნია ისეთ რეისინგ თამაშებს როგორიც არის NFS და მაგდაგვარ არკადა თამაშებს. ვგულისხმობ წარმოებელი თავის “ნასტროიკებს არ აკეთებს და მუშაობს ეგ თამაშები “default ნასტროიკებზე” _)
ბოლოს მივიღებთ ასეთ სურათს. და ჩვენ შევძლებთ აქდანვე გავუშვად სიმულატორები.

ბოლოს მინდა ვთქვა რომ ეს არ არის ბოლო შესაძლებლობები პროფაილის, შეგვიძლია რულის ღილაკებზე დავამატოთ დანიშნულებები ისე რომ სიმულატორის მენიუს არც კი შევეხოდ.
ასევე შესაძლებელია ე.წ. shift ღილაკის დამატებაც რომელიც გულისხმობს 2 ჯერ გაზრდას ღილაკების რაოდენობას.
ვმართოდ ე.წ. მკვდარი ზონა პედლებზე, მისი გრძნობადობა.
და თუ არ ვცდები შეიძლება ღილაკის დამატება პედლებზე რომელიც ჯერ არ გამიტესტია. მაგალითად გვაქ Moto GP და მინდა ვატარო რულით მოტოციკლეტი ეს არ არის პრობლემა მაგრამ პრობლემა არის მანიპულირება კლავიატურით გაზთან მიმართებაში. წარმოიდგინეთ გაზის ისარი გადატანილი არის პედალზე და უკვე არა უხეშად არამედ მოზომილად ვხმარობთ გაზს :)


Leave a comment