Richard Burns Rally – RSRBR2011-tutorial

Posted: 02/07/2011 in News - Archive, Richard Burns Rally
Tags: , , , ,

*შენიშვნქ! იხილეთ ახალი RSRBR2012  ხოლო დაყენების ინსტრუქციად და სხვა დახმარებისთვის სავარაუდოთ ეს თემაც გამოდგება.
Rallyesim არის ფრანგული მოდელ-ჯგუფი რომელიც ფაკტიურად Richard Burns Rally  (RBR) გამოსვლის პარალელურად დაიწყო მოდებზე მუშაობა კერძოდ RSRBR სახელად ცნობილი. ამ მოდ-ჯგუფის მუშაობა განსაკუთრებით დღეს არის დასაფასებელი, ვინაიდან გარკვეული მიზეზების გამო ოფიციალური RBR ვერ განავითარა სათანადო დონეზე მისი სიმულატორი მცირე გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, რომელზეც მე მიდევს თემა-ტუტორიალი იმ განახლებებზე… ამ მოდში თავმოყრილია ყველა ახალი, რეტრო და სხვადასხვა კლასის რალის მანქანები პლიუს დამატებული ღამის, ამინდის მოდი, ტრასები, და რაც მთავარია ონლაინში თამაშის შესაძლებლობა.

RSRBB დაყენებით ხელი არ ეშლება ძრითად (დეფოლტე-ორიგინალ [ასე მოვიხსენიებ დაბლა]) RBR თამაშს. შეგიძლიათ გაუშვათ თამაში დეფოლტე იკონიდან ანდა RSCenter-ით

აქ დავწერ ტუტორიალს თუ როგორ დავაყენოთ ეს მოდი თავის განახლებებით და როგორ ვითამაშოთ ონლაინში Rallyesim საიტზე

1) დავაყენოთ Richard Burns Rally (RBR)Download .torrent
ვინდოუს 7 და ვისტას მომხმარებლებს საყურადღებლოდ: იხილეთ ტუტორიალი დაყენების ბმული   ძირითადი მოთხოვნა არის, არ დააყენოთ თამაში “დეფოლტე” საქაღალდეში მითითებით მაგ. – C: \ Program Files \- C: \ Program File (x86) \- C: \ Users \ NomDuCompte \- C: \ Program წესით არ უნდა იყოს პრობლემა, მე არანაირი სირთულე არ მქონია…
2) დააყენეთ ოფიციალური პატჩი v. 1.01   და v. 1.02
3) ჩართეთ RBR შექმენით პროფაილი, დააკონფიგურეთ მანიპულატორი, სხვდასხვა მონაცემები… და წაითამაშეთ 1-2 წრე. რომ დარწმუნდებით ყველაფერი წესრიგშია შემდეგ დავაყენოთ RSRBR2011
4) დაყენეთ ძირითადი მოდი RSRBR2011   (აირჩიეთ, ჩამონათვალში რამოდენიმე ბმულია)
5) დააყენეთ ბოლო განახლებები:
Update 03 (შესულია 01-02)
Update 05 (შესულია 04)
Update 06
6) დააყენეთ ახალი Car Packs (მანქანების კრებული) დასრულებული სრული full Car Pack  (მე მხოლოდ ეს მიყენია. პირველ ბმულზე შეგიძლიათ შეამოწმოთ თუ არ იქნება full carPack-ში იმ შემთხვევაში გადმოვწერთ პირველ ბმულიდაიმ კონკრეტულ მანქანას რომელიც არ გვექნება)

RSRBR2011 გამოყენება:

მანამდე გადახედეთ თვითონ Rallyesim გაკეთებულ ტუტორიალს ბმული (თარგმნილია ფრანგულიდან)
1) ვუშვებთ იკონს RSCenter დესკტოპიდან.
2) RSCenter შეგიძლიათ ითამაშოთ ონლაინში ან ოფლაინში (Play alone)
3) ონლაინში სათამაშოთ პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ თუნდაც წინა ვერსიებზე მაგ. RSRBR2010 იყოთ მაინც. დააწექით Registration RSRBRLive 2011 და მიყევით ნაბიჯ-ნაბიჯ. თუ რაიმე პრობლემა იქნა მაშინ გვთავაზობენ მოთხოვნით მიმართვას ადმინისტრაციასთან. პრობლემის დასაპოსტად გადადით შემდეგ ბმულზე: http://forum.rallyesim.fr/viewforum.php?f=434 (რათქმა უნდა მანამდე უნდა გაიაროთ რეგისტრაცია თვითონ საიტზევე. დაელოდეთ პასუხს მეორე დღეს ან უფრო ადრე მოგივათ დასტური) ან უკეთესია PM მიწეროთ ამ ადამიანს bluesky74 მიწეროთ თქვენი უსერ_სახელი და პაროლი (მანდამაინც ბანკის ბარათის პაროლს ნუ აირჩევთ :) )
4) ოფლაინში სათამაშოთ დააწექით Play alone, დააწექით File/Settings გაასწორეთ თქვენი კომპიუტერის საათით ინტერფეისი GMT მიხედვით. ასევე გაასწორეთ მონიტორის გაფართოვება და სხვა გრაფიკის მონაცემები და ა.შ. აირჩიეთ სასურველი car pack, mod, stage, weather და ა.შ. შემდეგ დააწვებით GO ან Launch RSRBR2011.

მნიშვნელოვანია: თქვენ რომ გამოიყენოთ სრულიად შეფერხების გარეშე ეს მოდი თამაში უნდა გამოიყენოთ (შექმნათ თუ არ არის) ახალი პროფაილი სახელით Mulligatawny წინააღმდეგ შემთხვევაში თამაში დაიფრეზება. ასევე ყველა კონფიგი უნდა იყოს ამ პროფილზე მიბმული მანიპულატორი თუ შიდა მენიუს სხვა მონაცემები, მოკლედ რომ ვთქვათ ორჯერ გვიწევს გაკეთება ამის. ეს უნდა გააკეთოთ RBR ორიგინალი თამაშიდან ანუ გაუშვით RBR და არა RSCenter.

*შენიშვნა მე ეს არ გამიკეთებია და არც არანაირი პრობლემა მქონია არ ვიცი ონლაინში იქნება თუ არა თუმცა თავიდანვე Mulligatawny მეყენა ისედაც ვინაიდან ყველა ტრასას და მანქანას ხსნის და სავარჯიშოდ გამოსადექი იყო… თუმცა გავაკეთოდ ისე როგორც ითხოვენ :)

ასევე შესაძლებელია RBR (ორიგინალის) გაშვება RSCenter-დანაც, გამოყენებით Launch Richard Burns Rally SSE დაკლიკებით. მაგრამ არ იქნება მოდის მანქანები.

*შენიშვნა პირადად ნაცადი მაქვს და უპრობლემოდ გამომიყენებია ადონ მანქანა დეფოლტე თამაშზე რაზეც საუბარია ზევით.
5) RSCenter-დან უკან მთავარ მენიუში დასაბრუნებლად დააწექით File \ Index
6) ონლაინში სათამაშოთ RSCenter-დან დააწეით Public Sessions
7) ონლაინ სესიებში ჩასართავად:
შეიყვანეთ თქვენი მონაცემები RSCenter მთავარ მენიუში ზედა მარცხენა კუთხეში. დააწექით Public sessions შემდეგ Start online session. RSCenter -მა შეიძლება მოითხოვოს სინხრონიზაცია საათის თვენ კომპიუტერსა და სერვერს შორის თუ არ ემთხვევა უნდა გაასწოროთ GMT მითითებით მაგ. საქართველოს შემთხვევაში (ზაფხულის დროით) +GMT 3 თუ ამას ზამთარში წაიკითხავთ მაშინ +GMT4 :D

მეტი დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ონლაინში სათამაშოთ იხილეთ ბმული

სესიების ფორმატი:
სესია არ იქნება ღია სანამ დაწყების დრომდე არ დარჩება 15 წუთი. შემდეგ თვლა იწყება უკან და მის ამოწურის შემდეგ გრჩებათ 60 წამი რომ დააწვეთ GO-ს ამის შემდეგ თქვენ უკვე სერვერზე ხართ პირველ სტეიჯზე.

სულ ეს იყო რამოდენიმე უმნიშვნელო დეტალი ბოლოში გამოვტოვე.

წყარო : RD – RSRBR2011 – Installing and Using – Guidelines

RBR/RSRBR FAQ

ზოგადი ინფორმაცია სიმულატორზე: RBR

ძირითადი კონფიგურაცია სიმულატორის შიდა მენიუში, საჭეზე და ა.შ. იხილეთ ბმულზე

ოფიციალური საიტი: www.rallyesim.com 

წარმატებები ;)

Comments
  1. graver says:

    didi madloba am yovlismomcveli statiistvis ! :)

Leave a reply to graver Cancel reply