netKar PRO Online Servers არის ვებ-გვერდი საიდანაც შესაძლებელია პირდაპირ დაკავშირება სერვერთან და თამაშში შესვლა ერთი დაკლიკებით. ამავე დროს შესაძლებელია ამავე გვერდზე მაუსის ჩაყოლებით დაათვალიეროთ და მიიღოთ ინფორმაცია თუ რომელი ქვეყნის სერვერია, რამდენი მოთამაშეა (სახელი გვარით) სესიაში, სესიის კონფიგურაცია ( რომელი ტრასა და მანქანა არის კონკრეტულ სერვერზე. ამინდის მონაცემები, კვალიფიკაციაზე ან პრაკტიკაზე რამდენია დრო დარჩენილი. ღია სერვერია თუ პრივატი) ამ გვერდიდანვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ “სეტაპი” ტრასა რომელიც არ გაქვთ, იხილოთ სერვერის საიტი. ასევე კონკრეტულ სერვერზე მიმდინარე ტრასის რეკორდის ხილვა და ა.შ.
სერვერზე დაკავშირებისთვის საჭიროა პატარა “უტილიტი” Jump2nkp 1) ჩადებთ თამაშის მთავარ საქაღალდეში. 2) დააკლიკეთ პროგრამას. იქვეა შესაძლებელი ნახვა მარტივი ინსტრუქციის, მისი დაყენების და მოხმარების შესახებ. ბმულები: netKar PRO online servers მეტი დაწვრილებით : mini tutorial ზოგადი ინფორმაცია სიმულატორის შესახებ netKar PRO