Posts Tagged ‘სტატიები’


ამ ორი პროგრამის HWiNFO და MSI Afterburner – ის ერთათ მუშაობა მოგვცემს საშუალებას ვიცოდეთ რამდენათ დატვირთულ რეჟიმში მუშაობს სისტემა ამა თუ იმ თამაშში რეალურ დროში. ეს კი თავის მხრივ დაგვეხმარება ბალანსირებული კონფიგურაციის გაკეთებაში როგორც თამაშში ისე ვიდეო დრაივერში.
პირველი დავიწყებ HWiNFO -ის კონფიგურაციით.
HWiNFO-ს გააჩნია მრავალი ფუნქცია მათ შორის არის სრული ინფორმაციის მიღება ო.ს.-ზე GPU და CPU თვალის დევნება თუ რამდენათ კორექტურათ მუშაობენ ეს ორი.

ეს სქრინები გაკეთებულია ჩემს ლეპტოპზე, რამდენადაც ვიცი PC-ზე უფრო მეტ მონაცემებს იძლევა.

დავიწყოთ გადმოწერიდან, ეს პროგრამა გახლავთ უფასო და მისი გამოყენება შეიძლება როგორც 32 ისე 64 ბიტიან სისტემებზე. გადმოწერა 64 ბიტიანი – HWiNFO64 Download გადმოწერა 32 ბიტიანის HWiNFO32 Download გადმოსაწერ გვერდზე დაინახავთ რამოდენიმე ვარიანს 1, exe ფაილით 2, zip ფაილით და მესამეა “ბეტა” უმჯობესია პირველი ვარიანტი. ახლა კი გადავალ პროგრამის ოპტიმალურ კონფიგურაციაზე და მის გამოყენებაზე.

პროგრამა გაშვების თანავე გიჩვენებთ პატრა ფანჯარას სადაც გეკითხებათ “Sensor only” გაუშვას თუ მთავარი ფანჯარა.

თუ მონიშნავთ, გამოვა მხოლოთ სენსორების ფანჯარა რომელიც აჩვენებს GPU, CPU და სხვა დეტალების ტემპერატურას, სქრინი მე-2 სურათზეა ნაჩვენები. ხოლო თუ მოუნიშნავს მაშინ გამოვა მთავარი ფანჯარა სადაც ნაჩვენებია თქვენი სისტემის დეტალური მონაცემები.

ე.ი. სულ სამი ფანჯარა Summary, Sensors და Mayn. ახლა გადავიდეთ პროგრამის კონფიგურაციაზე. Sensors -ის ფანჯარაზე დაბლა აწვებით Configure-ს და გამოდის ფანჯარა სადაც ვირჩევთ ჩვენს ვიდეო დაფას კერძოთ GPU Thermal Diode ვაჭერთ ზედ და მოვნიშნავთ შემდეგ პარამეტრებს რომლებიც სურათზეა აღნიშნული. აბსოლუტურათ იგივე ნაირი პროცედურით შეიძლება გაკეთება CPU ან ოპერატიული მეხსიერებაზეც.

თუ გინდათ რომ რეალურ დროში აკონტროლოთ ტემპერატურები და დატვირთვის რაოდენობა თქვენი სისტემის. თუ თქვენ ამის გაეთება არ გსურთ ანუ რომ ჩანდეს “ტასკ-ბარში (დაბლა საათთან)” მაშინ მონიშნეთ მხოლოთ Show რომელიც RIVA Tuner OSD არის განლაგებული და ნიშნავს იმას რომ პროგრამამ გადაამისამართოს მსგავს პროგრამებთან რეპორტი ტემპერატურის. რა თქმა უნდა MSI Afterburner გააჩნია სხვა სიკეთეებთან ერთათ ტემპერატურის ჩვენების მაგრამ ერთი მაგრამ რჩება! GPU Thermal Diode-ის ტემპერატურას არ აჩვენებს და ამიტომ გვჭირდება სწორეთაც HWiNFO და არა მარტო ამიტომ! დაბლა სურათზე ნაჩვენები ის ნაკლი რომელზეც ვსაუბრობ.

ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, დაბლა “ტასკ-ბარში იმისდამიხედვით რა აირჩიეთ რომ ჩანდეს, გექნებათ ასეთი სურათი –

ახლა კი გადავიდეთ MSI Afterburner -ის დაყენება კონფიგურაციაზე. ამ პროგრამას გააჩნია მრავალი ფუნქცია დაწყებული ოვერქლოკით დამთავრებული, ვიდეო და სქრინების გადაღება თამაშებიდან. მაგრამ ჩვენ რაც გვჭირდება კონკრეტულ მომენტში იმაზე ვისაუბროთ. პირველი რაც გამოყობს ამ პროგრამას და ყურადღებას მიიქცევს პირადათ ჩემთვის ესაა რეალურ დროში (ვგულისხმობ თამაშების დროს) შემიძლია ვადევნო თვალი სისტემის “გულის ცემას” თუ რამდენია ტემპერატურა ვიდეო დაფაზე, რამდენი FPS, რამდენ ოპერატიულს გამოიყენებს, რამდენ % იყენებს ვიდეო დაფის მეხსირებას და ა.შ. ეს კი შესაძლებლობას მაძლევს თამაშში მაქსიმალურათ ოპტიმალურ კონფიგურაციაზე მქონდეს და კონფორტულად ვიგრძნო თავი.

პირველი გადმოვწეროთ პროგრამა სრული ვერსია და არა “ბეტა” MSI Afterburner 2.2.0 (2012/4/19) გადმოწერილ ზიპ-ფაილში იქნება ორი პროგრამა ერთი სახელით MSI_Kombustor_Setup_2.3.0 ჩვენ არაფერში არ გვჭირდება და შეგვიძლია იქვე წაშალოთ. დაყენების შემდეგ ხსნით პროგრამას დაბლა აწვებით Settings და მივყვებით კონფიგურაციას. *შენიშვნა! ტასკბარში შეიძლება იყოს დამალული ორივე დასაკონფიგურებელი იარლიყი. ერთი მათშორის MSI On-Screen Displey ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

დაბლა პირველ სურათზეა ის ყველაფერია რაც ჩვენ გვჭირდება. გადადით “ტაბზე” Monitoring ხსნით ან მონიშნავთ თოლიით, რაც და როგორც სურათზეა ნაჩვენები. პირველ შემოხაზულში Active hardware monitoring graphs აწვებით და მონიშნავთ ყველა მათგანი.

მე-2 სურათზე On-Screen Display შეგვიძლია ავირჩიოთ ან შევცვალოთ კლავიატურაზე ღილაკები რომლითაც შეგვეძლება MSI Afterburner-ის გაქრობა გამოჩენა დისპლეიზე (თამაშში)
მე-3 სურათზე Screen capture აქ კი უნდა აირჩიოთ ღილაკი კლავიატურაზე რომლითაც გსურთ სურათის გადაღება. ასევე ხარისხი სურათის და ადგილი თუ სად შეინახოს გადაღებული სურათი.
და ბოლოს დისპლეის მცირე კონფიგურაცია. დისპლეიზე გამოტანილი ტექსტის-ციფრების ადგილის შეცვლა და ფერის არჩევა.



Motec არის მონაცემთა ბაზის დამუშავების საუკეთესო გზა, რომელიც ინფორმაციას ამუშავებს და აანალიზებს სპორტული მანქანიდან მიღებულ მონაცემებს, როგორიცაა, საბურავების ცვეთა და მისი ტემპერატურა, RPM (revolutions per minute – საზომი ერთეული, სიხშირე ბრუნვის წუთში) სიხშირე,  მუხრუჭის და ასაჩქარებლის ანალიზი, მთლიანად ტრეკზე მანქანის მოქმედება. საწვავის გახარჯვის კალკულაცია,  გაკეთებული წრის დათვლა – შედარება სხვა წრეებზე და ა.შ. ეს პროგრამა გამოიყენება როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ ავტო-სპორტში (სიმულატორებში)

 

ამ სტატიაში არ შევეხები მისი გამოყენების ცოდნის ახსნას! ვინაიდან თვითონ პროგრამას მოყვება ვიდეო-ფლეშ გაკვეთილი სადაც საკმაოდ ძირფესვიანადაა ახსნილი ყველა ნიუანსი. მე მხოლოდ მის ინდივიდუალურ მხარეს შევეხები და პროგრამის ოპტიმალურად დაკონფიგურება რომ მარტივი და მოხერხებული იყოს ინტერფეისი.
დაწვრილებით იხილეთ ბმულზე: (more…)


ამ სტატიაში მინდა დავწერო ის პირველი ნაბიჯები, რომელიც გადასადგამია თამაშების სწორედ და გამართულად მუშაობისთვის და ასევე სისტემის ოპტიმალური მზად ყოფნისთვის


1) დრაივერების განახლება: სისტემაში შევეცადოთ რომ ყოველთვის იყოს ახალი ვიდეო-აუდიო დრაივერები. ეს ხელს უწყობს სტაბილურ მუშაობას ვიდეო თამაშებთან. გადმოწერა AMD Drivers და nVIDIA Drivers
*შენიშვნა! ახალი დრავიერის დაყენებამდე, უნდა სუფთად წაიშალოს ძველი. ამისთვის ვაკეთებთ შემდეგს, გადავდივართ Control Panel\Programs and Features ვპოულობთ დრაივერს და ვშლით მას. ვტვირთავთ სისტემას და შემდეგ ვასკანირებთ პროგრამა Driver Sweeper 3.2.0 v  ამოგდებული ნარჩენებს მონიშნავთ და წაშლით. გაუშვით პროგრამა CCleaner მონიშნავთ Registry და ასუფთავებთ (თუ იქნება ასეთი) მხოლოდ ამ საფეხურების შემდეგ შეიძლება გამართულად დაყება და მუშაობა ახალი დრაივერის.

2) DirectX :  ასევე ყოველთვის დავაყენოთ DirectX (DX) უახლესი ვერსია. DX საჭიროა როგორც თამაშებისთვის ასევე მულტიმედიის სამუშაოდ. როგორც წესი სისტემაში ინტეგრირებულია ძველი DX ამიტომ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ხელით. როგორც წესი თამაშებსაც მოყვება პაკეტში სხვა საჭირო პროგრამებთან ერთად. ეს ყურადსაღებია მათვისაც ვისი ვიდეო დაფები DX11 მხარდაჭერით არის. გადმოწერა, DirectX End-User Runtime Web Installer ან მეორე ვარიანტი რომელიც შეგიძლიათ შეინახოთ და რომელიც არ ითხოვს ინტერნეტ ჩართვას. – DirectX

3) ვიდეო დაფის განახლება: დააყენეთ nvidi PhysX. მიუხედავათ იმისა ხართ თუ არა ამ ვიდეო დაფის მომხმარებელი. ვინაიდან საკმაოდ ხშირად გვხვდება სხვადასხვა თამაშებში ეს სათამაშო ძრავა. გადმოწერა- NVIDIA PhysX System Software

4) დეფოლტე პროგრამების გათიშვა: სისტემაში არის რამოდენიმე პროგრამა თუ მხარდაჭერა სხვადასხვა იnვეტარებისთვის რომლებიც არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ჩვეულებრივი გეიმერისთვის. მაგალითისთვის შემიძლია ჩამოვთვალო რამოდენიმე რომელიც სისტემის ჩართვასთან ერთად იტვირთება და თავის საჭირო მეხსიერების გარკვეული რაოდენობა მიაქვს. ეს კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეგვიძლია აქ დავზოგოთ ჩვენი სისტემის მახსოვრობის რაოდენობა. ამისთვის გადავდივართ Control Panel\Programs and Features და გახსნილ ფანჯარაში ზევითა მარცხენა კუტხეში ვაწვებით, Turn Windows features on or off და ველოდებით რამოდენიმე წამი, გამოდის ახალი ფანჯარა და ჩამონათვალში ვხსნით თოლიებს იმ ადგილას რომელ სერვისზეც ვუარს ვამბობთ. მაგალითად, Games, Windows Media Center, (media features-ში) Print and Documents Services, Windows Gadget Platform.

5) სტაბილური პინგი: ონლაინში თამაშებისთვის ყოველთვის სასურველია რომ გვქონდეს დაბალი, სტაბილური PING-ი ამაზე როგორც წესი ლომის წილი თვითონ პროვაიდერზე მოდის და ასევე სისტემაში დაყენებული მთელი რიგი პროგრამებისა, მათ შორის დამცავი პროგრამები ანტი ვირუსები (ა.ვ.) ეს უკანასკნელი ზოგჯერ თვითონ ხდება პრობლემა! როდესაც მომხმარებელი აყენებს დაკრეკილ ა.ვ. და რა თქმა უნდა ირჩევს ყველაზე პოპულარულს და რეიტინგულ ა.ვ. მაგალითად კასპერსკის “Internet Security” (IS) რომელიც იდეაში კომპლეკსურ დაცვას უზრუნველყოფს, მათ შორის სისტემის მთავარ დამცავ კომპონენტს როგორიც არის Firewall-ი. სწორედ აქ ხდება პინგის და ზოგადად ინტერნეტ ხარისხის გაუარესებაც. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს მაგრამ ორი სიტყვით მაინც მინდა ავხსნა ერთი ჭეშმარიტება! ყველა გატეხილი პროგრამის ავტორი არის ე.წ. ხაკერი, არ აქვს მნიშვნელობა თეთრი თუ შავი ხაკერი, ორივე შემთხვევაში ის ამას არ აკეთებს მისი კეთილშობილური განზრახვებით. ეს უკანასკნელი ყველანაირ ბერკეტს ფლობს იმისთვის რომ ათასობით და კიდევ უფრო მეტი კონპიუტერი აკონტროლოს მისი უშუალო ჩარევის გარეშეც. ეს კი მით უფრო საგანგაშოა როდესაც საქმე ეხება ა.ვ. და პლიუს “ფაირვოლს” ამიტომ მე გირჩევთ ან შეიძინოთ ლიცენზია ამა თუ იმ ა.ვ. ანდა უამრავი უფასო საშუალებაა იმისთვის რომ კომპლეკსურად და ხარისხიანად დაიცვათ თავი. და არ გექნებათ იმის შიში რომ ან ინფორმაცია დაკარგავთ უეცრად, ან სისტემა გამოვიდეს მწყობრიდან და ა.შ. მე შემიძლია შემოგთავაზოდ ვარიანტი რომლითაც უფასოდ დაიცავთ სისტემას არა ნაკლებ ფასიანი ა.ვ. .
დააყენეთ ა.ვ. AVAST! (free) და Comodo Firewall გადმოსაწერი ბმულები; Download avast! Free Antivirus და Download Comodo Firewall for Windows (მიუთითეთ თქვენი სისტემის BIT 32/64)

დაუსრულებელი ვარიანტი!

სტატია განახლდება თემის შესაბამის გვერდზებმული


რას ნიშნავს სიმრეისერობა და რა არის სიმულატორი(?)
სიმრეისინგი/სიმულაცია (Sim Racing-Simulation) თვითონ სიტყვაც ბევრს ამბობს… სიმულატორის სიყვარული შეიძლება მოვიდეს როგორც ავტო სპორტის ასევე ვიდეო თამაშების სიყვარულით და შეიძლება ერთმა მეორე შეგაყვაროს კიდეც, მაგალითად მე F1 სიყვარულით…. ახალბედას შეიძლება ბევრი არკადა თამაში შეხვდეს, მაგრამ საბოლოოდ მისი სურვილი რეალიზმის შესაგრძნობათ თავისთავად მაინც სიმულატორთან მივა. მაგ. 12 წლის მოზარდი შეიძლება კიდევ უფროსიც ვერ გაერთოს სიმულატორით და ეს გასაკვირიც არაა. მან შეიძლება გაერთოს სხვა არკადული თამაშებით მანქანების აფეთქებით და სხვა ექშენებით. ამიტომაც სიმულატორს როგორც წესი არასრულწლოვნები ნაკლებათ ყავს მე მაგალითად არ შემხვედრია 12 წლის სამაგიეროდ ხშირად შემხვედრია 4–ჯერ უფროსიც და მეტიც. არც იმის თქმა იქნება მართალი რომ ასაკი გადამწყვეტია რადგან 30–40 წლის ხარ მიუხედავათ სპორტის და ვიდეო თამაშებიც გიყვარს დარჩები სიმრეისინგში, უბრალოთ ყველას არ აქვს იმის ნერვი რომ სასურველი შედეგის მისახწევათ ივარჯიშოს ტრასის ყოველ მონაკვეთი დაიზეპიროს და პლიუს “ნასტროიკები” მოუძებნოს ცალ–ცალკე ყველა ტრასას და მანქანას. ასე რომ ეს ყველაფერი მაინც ჩემი აზრით ხასიათში, შინაგანათ უნდა იყოს ;) სიმულატორზე რომ დარჩე და შემდეგ არჩევანი გააკეთო შენთვის საუკეთესოში, ამისთვის არაა საკმარისი ჩართო გაიარო 5 წუთი და თქვა ეს კარგია ან ცუდი. ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეს რასთან გაქვს საქმე რა ტექნოლოგიებია გამოყენებული კონკრეტულ სიმულატორში პლიუსები და მინუსები, ანუ გაეცნოთ ე.წ. “რევიუვს-abzors” (review–Обзор) ეს ყველაფერი დაგეხმარება ობიეკტურ შეფასებაში.

სიმრეისინგი როგორც რეალურ ცხოვრებაში ავტო სპორტი არ არის იაფი სიამოვნება… ძლიერი კომპიუტერის გარდა კატეგორიულად რეკომენდირებულია საჭე, რომლის გარეშეც ვერანაირად ვერ მიიღებთ იმ სიამოვნებას და იმ რეალობის შეგრძნებას რაც ჩადებულია თამაშში. ნორმალური საჭის ფასი დაახლოებით 250–300 ლარიდან იწყება. საჭე შეიძლება შეგვხვდეს სამი სახის: FFB (Force FeedBack), Vibration Feedback, და ბოლო რომელსაც არცეთი არ აქვს, ანუ ზოგს მოთავსებული აქვს ზამბარა (პრუჟინა) მეტს აღარ გავაგრძელებ… ამ დონის საჭეები არ არის ზევით მოყვანილ ფასში.Vibration Feedback არ უნდა შეგვეშალოს FFB –ში დიდი განსხვავება არის ამ ორს შორის. რასაკვირველია რეკომენდირებულია FFB ის მხარდაჭერით იყოს. ცნობილი და გამოცდილი ბრენდები არიან Logitech და Thrustmaster. ამათ გარდა არიან მწარმოებლები რომებთაც შეზღუდული წარმოება აქვთ და მათი ფასი წარმოუდგენლად ძვირია თუმცა შეფასებულია სათანადოთ როგორც ირწმუნებიან.

რომელი თამაშებია სიმულატორები და რომელი არკადული?
სიტყვა არკადულში ალბათ უპრიამი იქნება ვიგულისხმოთ ყველა ის რომელიც არ არის სიმულატორი. ასე რომ ჯობია ყურადღება გავამახვილოთ თუ რა, რომელი ან როგორი თამაში ითვლება სიმულატორათ. ავტო–სიმულატორში გვხდება ყველაფერი რეალური რაც ხდება ავტო სპორტში, ეს იქნება რბოლების, ჩემპიონატების ჩატარების წესები, სესიების, ქულათა განაწილება, ჯარიმები და ა.შ. რაც კი მოიცავს რეალურ ავტო სპორტს. რეალური ტრასებისა და მანქანები მათი მთლიანი მახასიათებლით, სავალი ნაწილების მახასიათლები თუ ძრავის სიმძლავრე, წონა, სიჩქარეების კოლოფი, კონკრეტული მანქანის მოქმედება კონკრეტულ სიტუაციაში. აქ ცოტა შევჩერდები და ვისაუბრებ სიმულატორის მთავარ ღირსებაზე ეს არის ფიზიკა, ფიზიკური მოდელები.
ფიზიკაში იგულისხმება მათემატიკური და ფიზიკური გათვლების დატანა ვიდეოს ძრავაზე, ეს ურთულესი პროცესია და ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ დროს მწარმოებლებს უწევთ ავტომობილის ყველა ნიუანსის შესწავლა, შექმნა ცალკეული ბაზები ფიზიკური მოდელების: საბურავი, სავალი ნაწილი, აეროდინამიკა, შემდეგ მისი სათანადო დამუშავება მათხელ არსებულ შექმნილ ვიდეო ძრავაზე. მას ჭირდება ჯოჯოხეთური შრომა, დრო, და ფინანსებიც. (ეს ყველაფერი განასხვავებს არკადულ თამაშებს სიმულატორებიდან, როგორც ცა და დედამიწა) სწორედ ამ ყველაფრის ხარისხიანი შესრულების შემდეგ იქმნება შედევრები. მე შემიძლია ჩამოვთვალო რამოდენიმე მათგანი რომლებმაც დიდ დროს გაუძლეს და დღესაც აქტუალური არიან, სწორედ იმ შრომის ფასათ რაც ზემოთ ჩამოვთვალე. Grand Prix Legends, NASCAR Racing 2003 Season, Richard Burns Rally. ეს ის სიმულატორებია რომლებიც აღარ ან ვეღარ განვითარდნენ გარკვეული მიზეზბის გამო. თუმცა დღესაც აქტუალური მომხმარებელი ყავთ მიუხედავად იმისა რომ მათი მსგავსი თემატიკის ბევრი სიმულატორი შეიქმნა ამ 6–7 წლის განმავლობაში თუნდაც 2010 და წელს გამოსული თამაშები ოფიციალური ლიცენზიებით, რალი, ფორმულა1 ნასკარი რომელიც წელს გამოვიდა კონსოლებზე. ვერცეთი მათგანი ვერ დიკვეხნის იმ თვისებობით რაც ახასიათებს იმ შედევრებს და უნდა ჰქონდეს ყველა ავტო სიმულატორებს. სხვა ღირსეული ავტო–სიმულატორები კი ამ ბლოგზე ფართოთ წარმოდგენილია.

დაუსრულებული ვარიანტი


Logitech G27/25 Logitech Gaming Software კონფიგურაცია: momo- ზეც გამოგვადგება ეს ტუტორიალი, ძირი ერთია. პირველ რიგში უნდა განახლდეს დრაივერი momo-სი (სასურველია G27/G25 საც ვინაიდან ძველი დრაივერები მოყვება რულს) მისი მოყოლილი დრაივერი ძალიან ძველია მახსოვს რომ მქონდა, ეს პროფაილი სულ სხვანაირი ქონდა. გადავიდეთ მომდევნო ბმულზე Logitech G27 დრაივერის გადმოსაწერად. აქ მიუთითებთ თქვენს ო.ს. და მონცემებს xp/windows7/32bit/64bit/ შესაბამის ველებს შეავსებთ.

1) ვირჩევთ სასურველ ო.ს. (Windows 7/Windows Vista/Windows XP/)
2) შესაბამისი ო.ს. არჩევის შემდეგ გადავდივართ ფაილის ასარჩევად, რომელი ბიტიანი არის თქვენი ო.ს. 32bit/64bit/ ირჩევთ.
3) შემდეგ ოდნავ დაბლა გვექნება ლინკი გადმოსაწერი. მაგალითად ეს დრაივერი უკვე არჩეულია გადმოსაწერად Windows 7/64bit/ ვერსიისთვის.
გადმოწერის შემდეგ თუ კომპიუტერში უკვე არის ძველი დრაივერი ვშლით,ვარესტარტებთ და ვაინსტალირებთ ახალ გადმოწერილ დრაივერს.

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ პროფაილის შესაქმნელად (მაგალითისთვის ვიყენებ ერთ-ერთ ჩემ სიმულატორს GT Legends);

1) ვხსნით Logitech Gaming Software
2) ვაკლიკებთ Profile/New/Browse/ შემდეგ ვუთითებთ თამაშის ფოლდერში exe ფაილს ანუ გამშვებს.

პროფაილი მზად არის. ახლა გადავიდეთ მის კონფიგურაციაზე. სანამ დავიწყებ მინდა ორი სიტყვით შესავალი გავაკეთო;
რას გვაძლევს პროფაილის დაყენება? ბევრს :) ამით ჩვენ შევძლებთ სიმულტაორების მწარმოებლის ჩანაფიქრის შეგრძნებას რასაც ის გვაწვდის იმ კონკრეტულ სიმულატორში. სხვა მონაცემები შეგვხვდება დავუშვად Richard Burns Rally-ში და სულ სხვა მაგალითად, GTR2, GTL, Race07, iRacing, netKarPRO, Grand Prix Legends, rFactor, LFS ესენი ყველა განსხვავდება ერთმანეთისგან, და ყველას თავის უნიკალური კონფიგურაცია მოყვება კონკრეტულ სიმულატორზე. აქ იგულისხმება მანქანის შეგრძნება ასფვალტთან, ქვიშასთან, წყალთან მანქანის ამორტიზაცია მუხრუჭთან და ა.შ. ამ შეგრძნებებს ავცდებით თუ Logitech Gaming Software-ს გამოვიყენებთ “default” -ზე. (გლობალური კონფიგურაციით)

1) ვხსნით Logitech Gaming Software და ამჯერად ვაწვებით Edit/Specific Game Settings/

გამოვა ასეთი ფანჯარა, ეს არის “default” ჩვენ შევცვლით ისე რომ მივიღოთ ზემოთ ჩამონათვალი სიმულატორის ე.წ. ქარხნული ეფექტები FFB (force feedback)

ჩავურთოდ თოლია (პწიჩკა:) ) Use Special Force Feedback Device Settings-ზე
Overall Effects Strength ამ პარამეტრს ვაყენებთ 100%-ზე
Spring Effect Stregth 0% -ზე
Damper Effect Strength 0% -ზე
Enable Centering Spring თუ მონიშნულია ვაშორებთ თოლიას.
Use Special Steering Wheel Settings ვურთავთ თოლიას.
Degrees Of Rotation ეს კი სხვდასახვა გრადუსზე დგება გააჩნია სიმულატორს. მაგალითად კონკრეტულ სიმულატორზე მე 260 გრადუსზე მიყენია iRacing-ზე 900-ზე სხვდასახვა მოთხოვნა აქვს ყველა სიმულატორს.
Report Combined Pedals მოვხსნით თუ მონიშნულია.
Use Special Game Settings და Allow Game To Adjust Settings ვნიშნავთ ორივეს.

სულ ეს იყო, უნდა მივიღოთ ასეთი სურათი.

დანარჩენი უკვე გრძელდება კონკრეტულ სიმულატორის მენიუში. აქ უკვე თქვენი გემოვნებით ალბათ პედლებზე, გაზი ტორმუზი და ცეპლენიაზე დავტოვებთ 50% ამით განიზომება მოქნილობა რულის და ეს უკვე თქვენზეა. ხოლო Speed Sens. Steering ეს პარამეტრი დავაყენოთ 0% ან მაქსიმუმ 20% მდე თქვენი ნებასურვილით (მე ზოგზე 0 ზოგზე 15-20% გააჩნია…)
რაც მთავარია შიგნით მენიუში არ დაგავიწყდეთ მონიშვნა Feedback Strength – 100% -ზე Feedback Effects ეს ან full ან high. ასევე მოვნიშნოთ Reverse Effects.
(ეს ეფექტები არ გააჩნია ისეთ რეისინგ თამაშებს როგორიც არის NFS და მაგდაგვარ არკადა თამაშებს. ვგულისხმობ წარმოებელი თავის “ნასტროიკებს არ აკეთებს და მუშაობს ეგ თამაშები “default ნასტროიკებზე” _)
ბოლოს მივიღებთ ასეთ სურათს. და ჩვენ შევძლებთ აქდანვე გავუშვად სიმულატორები.

ბოლოს მინდა ვთქვა რომ ეს არ არის ბოლო შესაძლებლობები პროფაილის, შეგვიძლია რულის ღილაკებზე დავამატოთ დანიშნულებები ისე რომ სიმულატორის მენიუს არც კი შევეხოდ.
ასევე შესაძლებელია ე.წ. shift ღილაკის დამატებაც რომელიც გულისხმობს 2 ჯერ გაზრდას ღილაკების რაოდენობას.
ვმართოდ ე.წ. მკვდარი ზონა პედლებზე, მისი გრძნობადობა.
და თუ არ ვცდები შეიძლება ღილაკის დამატება პედლებზე რომელიც ჯერ არ გამიტესტია. მაგალითად გვაქ Moto GP და მინდა ვატარო რულით მოტოციკლეტი ეს არ არის პრობლემა მაგრამ პრობლემა არის მანიპულირება კლავიატურით გაზთან მიმართებაში. წარმოიდგინეთ გაზის ისარი გადატანილი არის პედალზე და უკვე არა უხეშად არამედ მოზომილად ვხმარობთ გაზს :)