Flight Simulator X


Flight Simulator X (იგივე FSX ან კიდევ შემოკლებით მე-10 ვერსია) გამოვიდა 2006 წლის ოქტომბერში, მწარმოებელი კომპანია მაიკროსოფტი. სიმულატორი გამოვიდა 2 ვერსიად, Standard Edition და Deluxe Ed ition ჩვენ სწორეთ ამ უკანასკნელს განვიხილავთ. ამ ორ ვერსიის შორის სხვაობა გახლავთ საფრენი აპარატის (ს.ა.) რაოდენობის სხვაობა, მისიების, ქალაქების, და ა.შ. მოგვიანებით დაემატა კიდევ მესამე ვერსია, Gold Edition აქაც იგივე განსხვავებები + რაც მნიშვნელოვანია! დამატებულია Acceleration Pack -ი რომელიც შესულია ჩვენს გადმოსაწერ Deluxe Edition ვერსიასთან ერთათ.

როგორც ყველა სხვა დანარჩენი ძველი სიმულატორი, ესეც საჭიროებს ზოგიერთ “შამანიზმის” აუცილებლობას, რომ დღეისთვის მოცემულ სისტემებისთვის გამართულათ იმუშაოს სიმულატორმა.

აუცილებელი გასაკეთებელი “ნაბიჯები” რომ სიმულატორი ვითამაშოთ კომფორტულათ.

*სანამ შევუდგებოდე მინდა ცოტა რჩევები მოგცეთ დაყენების წინ. პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ თუ აპირებთ სცენარების, პორტების, კრაფტების, ადონების და ა.შ. ზომები გაიზრდება თამაშზე 1/2 -ჯერ მეტად! ამიტომ გირჩევთ თუ საშუალება გაქვთ გამოუყოთ ცალკე HDD რომ დროთაგანმავლობაში, ადვილი იყოს მისი დეფრაგმენტაციის გაკეთება და რაც მთავარია სიმულატორმა რომ იმუშაოს მეტი თავისუფლად. ზომები ადონების დამტების შემდეგ ასცდება 60/70 GB-ს პირადათ მე 130 GB ცალკე გამოვყე ცალკე თამაშისთვის. და ORBX ადონებით გახდა 75 GB.

*დარწმუნდით რომ, სისტემაში აყენია განახლებული DirectX და C++ ბიბლიოთეკა DX-ის განსაახლებლად გადადით ბმულზე,  DirectX ხოლო C++ ბიბლიოთეკისთვის აქ C++ მანდ აირჩიეთ ENU (vcredist_x64.exe და ENU (vcredist_x86.exe) არაა პრობლემა თვითონ მაიკროსოფტი ანახლებს ორივე ბიტიან სისტემისთვის ასე რომ ორივე გადმოწერეთ და დააყენეთ. საერთოთ გირჩევთ გადახედოთ ამ თემასაც ბმული

1) იწერთ ამ ბმულიდან თვითონ სიმულატორს, სადაც შესულია SP1, SP2 (სერვის-პაკი) და Acceleration Microsoft Flight Simulator X: Deluxe Edition
2) აინსტალირებთ DM – ის საშუალებით. (ოირველ გამოსულ საინსტალაციო ფანჯარაში, დააკლიკეთ დაბლა მარცხენა კუთხეში, თუ გსურთ დასაყენებელი დისკის ადგილის შეცვლა)  უშვებთ MFSX_Deluxe_DVD1 დაყენების პროცეში, მოითხოვს მეორე დისკს! მიუთითეთ MFSX_Deluxe_DVD2 (ყოფილა შემთხვევები როდესაც დაყენებისას შეუცვლიათ ორიგინალი დასახელების ორი ფოლდერი რაც კატეგორიულად აკრძალულია! რა თქმა უნდა თამაში დაყენება შეგიძლიათ ნებისმიერ ჰარდზე მაგრამ სახელის შეცვლის გარეშე! ანუ ამ ორი ფოლდერის სახელი უნდა დარჩეს შეუცვლელათ “Microsoft Games\Microsoft Flight Simulator X” გადააწერთ კრეკის საქაღალდეში მოთავსებული ფაილებეი თამაშის მთავარ ფოლდერში. პირადათ ჩემთან არ წავიდა მაქედან გადმოწერილი კრეკი (ო. სისტემა ვინდოუს 7, bit 64) ამიტომ ავტვირთე ჩემი კრეკ-ფაილები (ყოველ შემთხვევისთვის დააბეკაპეთ ფაილები) გადმოწერა MSFX CRACK  (ზოგ შემთხვევაში, შეიძლება მხოლოთ ‘ექსე’ ორიცალი ფაილი დაგჭირდეტ ჩემი ატვუირთულიდან, ხოლო დანარჩენი ‘dll ფაილები კი კრეკის საქაღალდედან) დასრულების შემდეგ გადატვირთეთ სისტემა!
3) დააინსტალირეთ Acceleration Pack ამ “პაკში” შესულია ასევე სერვის-პაკი 1, 2, ასე რომ გადმოწერილ ფოლდერებს შორის ცალკედ მოცემულ  ორივე 1/2 სეერვის პაკი შეგიძლიათ წაშალოთ ან თავიდან არ გადმოწეროთ ეგ ორი ფოლდერი. დაყენების შემდეგ გადატვირთეთ სისტემა!
4) ჩართეთ თამაში, იფრინეთ ცოტა ხანი დეფოლტე კონფიგურაციით, რათა შეიქმნას საჭირო “პლეიერ-სეტინგ ფაილები”
5) ჩართეთ თამაში და ლაუნჩერში დააკონფიგურეთ პარამეტრები. პირველი დაიწყეთ გრაფიკით. იხილეთ სურათი დანარჩენი კი მიყევით როგორც ამ ბმულზეა. (გახსენით ფორუმის სპოილერი, სადაც დევს სქრინები თამაშის მენიუდან) ასევე გამოყენებულულია მეორე ფორუმის ზოგი რამ… ბმული ზოგიც ამ ბმულიდან
6) გააკეთეთ “ბატ-ფაილი” იხილეთ ბმული ყოველ შემთხვევისთვის, გამზადებულის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან – aero.bat გახსენით FSX.cfg -ი ბლოკნოტის “notepad”-ის საშუალებით. შემდეგ კი, [GRAPHICS] დაბლა ჩაუწერეთ ეს 2 პარამეტრი ForceFullScreenVSync=1 და ForceWindowedVSync=1 დახურეთ, დაამახსოვრეთ! *ყურადღება მიაქციეთ რომ, ვიდეო-დრაივერში გამორთული არ იყოს vSync (ვერტიკალური სინქრონიზაცია) იმისთვის რომ დაინახოთ FSX.cfg ფაილი, გარდა სხვა ხერხისა შეგიძლიათ გადახვიდეთ პირდაპირი გზით შემდეგ ნაირად, დააწექით “სტარტ” – ს და საძებნ ველში ჩაუწერეთ %APPDATA%/Microsoft/FSX/fsx.cfg დაინახავთ FSX.cfg-ს თამაშის ჩართვის თანავე გაუშვით გაკეთებული, გადმოწერილი “ბატ-ფაილი” ამით არ შეიცვლება ვინდოუსის “აერო” და vSync-ის ჩართვასაც ხელს არ შეუშლის. ჯამში კი მიიღებთ სასიამოვნო ხედვას ვიდრე მანმდე გქონდათ, გექნებოდათ.
7) გადადით ბმულზე www.venetubo.com და შეავსეთ პარამეტრები რათა თქვენმა FSX.cfg იმუშაოს მაქსიამალური ოპტიმიზაციით. პირველ ველში ჩაუწერთ, რამდენი Core ჩანს “ტას-მენეჯერიდან” ეს რომ დაინახოთ, უნდა ჩართოთ თამაში უფრო სწორად გაუშვით ლაუნჩერი თამაშს ნუ დაიწყებთ! გახსენით ტ. მენეჯერი და პროცესებში მოძებნეთ სიმულატორი, დააკლიკეთ მაუსის მარჯვენათინ, გადადით Set Affinity… და ნახავთ რამდენი Core ითვირთება, მაგ რაოდენობას მიუთითებთ სწორეთ პირველ ველში. შეგიძლიათ იხილოთ სურათი მაგალითისთვის! Set Affinity ჩემ შემთხვევაში 8 – ს. მე-2 პარამეტრზე ვერაფერს გეტყვით არ მოვიტყუები -) თუმცა როგორც რუსულ ფორუმზე უწერიათ უმეტეს შემთხვევაში “არა” მე-3 პროცესორის სიმძლავრე Ghz-ში. მე-4 ვიდეო კარტის ტიპი, თუ ATI მფლობელი ხართ ჩაუწერეთ შესაბამისი სიმძლავრის. მე-5 მოუნიშნეთ vSync. მე-6 მონიშნეთ Conservative. შემდეგ ჩატვირთეთ თქვენი FSX.cfg ფაილი Browse -ზე დაჭერით. შემდეგ აწვებით, Click here to begin – ს და მეორე გადასულ გვერდზე აწვებით Download – ს. ჩამოტვირთულ ფაილს გახსნით და შიგნით მონიშნულ ყველა პარამეტრშ, გადააწერთ ორიგინალ FSX.cfg-ს რა თქმა უნდა იქაც გახსნილი უნდა იყოს ფაილი (სიფრთხილისთვის ბეკაპი გაუკეთეთ ორიგინალ FSX.cfg-ს) *ნუ გადააწერთ FSX.cfg ძველს ახლით! მხოლოთ რედაქტირების გზით უნდა შეიცვალოს პარამეტრები. ფაილის მოსაძებნათ გადახედეთ მე-6 პუნქტს! ფოლდერზე გადასვლისთვის, მაუსის მარჯვენის მიტანით FSX.cfg-ზე კონტეკსტურში დააკლიკეთ Open file location-ს.
8) ალბათ უკვე კარგა ხანია აღარავინ დაფრინავს დეფოლტე ს.ა. -ით და ბევრი ასევე ხმარობს უამრავ ადონებს თუ სცენარებს რომლებიც, უდავოთ ხელს უწყობს სიმულატორის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ნებისმიერი მიმართულებით, გნებავთ გრაფიკული გნებავთ სიმულაციით. მე მხოლოთ ერთ მათგანზე გაგიმახვილებთ ყურადღებას რომლის შესახებაც ბლოგზე ცალკე თემათ მიდევს როგორც ღირსეული მოდ ჯგუფი. ეს გახლავთ A2A Simulations მანდვე გაეცნობით ყველა საჭირო ინფორმაციას და ასევე ნახავთ გადმოსაწერ ადონებს თავისი განახლებებით.

ახლა როცა მორჩა სიმულატორის დაკონფიგურაცია გადავიდეთ ადონების გადმოწერა, სწორად დაყენების ინსტრუქციაზე. დავიწყოთ თვითფრინავებით და შემდეგ გადავიდეთ სცენარებზე და პორტებზე (აეროდრომებზე) ზემოთ უკვე დავწერე A2A`- ის შესახებ თუმცა აქ მაინც რამოდენიმეს დავამატებ სიაში. თანმიმდევრობით დავიწყებ WW II კრაფტებით და ავალთ თანამედროვემდე სიმძლავრის და დანიშნულების მიხედვით. *დაიმახსოვრეთ, როდესაც ახალ კრაფტს ან ახალ სცენარს დააყენებთ, თამაშის ჩატვირთვამდე უმეტეს შემთხვევაში გამოიტანს ორნაირ ფანჯარას, რომლებზეც უნდა დაეთანხმოთ ცვლილებებს როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები – სურათი

თვითფრინავები (Aircrafts)

სამხედრო + კლასიკა:
P-51 Mustang (A2A) + Accu-Sim 1.3.1 გადმოწერა  განაახლეთ Core Accu-Sim Update v.1.4
P-51 Civilian Mustang (A2A) + Accu-Sim v1.5 გადმოწერა
Spitfire (A2A) + Accu-Sim v1.1 გადმოწერა განაახლეთ Core Accu-Sim Update v.1.4
* A2A მოდებისთვის დაყენების თანმიმდევრობა ასეთი თანმიმდევრობით – 1. Aircraft 2. Accu-Sim 3. Accu-Sim CORE update პ.ს. A2A-ის ყველა მოდელი შედევრულია, ამიტომ გირჩევთ ყველას გადაავლოთ თვალი თავისივე თემაში – A2A Simulations
PBY Catalina X Revolutionary (Aerosoft) გადმოწერა კრეკის სახით მოყვება DLL ფაილი ხოლო მისი დაყენება სპეციფიურია და საჭიროა შესაბამის ცოდნა, თუმცა არც თუ ისეთი ძნელია როდესაც უყურებთ ამ ვიდეოს
F-86 Sabre (Milviz) გადმოწერა

პლანერები / ჰობი:
H36 DIMONA X (Aerosoft) გადმოწერა მოყოლილ ფაილი (კრეკი) ReadMe, გახსენით ჩვეულებრივი ბლოკნოტით (notepad-ით) ეს ამ პლანერით ისიამოვნებთ ლამაზი ხედებით ORBX-ის სცენარებში, ასულ სიმაღლეზე გაუთიშეთ ძრავი და ინავარდეთ -)
J-3 Cub & Accu-Sim (A2A) გადმოწერა აპდეიტი და “ფიქსატორი ამ გვერდზე დევს ორივე – გადმოწერა სწორეთ ამ მოდელით ვურჩევ დამწყებებს გადადგან თავიანთი პირველი ნაბიჯები” ვირტუალურ ავია-სამყაროში. და გააგრძელონ სწორედ შემდეგი თანმიმდევრობით, როგორც დავდებ ბმულებს.
Bush Hawk (Aerosoft) გადმოწერა ამ ბმულზე როგორც ხედავთ 2 კრაფტია ყურადღებას ამ უკანასკნელზე ვამახვილებ, რადგან ის მეორე ვერ დაიკვეხნის ნამდვილად ხარისხში. ეს მოდელი გამოდგება, მაგ. ალასკაზე წყლის ზედაპირზე აფრენა-დაფრენისთვის ) *ამ კრაფტის დაყენების წესი იგივეა როგორც ზემოთ დადებულ “სამხედრო კატეგორიაში” PBY Catalina X Revolutionary (სიით მე-3) ვიდეო ინსტრუქციაშია. საერთოთ აეროსოფტის უმეტეს ნაწილს სწორეთ ასეთი გზით უნდა გააქტიურება”
Diamond DA20-100 Katana 4X v1.04 (Aerosoft) გადმოწერა მოყვება აპდეიტიც და ს. ნომერიც. *ამ კრაფტზე რეალურად შეიძლება შესწავლა მთლიანი კრაფტის, სრული სიმულაციაა მართვის და მისი ექსპლუატაციის. ყველა დაზიანებულ თუ გასანახლებ დეტალს,  სჭირდება კონკრეტული დრო და ხელით ჩასწორება, საწვავის ჩასხმა გამოცვლა ზეთის და ა.შ.
Lancair Legacy (RealAir) გადმოწერა (დაყენების წესი მოყვება)


რეგიონალური / ტურისტული:
Cessna C337H Skymaster (Carenado)  გადმოწერა
Cessna C185F (Carenado) გადმოწერა ამფიბიის ვარიანტი, გადმოწერა. ორივე მოდელის პატჩებზე, SP-ზე და ა.შ. გადმოსაწერათ გადადით ოფ საიტზე
A36 Bonanza (Carenado) გადმოწერა გადმოწერეთ SP (სერვის-პაკი) ნახავთ მაგ ბმულზევე ერთ-ერთ პოსტში ან ოფ. საიტზე აპდეიტებში.
Cessna T182T Skylane TC (Flight1) გადმოწერა წაიკითხეთ დაყენების ინსტრუქცია! *საკმაოთ დიდი რესურსი მიაქვს.
Cessna CT210 Centurion (Carenado) გადმოწერა
Cessna T182T Skylane G1000 HD Series (SP2)  (Carenado) გადმოწერა
ბიზნეს კლასი:
PA46T Malibu (Carenado) გადმოწერა (გადმოსაწერი გვერდი) ამის აპდეიტის გადმოსაწერათ ეწვიეთ ოფ. საიტს – www.carenado.com მანდ დაინახავთ ჩამონათვალში PA46T FSX საერთოთ ბევრისგან განსხვავებით, კარენადოს აპდეიტები ხელმისაწვდომია თავისუფლათ. *პატჩი გადააწერეთ თამაშის ფოლდერში ასეთი მიმართულებით, “X:\Microsoft Games\Microsoft Flight Simulator X\SimObjects\Airplanes\Carenado P46T Malibu JetProp DL”  *კარენადოს კრაფტებს და ზოგიერთი სხვა დეველოპერების ინსტალატორებს უნდა მისცეთ მიმართულება სიმულატორის, არ გამოგრჩეთ ეს! (ეტყობა არ ყავთ სათანადო პროგრამისტები -)
C90B King Air (Carenado)  გადმოწერა
Turbine Duke (RealAir) გადმოწერა აუცილებლათ წაიკითხეთ დაყენების წესი საიტზევე! ასევე თვალი გადაავლეთ მე-2 გვერდს სადაც წერია თუ როგორ გაუწეროთ რეგ-ფაილში და რა ჩაასწოროთ აპდეიტის დაყენებისთვის. აპდეიტის გადმოწერა
Cessna C340 II (Carenado)  გადმოწერა
Beech B200 King Air (Carenado) მოწეგადრა
BAe Jetstream 4100 (PMDG) გადმოწერა   სერვის-პაკის (SP1) გადმოწერა  დაყენების ინსტრუქცია მოყვება არქივში *მართალია ეს კრაფტი არ მიეკუთვნება მოცემულ კატეგორიას მაგრამ ცალკე “დიდი ბიჭებისთვის ჯერ არ მაქ და… ისე კი სამგზავრო ლაინერებამდე ერთი ნაბიჯია ამის შემდეგ, მართლა ხარისხიანათ გაკეთებულია.

 სცენარები (Scene)

ახლა კი გადავიდეთ სცენარებზე, რაც სრულიად შეცვლის თქვენ FSX-ს რა თქმა უნდა უკეთესობისაკენ. სცენარების ძალიან დიდი არჩევანია მაგრამ აქ უდავოთ ლიდერია ჯგუფი ORBX რომელმაც მთლიანათ დაფარა ავსტრალია (AU) ახალი ზელანდიის (NZ) სამხრეთი და ჩრდილოეთ ამერიკის (NA) ნაწილი კანადა, ა.შ.შ. (US) სცენარების დაყენებას თავის წესი და თანმიმდევრობა გააჩნია. თავდაპირველათ აინსტალირებთ AU შემდეგ NA და ა.შ. აუცილებლათ დააკვირდით და გაითვალისწინეთ წესები და თანმიმდევრობა რომელსაც დაბლა ჩამოვწერ.

ავსტრალია (FTX AU)

1)  იწერთ და აინსტალიერებთ ამ პროგრამაას Dot NET 3.5 რათა კორექტურად იმუშაოს FTX Central (ეს გახლავთ მოდული საიდანაც იმართება ORBX სცენები, მოდები და ა.შ.) გადმოსაწერა
2) იწერთ FTX Australia -ს ტორენტ კლიენტს მიეცით “open” და არა “save” ასე დაინახავთ რა ფაილებს იწერთ. აქ საჭირო იქნება ზოგი ფაილის გათიშვა ანუ მოხსნა თოლიის როგორც სურათზეა, ვინაიდან ეგ ფაილები უკვე ძველებია და ახლების დაყენებას მივყვებით თანმიმდევრობით. * თუ გადმოწერილი გაქვთ უკვე სრული ტორენტი მაშინ ასე მოიქეცით, წაშალეთ ის ფოლდერები რომლებსაც სურათზე მოხსნილი აქვთ “თოლია” როგორც ხედავთ გადმოწერილ FTX Australia -ს თან ერთვის პორტებიც (აეროდრომი) ამიტომ გახლავთ ზომაში 12 GB.  დაყენება – თქვენ გექნებათ 2 ექსე ფაილი SETUP1 და SETUP2 გაუშვებთ ერთს და პირველის მორჩენის შემდეგ მეორეს. თქვენ ეკრანზე გამოგიჩდებათ მოდული FTX Central რითაც უნდა მართოთ მომავალში ORBX ადონები. *დაიმახსოვრეთ, როდესაც თქვენ რამის დაყენბას გადაწყვეთ არა ORBX პროდუქტებიდან (არ ეხება OZx და მსგავს თავზებად ადონებს) FTX Central მოდულში გადაიყვანეთ FSX-ზე ხოლო როცა ORBX მოგინდებათ ან მათ ადონს აისნტალირებთ გადმორთეთ შესაბამის მოდზე ანუ ავსტრალიაზე. ასევე OZx AU დაყენებისას გადაიყვანეთ მოდული ავსტრალიაზე. სამომავლოთ თუ დააყენებთ OZx NA მაშინ ჩრდილო ამერიკაზე მოგიწევთ გადაყვანა. *გირჩევთ ყველა გადმოწერილ, დაყენების წინ თუ დაყენების შემდეგ თვალი გადაავლოთ “ტექსტურ ფაილებს” რათა გამართულად იმუშაოს სიმულატორმა. მე არ შემიძლია აქ ყველა ნიუანსი დავწერო ამისთვის არც დროა და არც ადგილი რომ დავატიო -) რა თქმა უნდა ზოგ მნიშვნელოვან მომენტს აუცილებლათ განვიხილავთ და შევეცდები აგაცილოთ მოსალოდნელ შეცდომებს.
3) იწერთ სერვის პაკს (SP-ს) AU SP4.002 რომელშიც შესულია ყველა მანმდე გამოსული SP-ები. დაინსტალირების შემდეგ ხსნით დესკტოპზე გაკეთებულ იარლიკს – FTX Mode-ს და აკლიკებთ ავსტრალიაზე შემდეგ კი, apply-ის *ყოველთვის ყურადღებით იყავით ფაილების გადმოწერის და დაყენების წინაც, და შემდეგაც! აუცილებლათ გადაავლეთ თვალი მოყოლილ ტექსტ-ფაილებს თუ ინსტალატორებს.
4) AU SP4.002 -ის დაყენების შემდეგ, იწერთ და აინსტალირებთ, ORBX Libraries 120509 *ამ ფაილის შესახებ დაწვრილებით ბოლოში 10-ე პანკტში. მოსაძებნათ  როგორც წესი ეგ ფაილი, გვერდის ბოლოში დევს.
5) შემდეგ იწერთ მეშს AU Mesh ოფიციალური ადონია ORBX -ის.
6) იწერთ AU TRAFFIC -ს * ამ დროისთვის 4 ვერსიას. ვერსიების თანმიმდევრობითვე დააყენებთ.
7) იწერთ ORBX SLOWER TRAFFIC -ს შეამჩნევთ აუცილებლათ რომ, დაყენების შემდეგ ავტო-ტრაფიკი უფრო რეალური ხდება ვიდრე დეფოლტე დადიოდა სინათლის სისწრაფით -)
8) იწერთ უფასო ყვეა პორტს, Freeware ORBX AU Airports -ს რომელიც ამ დროისთვის სულ 7-ია. * ცოდნისთვის გადმოსაწერი გახლავთ შემდეგი კოდებით მაგალითათ AU YMLT შევთანხმდით რომ, AU არის ავსტრალია ხოლო YMLT გახლავთ კონკრეტული პორტის დასახელება, უფრო სწორეთ რომ ვთქვათ, ID იდენთიფიქატორი. ყველა პორტს თავის ID გააჩნია.
9) შემდეგ კი აინსტალირებთ ფასიან პორტებს უფასოდ -) იმ პორტების გარდა რომელიც მოყვა FTX Australia-ს გადმოწერისას, შეგიძლიათ და “ვალდებულებიც ხართ” დააყენოთ სხვა პორტები რომლებიც უხვათ არის ტორენტზე. ამისთვის გადადიხართ rutracker.org -ზე და საძებნში უწერთ FSX ORBX -ს. არ შეგეშალოთ ან კანადის ან ამერიკის ან ახალი ზელანდიის სცენებში-პორტებში. ამისთვის ჯობია ჩაუწეროთ FSX ORBX AU . *ყოველ დაყენებულ ფასიან პორტზე შემაწმოთ ოფ. საიტზე მისი განახლებები! ზოგს ექნება ზოგს არა მაგრამ აუცილებლად შეამოწმეთ სახელის და მიხედვით (ID ებით). გვერდი არ დაგავიწყდეთ, პორტის დაყენების შემდეგ აუცილებლათ პატჩი შეამოწმეთ თუა და დააყენეთ ასე ყველა სხვადასხვა პორტზე.
10) ბოლოს, ORBX ადონების დაყენების შემდეგ, გადმოწერეთ და დააყენეთ ORBX Libraries 120509 (ვერსიები ყოველთვის ახლდება და გირჩევთ საიტზე გადაამოწმეთ ახალი ადონების დაყენებისას) ეს ადონი ყოველთვის ყენდება ბოლოში მიუხედავატ იმისა გიყენიათ თუ არა, როდესაც დააყენებთ ახალ სცენარს ან პორტს, აუცილებლად ხელმეორედ გაუშვით ეს ადონი. ასე ყოვლეთვის როდესაც აახლებთ რაიმე ადონით ORBX-ს.

11) შემდეგ იწერთ OZx AU -ის საბაზო ფაილებს ვერსიების მიხედვით და იგივეწ თანმიმდევრობით აინსტალირებთ OZx AU -ს ეს გახლავთ უფასო მოდ-ჯგუფი რომელიც გვთავაზობს 300 პორტზე მეტს. რომლებიც გაფანტულია მთლიან AU სცენაში და სრულიად თავსებადია ORBX თან. *იწერთ და აინსტალირებთ ისეთივე თანმიმდევრობით როგორიც ვებ გვერდზეა, გარდა ამ ფაილისა “OZx_NA1.01_install.zip” ეს გახლავთ NA-ის ამაზე მოგვიანებით. ასევე იწერთ და აინსტალირებთ OZx -ს სცენებს; ა) Bellburn Airstrip ბ) OZx YMRY გ) WARMUN დ) YAYE-Olgas *არ გამოგრჩეთ რომ OZx-ის ადონების დაყენების წინ, FTX Central მოდულში, გააქტიურებული იყოს ავსტრალია!
მაგ ბმულიდან რომ მორჩებით დაყენებას, ჩართეთ FSX “აითვისოს ახალი ფაილები. *აქ შეგიძლიათ იხიოთ OZx -ის არსებული ყველა პორტები – Airport Map

12) Ant’s Airplanes შემდეგ იწერთ კიდევ ერთ უფასო მწარმოებელის, მოდ-ჯგუფის Ant’s Airplanes სცენარებს. *აუცილებლათ წაიკითხეთ READ ME ტექსტური ფაილები!
12.1) ANT’S AUSSIE AIRPORTS COMPLETE დაყენების შემდეგ თქვენ მაინც მოგიწევთ ხელით ჩასწორება სიმულატორის ლაუნჩერში მიუხედავათ იმისა რომ ინსტალატორი “exe” ფაილია Scenery Library -ით წესი დაყენების კარგათაა ნაჩვენები ამ ბმულზე – How to add scenery to FSX with Windows 7 Ant’s Airplanes-ის პორტებს შორის არის ORBX-ის ფასიანი პორტი Warnervale airport ამიტომ, ფოლდერიდან ამოშალეთ F:\Microsoft Games\Microsoft Flight Simulator X\Addon Scenery\”Ants Aussie Airports Warnervale” ან კიდევ თამაშიდან კერძოთ Scenery Library -ში მოხსენით “თოლია” ასე ერთმანეთში კომფლიქტში აღარ მოვლენ. დახურეთ FSX და გადადით მომდევნო სცენარების დაყენებაზე. *დარწმუნდით რომ, FTX Central მოდში დაყენებულია ავსტრალიაზე!
12.2) ANT’S AUSSIE AIRPORTS BOONAH გადმოწერილი ამოარქივეთ და ფოლდერი “Ants Aussie Airports Boonah” ჩადეთ თამაშის მთავარ ფოლდერში “F:\Microsoft Games\Microsoft Flight Simulator X\Addon Scenery” -ში. შემდეგ იგივეს გაიმეორებთ Scenery Library-ში რაც ამის ზედა სცენარზე…
12.3) ANT’S AUSSIE AIRPORTS ROADVALE აბსოლუტურად იგივე პროცედურა რაც წინა ერთის გასხვავებით, ამ სცენარზე შეიძლება ასე მოქცევა, ავიღოთ Ants Aussie Airports Roadvale-ის ფოლდერიდან scenery და texture ეს ორი ფოლდერი და გადავაწეროთ უკვე დაყენებულ სცენარის ფოლდერში “Ants Aussie Airports” ამ შემთხვევაში აღარ მოგვიწევს scenery library-ში “ხელით” დამატება. *ეს მხოლოთ ამ კონკრეტულ სცენარს შეეხება.
12.4) ANT’S AUSSIE AIRPORTS WATTS BRIDGE ვაკოპირებთ ფოლდერს, Ants Aussie Airports Watts Bridge-ს და ვდებთ F:\Microsoft Games\Microsoft Flight Simulator X\Addon Scenery-ში. აქაც იგივე პროცედურა რაც ზედა პუნკტებში კერძოთ scenery library-ში “ხელით” ვამატებთ.
12.5) ANT’S AUSSIE AIRPORTS BRISBANE აქაც როგორც პირევლ (12.1) პუნკტში მიუხედავათ იმისა რომ exe_ინსტალატორია მაინც ხელით უნდა დაამატოთ scenery library-ში. Ants Aussie Airports Brisbane YBBN
12.6) ANT’S AUSSIE AIRPORTS HAMILTON ამოარქივეთ, დააკოპირეთ ფოლდერი Ants Aussie Airports Hamilton YHML დაამატეთ F:\Microsoft Games\Microsoft Flight Simulator X\Addon Scenery-ში. შემდეგ უკვე კარგათ ნაცნობი პროცედურა scenery library-ში.
12.7) AntsBNA1 და AntsBNA2 ამ ორი ინსტალატორის დაყენების შემდეგ ვინმეორებთ უკვე კარგათ დაზეპირებულ პროცედურას scenery library-ში ამატებთ Ants Aussie Airports Ballina -ს

ამით დღეის მდგომარეობით, ავსტრალიის სრული კომპლეკტაცია დმათავრებულია. დარწმუნდით იმაში რომ, FTX Central -ში Ant’s Airplanes-ის ეს ყველა სცენარი ზედა თავზეა მოქცეული OZx, ORBX -ის სცენარებზე. მომდევნო სცენარები იქნება NA (ჩრდილოეთ ამერიკა) და NZ (ახალი ზელანდია) *თუ კი დეფრაგმენტაციას გაუკეთებთ თამაშის ფოლდერს ან იმ მყარ დისკს სადაც აყენია, ძალიან კარგი იქნება. *ასევე გირჩევთ, გადახედოთ შემდეგ ფოლდერს იმისთვის რომ იცოდეთ რომელი პორტები დაყენდა და საიდან აფრინდეთ ინდიფიკატორის კოდით თამაშიდან. “F:\Microsoft Games\Microsoft Flight Simulator X\Addon Scenery\Ants Aussie Airports\Documentation”

*ORBX დაყენების წესი და ზოგიერთი ბმულები, გამოყენებულია ამ სტატიიდან. თუმცა მანდ რამოდენიმე შეცდომაა გაპარული, თანმიმდევრობაში, არ მუშაობს ზოგი ბმული, და ა.შ. თუმცა შესაძლოა ბევრი რამ საინტერესო აღმოაჩინოთ თქვენთვის მაგ თემაში.

ჩრდილოეთ ამერიკა (FTX NA/CA)

ჩრდილოეთ ამერიკას დავაყენებთ როგორც  4 ORBX-ის საბაზო სცენარს, ORBX-ის უფასო და ფასიან სცენარებს. ასევე მასთან სრულიად ტავსებად მოდ-ჯგუფების ძალიან საჭირო სცენარებს. რომელიც ავსებს მთლიანობაში მთლიან სიმულატორს. დაინსტალირების შუალედებში, პორტების, სცენარების, პატჩების ჩართეთცოტა ხნით სიმულატორი, რათა მოახდეს სცენარების დალაგება სიმულატორში. მაგალითათ; პორტი, პატჩი შემდეგ ეთანხმებით FTX გამოსულ ფანჯარას apply-ით და დასრულების შემდეგ ცართავთ FSX და დაიწყებს შევსებას ფაილებისას… ამის შემდეგ განაგრძობს მომდევნო პორტებს, სცენარებს. და ასე ყოველ ახალ დაყენებულზე.

1) იწერთ Tongass Fjords X გადაგყავთ FTX Central-ში Default FSX -ზე და აინსტალირებთ სცენარს. ამ სცენარში მნიშვნელოვანია რომ, scenery library-ში “Tongass_Fjords_Higher_Priority” ყოველთვის მაღლა იყოს “Tongass_Fjords_Lower_Priority” -ზე. *გირჩევთ, დაყენების შემდეგ, გადახვიდეთ ფოლდერში – “F:\Microsoft Games\Microsoft Flight Simulator X\FSAddon\Tongass_Fjords\Docs” -ში.

2) იწერთ და აინსტალირებთ FTX NA Blue Pacific Northwest PNW -ს გადმოწერისას, გამოიყენეთ იგივე ხერხი რაც AU დაყენებისას! იხილეთ ზემოთ ავსტარლია (AU) მე-2 პუნკტი! მოცემულ სურათში მოხსენით “თოლია” წითლათ შემოხაზულს და თუ სადმე იქნა პატჩის ფოლდერი. ვინაიდან, ეგ პატჩები ყველა ძველია და მოგიწევთ ახლის გადმოწერა ოფ. საიტიდან. მოცემული გადმოსაწერის სცენარის ზომა არის 6 GB-ზე მეტი, აქ როგორც AU დაყენების დროს, ამტვირთავს ჩადებული აქვს სცენარები და ამითაა გამოწვეული ზომის სიდიდეც. მწვანეთ შემოხაზული ფაილები-ფოლდერებია საინსტალირო, დანარჩენი კი სცენარები-პორტები. პორტების სიდიდე იმითაა გამოწვეული რომ, ORBX-ი არა მხოლოთ კონკრეტულ პორტზე მუშაობს, არაემედ მის ახლო პერიფერიებზეც. ხშირ შემთხვევაში სოლიდურ არიალს წარმოადგენ. ამიტომაც აქ აზრი ყველა სცენარის დაყენებას. *სამწუხაროთ არ არის განმარტებული თუ FTX Central-ი როგორ მდგომარეიობაში გვეყენოს დაყენების წინ. ჩემი ლოგიკით და ვარაუდით, ჯობია იყოს Default FSX-ზე პირველ ჯერზე! (აკლიკებთ Default FSX-ს და აწვებით apply-ს) რადგან არ მოხდეს ტექსტურების შერევა NA-ის AU-ზე. ხოლო მომდევნო NA სცენარები თამამათ დავაყენოთ უკვე გაკეთებულ მოდულზე, North America-ზე. დაინსტალირების ბოლოს, მოითხოვს FTX მოდულის გაშვებას, FTX ფანჯარის გახსნისას დააკლიკებთ North America-ს და შემდეგ apply-ს. შემდეგ გადადიხართ ოფ. საიტის გვერდზე Support და იწერთ პატჩს NA PNW.005-ს. (ამ დროისთვის ეს არის ბოლო პატჩი)

3) იწერთ და აინსტალირებთ, FTX NA Blue – Pacific Fjords PFJ -ს FTX Central-ი *დაყენების წინ, გეყენოთ North America-ზე. დაინსტალირების ბოლოს, მოითხოვს FTX მოდულის გაშვებას, FTX ფანჯარის გახსნისას დააკლიკებთ North America-ს და შემდეგ apply-ს. შემდეგ გადადიხართ ოფ. საიტის გვერდზე Support და იწერთ და აინსტალირებთ NA PFJ.001

4) იწერთ და აინსტალირებთ, FTX NA Blue Northern Rocky Mountains NRM იმეორებთ იგივეს რაც ზემოთ… პატჩი გადმოწერეთ ოფ. საიტიდან Support გადმოწერეთ და დააყენეთ NA NRM.001

5) იწერთ და აინსტალირებთ, FTX US Central Rocky Mountains CRM იმეორებთ იგივეს რაც ზემოთ…
6) საბაზო სცენარების დაყენების შემდეგ, გადავდივართ პორტებზე. თავიდან დავაყენოთ უფასო NA პორტები. გადადით ORBX-ის ოფ საიტის გვერდზე, Freeware იწერთ ყველა პორტს რომლის სახელი იდენდიფიცირდება NA და CA ასოებით. სულ ამ დროისთვის არის 5 სცენარი/აეროპორტი. *როგორც ჩანს საიტზე გვიან იდება რაღაც-რუღაცეები -) 1 კვირაზე მეტია გადმოწერილი მაქ  7WA3 West Wind ამიტომ გირჩევთ შეიხედოთ ამ გვერდზე ხოლმე.
7) ახლა კი ჯერი დადგა ფასიანი პორტების. დააინსტალირეთ ყველა ის უკვე გადმოწერილი მე-2 პუნკტში მოყოლილი პორტები. არ დაგავიწყდეთ ყოველ დაყენბის შემდეგ, მოძებნოთ ოფიციალური პატჩები, ოფ. საიტზე NA/CA -ის იდენტიფიკატორებით და დააყენეთ. უმეტესობას აქვს ზოგს ორიც, რამოდენიმეს კი საერთოთ არ აქვს. შემდეგ კი, გადადით rutracker.org -ზე თუ გსურთ შეავსოთ სცენარები/პორტები ჩრდილო ამერიკისთვის. საძებნში ჩაუწერეთ FSX ORBX და გადმოწერეთ ყველა ტორენტი რომელსაც მოსდევს NA და CA.
8) ახლა კი სანამ ბოლო შტრიხს გავაკეთებდეთ, გირჩევთ გაუკეტოთ თამაშის ფოლდერს და უკეთესი იქნება მთლიან HDD-ს სადაც თამაში გიყენია, დეფრაგმენტაცია. მაგ. ამ პროგრამით.
ახლა კი, იწერთ და აინსტალირებთ OZx NA Complete -ს *მაგ ბმულზე დააწვებით DOWNLOAD -ს და გადასულ მომდევნო 2 გვერდზე გადმოწერთ სულ ბოლო ფაილს, OZx_NA1.01_install.zip -ს (სხვა ფაილები ჩვენ უკვე დაყენებული გვაქვს AU კომპლეკტაციაში) განმეორებით დააინსტალირეთ თავის განახლებით, OZx Library-ი (გაიხსენეთ, გადახედეთ AU დაყენების პუნკტს). აუცილებლათ ეცადეთ ისე დაალაგოთ  FTX Scenary Libray  -ში (გადადიხართ FTX Centrral-დან) რომ OZx -ის სცენარები იყოს, ORBX-ის ზემოთ + OZx_NA & OZx_LIB იყოს OZx_AUS-ს დაბლა!  ხოლო გაშვებისას OZx-ის სცენებისას FTX Central-ში ეყენოს North America-ზე როგორც ORBX დროს როცა გვინდა ფრენა AU-ზე, FTX მოდულში ვაყენებთ ავსტრალიაზე, ხოლო როცა NA/CA -ზე მაშინ North America. *რამოდენიმეჯერ ვახსენე და კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, როდესაც მოინდომებთ რაიმე ადონის დაყნებას რომელიც არ იქნება ORBX ან მასთან თავსებადი, იქნება ეს კრაფტი, სცენარი, თუ სხვა, ყოველთვის FTX მოდულში გადაიყვანეთ Default FSX-ზე!

ახალი ზელანდია  (FTX NZ)

1) იწერთ და აინსტალირებთ, FTX NZ – South Island FTX მოდულში უნდა იდგეს ავსტრალიაზე. შემდეგ იწერთ და აინსტალირებთ ოფიციალურ პატჩს, NZSI.001 აქაც დარწმუნდით რომ, პატჩის დაყენების წინ, FTX მოდულში იდგეს Oceania-ზე (თქვენ მოდულში ავსტრალია შეიცვალა ოკეანეთინ)

2) იწერთ და აინსტალირებთ, FTX NZ – North Island   მოდულში უნდა იდგეს ავსტრალიაზე.  დარწმუნდით რომ, დაყენების წინ  FTX მოდულში იდგეს Oceania-ზე

ევროპა – ინგლისი (FTX EU)

product_eng_top_image

პირველი ევროპის სცენარი, რომელშიც ამჯერად შესულია მხოლოთ ინგლისი.  იწერთ და აინსტალირებთ, FTX Europe – Great Britain

ახლა კი, მას შემდეგ  რაც მოვრჩით ORBX-ის და მასთან თავსებადი სცენარების დაყენებას, გადავიდეთ ვიზუალურ და სიმულაციის ადონებზე, რომლების გარეშეც ნამდვილათ არ იქნება სრულყოფილი ეს ყველაფერი რაც დავაყენეთ. ვიზუალური ადონების დაყენების შემდეგ რა თქმა უნდა მცირე წარმადობა დაიკარგება მაგრამ, თუ გონივრულათ დავაკონფიგურებთ აქაც არ იქნება პრობლემა. ერთი სიტყვით, ამ ადონების გასინჯვის შემდეგ წარმოუდგენელი გახდება მათ გარეშე FSX. * გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოყვანილი ადონებიდან, ზოგიერთ მათგანს, სჭირდება საკმაოდ ძლიერი სისტემა. კერძოთ საუბარია, REX  Essential Plus Overdrive და  Active Sky -ზე. ხოლო თუ თქვენ ძლიერი სისტემა გაქვთ, მაშინ ისიამოვნეთ ამ 2 ადონით. 

სხვადასხვა სასურველი ადონები

1) Accu-Feel v.2 Air, Land and Sea: ეს ადონი გახლავთ A2A Simulations-ის. ამ ადონის შესახებ უკვე წერია ბლოგზე და აქ აღარაფერს დავწერ.   გადმოსაწერი ბმული

2) REX  Essential Plus Overdrive: ეს ადონი გახლვთ, ვიზუალური ეფექტების დამატებისთვის როგორიცაა, ღრუბლების, ზღვის, მზის სხივის, ასაფრენი ბილის და ა.შ. სადაც უამრავი არჩევანია და თქვენივე გემოვნებით შეგიძლიათ არჩევა. ადონი ცვლის ორიგინალ ტექსტურებს. ადონს გააჩნია თავისი ამინდის ძრავაც, თუმცა უნდა ითქვას მის გამოყენებას ბევრათ სჯობს AS 2012-ი ამაზე მომდევნო პუნკტში… რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სრულიად თავსებადია ORBX და სხვა ადონებთან. მაგ. არ ხდება ORBX ტექსტურებზე გადაწერა სამაგიეროთ ალამაზებს FSX დეფოლტე ტექსტურებს და იმ პორტებს, სადაც ORBX ადონს არ აქ ნამუშევარი.  ადონის გადმოწერა, REX  Essential Plus Overdrive დაყენება ძალიან მარტივია, უმჯობესია დააყენოთ არა C/ დისკზე. როდესაც მორჩება ინსტალაცია გახსენით პროგრამა და დააკონფიგურეთ როგორც სურათებზეა, ან შეიძლება გამოგადგეთ ეს ბმული *ადონის გაშვება თამაშის წინ არაა საჭირო, მას იყენებთ მხოლოთ კონფიგურაციის დროს.

ბოლოს ყურადღება მიაქციეთ PDF ფაილს კერძოტ ამ სურათს.

11

3) Active Sky 2012 ეს გახლავთ ძალზედ საინტერესო ადონი ნუ პრინციპში პროგრამაა ვიდრე ადონი -) სრულ სიმულაციას ახდენს ამინდისას რეალურ დროში და ასევე შეგიძლიათ არქივიდან 2007 წლიდან დღემდე ჩამოტვირთოთ სიმულატორში. მოცემულ დროში არსებული მონაცემებიდან უახლოესი სადგურებიდან იტვირთება პროგრამაში ყოველ 10 წუთში (შეგიძლიათ შეამციროთ 5 წუთამდე) ზუსტათ იმ სიმაღლეზე ხდება ღრუბლების განლაგება როგორც რეალურ დროშია, ზუსტათ იმ კურსიდან ქრის და იმ სიჩქარით როგორც რეალურ დროში, იგივე ხილვადობა გაქვთ და იგივე სიმაღლეზე რაც ამ დროსაა ნალექი ცაში. + ამისა, სიმულატორში ნაცვლათ, ATIS სიხშირის ჩაწერისა რადიო პანელში თქვენ შეგიძიათ გამოიყენოთ რეალური მონაცემები ამ კოდის ჩაწერის შემთხვევაში, 122.00 ან 122.02 FSX ინტერფეისში გასაკეთებელია შემდეგი ნაბიჯები AS2012 -iის მოთხოვნით, დაწვრილებით იხილეთ სურათზე როგორც უკვე არა ერთ გზის, კიდევ გირჩევთ წაიკითხოთ მოყოლილი ტექსტ ფაილები. კიდევ უამრავ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ! გადმოწერა  *გაითვალისწინეთ! თქვენ არ გჭირდებათ “სრული ვერსია” სრულ ვერსიაში იგულისხმევა, მოყოლილი ტექსტურული ფაილებით რომელიც თქვენ უკვე გაქვთ REX -ის სახით. ამიტომ გადმოწერეთ მხოლოთ  AS2012-lite. როგორც REX შემთხვევაში AS2012 დაყენებასაც გირჩევთ მოახდინოთ არა C/ დისკზე. აქ განსაკუთრებული არარფერია ერთი ფაქტისა, თამაშამდე უშვებთ AS2012 და შემდეგ FSX-ს დანარჩენს ყველაფერს თვითონ გააკეთებს პროგრამა.

შენიშვნები და რჩევები

*ყველაფერს როდესაც მორჩებით, აუცილებლად გადაავლეთ თვალი PDF ფაილს, FTX Australia User Guide -ს დეტალურად აღწერილია ის ყველაფერი თუ როგორ დააკონფიგუროთ FTX მოდული და საერთოთ ORBX ადონი. მაგაზე კარგათ მე აქ ვერაფერს დავწერ. რაც შეეხება Ant’s Airplanes -ის სცენარების, პორტების დამატებას სიმულატორში, გადახედეთ ამ გვერდს და ასევე წაიკითხეთ მოყოლილი ტეკსტ-ფაილები. ჩემის მხრივ კი გაჩვენებთ სურათს თუ როგორი პრიორიტეტით უნდა იყოს განლაგებული scenery library-ში. სრული კომპლექტაციის შემდეგ. * ჩამოწეულ ფანჯარაში არარ ამიღნიშნავს, ბოლო რომ არის, Flush Scenery Indexes ეგ გამოიყენეთ როდესაც გაასწორებთ, შეცვლით მოდულში რაიმეს რომ, FSX -შიც იგივე განლაგება მოხდეს.

ჩემი ოპტიმალური კონფიგურაცია ინტერფეისში (GUI) ასევე ORBX-ის ადონების გათვალისწინებით. აუცილებლათ გადაავლეთ თვალი. არქივში არის სურათები რომელიც დაგეხმარებათ სწორ და რეალურ კონფიგურაციაში. კიდევ ერთხელ გირჩევთ თვალი გადაავლეთ ადონების ტექსტ ფაილებს! გადმოსაწერი ბმული

Comments
  1. დავაყენე შენი ინსტრუქციის მიხედვით. მუშაობს ყველაფერი. ::D

    • jomardi says:

      რატომ არ უნდა ემუშავა?! :პ
      მალე გავაგრძელებ ლინკების მიხედვით რაცაა საჭირო რომ, კიდევ უკეთესი გახდეს ;) აი ასეთი სცენარებით – http://www.fullterrain.com/index.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s