Aerofly FS


სამოქალაქო სიმულატორი aerofly FS – ს მწარმოებელი არის გერმანული კომპანია iKarus -ი, რომელიც აქამდე ცნობილი იყო რადიო მოდელიზმით დაკავებული და ამავე დროს რამოდენიმე ადონი აქვთ გამოშვებული MS FSX – თვის. სიმულატორში მთავარი აქცენტი გადატანილია გრაფიკულ და ფრენის მოდელის პროგრამირებაზე. სცენარი მოიცავს მთლიან შვეიცარიას, თუმცა არის ადგილები სადაც შეგხვდებათ ბოლომდე დაუმუშავებელი ტექსტურები. უმაღლეს დონეზეა გაკეთებული ალპების, საფრენი აპარატების და შენობების 3D მოდელები, თუმცა აღსანიშნავია თვალში საცემი ზემოთ ჩამოთვლილთან შედარებით, უხარისხო მიწის ტექსტურები. სიმულატორში წარმოდგენილია, სხვადასხვა სახის საფრენი აპარატები, როგორიცაა, Cessna 172 Skyhawk, F/A-18 Hornet, Jodel Robin DR 400 / 140 B Major, Pitts S-2B, Discus bM, Swift S1, Extra 300 LX და Sopwith F1 Camel.

დადებითი მხარესთან ერთათ, უნდა აღინიშნოს უარყოფითი მხარე სიმულატორების მოყვარულთათვის და ეს გახლავთ, ავიონიკის თითქმის უფუნქციობა, არანაირი რადიო ნავიგაციის მართვა და ს.ა. (საფრენი აპარატები) გამარტივებული პროცედურები, უფრო სწორედ, არ არსებობს ის რეალური პროცედურები, რომელიც გამოარჩევს ავიასიმულატორებს არკადა ჟანრის თამაშებიდან, ასევე ძალიან საგრძნობია დროთა-დრო უსიცოცხლო გარემო, ნაგულისხმევია ტრაფიკის არ ქონა და არანაირი სიცოცხლე თამაშის პროცესში. მაგრამ გრაფიკა, ძალიან მოხერხებული GUI, წარმადობა (თამაშის ძრავის ოპტიმიზაცია) ულამაზეც გრაფიკასთან ერთათ და ფრენის მოდელის საკმაო მაღალი დონე, გაძლევს კომპრომისზე წასვლის სურვილს -) თუმცა უნდა ვიმედოვნოთ, რომ სამომავლოთ დაემატება ყველა ის მინუსი რომელიც ჩამოთვლილია, ანდა ამ მშვენიერ ძრავზე გაკეთდება მომდევნო პროექტი სადაც ყველა არსებულ სიკეთეს დაემატება ის რაც ასე აკლია ამ პროექტს.

სიმულატორის ოფიციალური საიტი www.aeroflyfs.com
შეძენა სტიმით – Aerofly FS

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s