iRacing



iRacing (აირეისინგ) არ გააჩნია დემო, ის არ იყიდება მისი მხოლოდ “დაქირავება” შეგიძლია რომლის ფასიც 1 თვის გადასახადი არის 12$ და შედის სტანდარტული  ე.წ. კონტენტენტი 6 მანქანა 9 ტრასა. ფასდაკლებები: 3 თვის გამოწერა ღირს 30$ (1 თვე 10$) 1 წელი, 99$ (ახალ მომხმარებლისთვის 49$) (1თვე 8.25$) 2 წელი, 179$ (1 თვე 7.46$) ახალი აქაუნტისთვის ყოველთვის არის სხვადასხვა შეღავათები მაგ. 1 თვით 5$ ყოფილა 1$… ან 3 თვე 10$ წელწადი 50$, 75$ დამატებითი ტრასები და მანქანები: მანქანა 11.95$ ტრასა – 14.95$ ან 11.95$  დამოკიდებულია ტრასის სიდიდეზე. არის შეღავათები: თუ შეიძენ 3 ცალს ერთად მოქმედებს 10% ფასდაკლება. თუ 6 ცალს, 20%. ხოლო თუ ყველას 25% (მანქანა და ტრასები) შეძენილი მანქანები და ტრასები თქვენთან რჩება,  შეჩერებული აქაუნტის დროსაც, მომდევნო გააქტიურებამდე.

არის სხვადასხვა პრიზები, დაწყებული სპონსორებიდან მაგ. nVIDIA, INTEL და ა.შ გაგრძეებული საპრიზო ფონდამდე. ჩემპიონატებზე საპრიზო ფონდი საკმაოდ სოლიდურია, 1 ადგილი 10 500$ 2 ადგილი 4000$ და ა.შ. შეიძლება მოხვდე ნამდვილ ბოლიდში და ჩაგიტარონ გაკვეთილები მოკლედ ყველაფერი მაღალ დონეზე…

ახლა რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ სიმულატორში? iR არის წმინდა წყლის “ჰარდკორული” სიმულატორი, იგი იყენებს ბოლო თაობის ტექნოლოგიებს ტრასების და მანქანები შექმნაში. გამოიყენება ლაზერული სკანირება ტრასების და ბოლიდების. მანქანების ფიზიკის შექმნაზე მიდის თანამშრომლობა გუნდების ინჟინრებთან და პილოტებთან ერთად. iR–ში ყველა ტრასა და მანქანა ლიცენზირებულია. მათ გამოცდილება აქვთ მიღებული უკვე წარსულში აღიარებულ სიმულატორებში როგორებიც არიან, Grand Prix Legends (GPL) IndyCar Racing და NASCAR Racing 2003 Season (NR2003).

მე მინდა კიდევ რამოდენიმე განსაკუთრებულობაზე გაგიმახვილოთ ყურადღება და ამ სიმულატორის ყველა შესაძლებლობები გაგაცნოთ. მოცემულ დროსთვის iRacing–ს გააჩნია 51 ტრასა 134 ვარიაციით.  27 ავტომობილი და ეს რიცხვი გამუდმებით იზრდება.  აირეისინგის დღესდღეობით ყველაზე მიახლოებულ რეალობასთან სიმულატორების შორის ხდის, მაღალი სიზუსტით შესრულებული მოდელირება, ტრასების და ბოლიდების ლაზერული სკანირების დახმარებით.  მაღალი სიზუსტით შექმნილი ფიზიკა ბოლიდის მოქმედება ტრასაზე. რბოლაში მონაწილეობა შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მე მინდა ამ ჩამონათვალიდან აღვნიშნო ჩემი აზრით რა ხდის ასე მიმზიდველს iR ესენია; 1) კარიერა, რომელსაც გადიხართ არა AI (ხელოვნური ინტელექტი) ორთაბრძოლებით, არამედ ონლაინში თქვენივე დონის და რეიტინგის ცოცხალ ადამიანებთან. 2) უსაფრთხოების რეიტინგი, (SR [Safety Rating]) რომელიც ყოველ წამს მოქმედებს, იქნება ეს ტესტ–დრაივი თუ ოფიციალური შეჯიბრება (ტესტებზე არ ითვლება SR, სისტემა ითვლის ოფიციალურ რბოლებზე TT (TimeTrial) და რბოლა-კვალიფიკაციაზე მხოლოთ) SR მოქმედებს შემდეგნაირად, როდესაც თქვენ კარგავთ მართვას გატრიალებთ ან გადადიხართ გზიდან ამ დროს ეკრანზე გამოდის მანიშნებელი რომელიც იუწყება რომ თქვენ გემატებათ უარყოფითი SR რეიტინგში. ეს კი ცუდი არის, რადგან SR გარკვეული რაოდენობის შემდეგ ქვეითდება ლიცენზიის დონე.

iRacing–ში კარიერას იწყებთ ე.წ. Rookie (დამწყები) და გადადიხართ თქვენი რეიტინგების (SR, iRating) მიხედვით D, C, B, A, PRO კლასებში… ამას კი საჭირო დრო, ჩემპიონატები , რბოლებში მონაწილებობის მიღება ჭირდება. რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეუწყვეტლათ ტარდება და იყოფა 4 სეზონად თითო სეზონი 12 კვირიდან შედგება Rookie, D, C, B, A, კლასში.
სულ ბოლოს პატარა iR რეკლამას დავამატებ აქ “iRacing.com is home to over 30,000 racers from hobbyists
to professional drivers” ესეც ბმული პროფესიონალი მრბოლელების რომლებიც ჩართულები არიან iR ოფიციალურ რბოლებში: Pro drivers 

უფრო მეტი ინფორმაციის მიღებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ iRacing TV  და გაეცნოთ სიახლეებს iRacing NEWS ან ადევნოთ თვალყური ონლაინ შეჯიბრებებს LIVE -ში
iRacing FAQs– (ორიგინალი)
iRacing FAQs–(რუსული)

ოფიციალური საიტი iRacing
პ.ს. კლავიატურით და ვირთხით ვერ ითამაშებთ
რამოდენიმე გვერდი მინდა წარმოვადგინო რუსული სიმრეისინგ საიტიდან simracing.su რომელიც ოფიციალური პარტნიორია iRacing–ის და ძალიან საინტერესო სტატიები და არქივი გააჩნია ზოგადად სიმრეისინგზე.
1) Знакомьтесь – iRacing!
2) FIRST – Официальный Спортивный Кодекс (აქ ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული დამწყებთათვის)
3) iRacing – Обзор автосимулятора
4) iRacing – Руководство пользователя
5) Школа вождения iRacing.com (დაემატება დანარჩენი ნათარგმნებიც)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s