სისტემის მომზადება თამაშებისთვის

Posted: 15/10/2011 in News - Archive
Tags:

ამ სტატიაში მინდა დავწერო ის პირველი ნაბიჯები, რომელიც გადასადგამია თამაშების სწორედ და გამართულად მუშაობისთვის და ასევე სისტემის ოპტიმალური მზად ყოფნისთვის


1) დრაივერების განახლება: სისტემაში შევეცადოთ რომ ყოველთვის იყოს ახალი ვიდეო-აუდიო დრაივერები. ეს ხელს უწყობს სტაბილურ მუშაობას ვიდეო თამაშებთან. გადმოწერა AMD Drivers და nVIDIA Drivers
*შენიშვნა! ახალი დრავიერის დაყენებამდე, უნდა სუფთად წაიშალოს ძველი. ამისთვის ვაკეთებთ შემდეგს, გადავდივართ Control Panel\Programs and Features ვპოულობთ დრაივერს და ვშლით მას. ვტვირთავთ სისტემას და შემდეგ ვასკანირებთ პროგრამა Driver Sweeper 3.2.0 v  ამოგდებული ნარჩენებს მონიშნავთ და წაშლით. გაუშვით პროგრამა CCleaner მონიშნავთ Registry და ასუფთავებთ (თუ იქნება ასეთი) მხოლოდ ამ საფეხურების შემდეგ შეიძლება გამართულად დაყება და მუშაობა ახალი დრაივერის.

2) DirectX :  ასევე ყოველთვის დავაყენოთ DirectX (DX) უახლესი ვერსია. DX საჭიროა როგორც თამაშებისთვის ასევე მულტიმედიის სამუშაოდ. როგორც წესი სისტემაში ინტეგრირებულია ძველი DX ამიტომ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ხელით. როგორც წესი თამაშებსაც მოყვება პაკეტში სხვა საჭირო პროგრამებთან ერთად. ეს ყურადსაღებია მათვისაც ვისი ვიდეო დაფები DX11 მხარდაჭერით არის. გადმოწერა, DirectX End-User Runtime Web Installer ან მეორე ვარიანტი რომელიც შეგიძლიათ შეინახოთ და რომელიც არ ითხოვს ინტერნეტ ჩართვას. – DirectX

3) ვიდეო დაფის განახლება: დააყენეთ nvidi PhysX. მიუხედავათ იმისა ხართ თუ არა ამ ვიდეო დაფის მომხმარებელი. ვინაიდან საკმაოდ ხშირად გვხვდება სხვადასხვა თამაშებში ეს სათამაშო ძრავა. გადმოწერა- NVIDIA PhysX System Software

4) დეფოლტე პროგრამების გათიშვა: სისტემაში არის რამოდენიმე პროგრამა თუ მხარდაჭერა სხვადასხვა იnვეტარებისთვის რომლებიც არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ჩვეულებრივი გეიმერისთვის. მაგალითისთვის შემიძლია ჩამოვთვალო რამოდენიმე რომელიც სისტემის ჩართვასთან ერთად იტვირთება და თავის საჭირო მეხსიერების გარკვეული რაოდენობა მიაქვს. ეს კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეგვიძლია აქ დავზოგოთ ჩვენი სისტემის მახსოვრობის რაოდენობა. ამისთვის გადავდივართ Control Panel\Programs and Features და გახსნილ ფანჯარაში ზევითა მარცხენა კუტხეში ვაწვებით, Turn Windows features on or off და ველოდებით რამოდენიმე წამი, გამოდის ახალი ფანჯარა და ჩამონათვალში ვხსნით თოლიებს იმ ადგილას რომელ სერვისზეც ვუარს ვამბობთ. მაგალითად, Games, Windows Media Center, (media features-ში) Print and Documents Services, Windows Gadget Platform.

5) სტაბილური პინგი: ონლაინში თამაშებისთვის ყოველთვის სასურველია რომ გვქონდეს დაბალი, სტაბილური PING-ი ამაზე როგორც წესი ლომის წილი თვითონ პროვაიდერზე მოდის და ასევე სისტემაში დაყენებული მთელი რიგი პროგრამებისა, მათ შორის დამცავი პროგრამები ანტი ვირუსები (ა.ვ.) ეს უკანასკნელი ზოგჯერ თვითონ ხდება პრობლემა! როდესაც მომხმარებელი აყენებს დაკრეკილ ა.ვ. და რა თქმა უნდა ირჩევს ყველაზე პოპულარულს და რეიტინგულ ა.ვ. მაგალითად კასპერსკის “Internet Security” (IS) რომელიც იდეაში კომპლეკსურ დაცვას უზრუნველყოფს, მათ შორის სისტემის მთავარ დამცავ კომპონენტს როგორიც არის Firewall-ი. სწორედ აქ ხდება პინგის და ზოგადად ინტერნეტ ხარისხის გაუარესებაც. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს მაგრამ ორი სიტყვით მაინც მინდა ავხსნა ერთი ჭეშმარიტება! ყველა გატეხილი პროგრამის ავტორი არის ე.წ. ხაკერი, არ აქვს მნიშვნელობა თეთრი თუ შავი ხაკერი, ორივე შემთხვევაში ის ამას არ აკეთებს მისი კეთილშობილური განზრახვებით. ეს უკანასკნელი ყველანაირ ბერკეტს ფლობს იმისთვის რომ ათასობით და კიდევ უფრო მეტი კონპიუტერი აკონტროლოს მისი უშუალო ჩარევის გარეშეც. ეს კი მით უფრო საგანგაშოა როდესაც საქმე ეხება ა.ვ. და პლიუს “ფაირვოლს” ამიტომ მე გირჩევთ ან შეიძინოთ ლიცენზია ამა თუ იმ ა.ვ. ანდა უამრავი უფასო საშუალებაა იმისთვის რომ კომპლეკსურად და ხარისხიანად დაიცვათ თავი. და არ გექნებათ იმის შიში რომ ან ინფორმაცია დაკარგავთ უეცრად, ან სისტემა გამოვიდეს მწყობრიდან და ა.შ. მე შემიძლია შემოგთავაზოდ ვარიანტი რომლითაც უფასოდ დაიცავთ სისტემას არა ნაკლებ ფასიანი ა.ვ. .
დააყენეთ ა.ვ. AVAST! (free) და Comodo Firewall გადმოსაწერი ბმულები; Download avast! Free Antivirus და Download Comodo Firewall for Windows (მიუთითეთ თქვენი სისტემის BIT 32/64)

დაუსრულებელი ვარიანტი!

სტატია განახლდება თემის შესაბამის გვერდზებმული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s