სიმრეისინგი

Posted: 25/04/2011 in News - Archive
Tags:

რას ნიშნავს სიმრეისერობა და რა არის სიმულატორი(?)
სიმრეისინგი/სიმულაცია (Sim Racing-Simulation) თვითონ სიტყვაც ბევრს ამბობს… სიმულატორის სიყვარული შეიძლება მოვიდეს როგორც ავტო სპორტის ასევე ვიდეო თამაშების სიყვარულით და შეიძლება ერთმა მეორე შეგაყვაროს კიდეც, მაგალითად მე F1 სიყვარულით…. ახალბედას შეიძლება ბევრი არკადა თამაში შეხვდეს, მაგრამ საბოლოოდ მისი სურვილი რეალიზმის შესაგრძნობათ თავისთავად მაინც სიმულატორთან მივა. მაგ. 12 წლის მოზარდი შეიძლება კიდევ უფროსიც ვერ გაერთოს სიმულატორით და ეს გასაკვირიც არაა. მან შეიძლება გაერთოს სხვა არკადული თამაშებით მანქანების აფეთქებით და სხვა ექშენებით. ამიტომაც სიმულატორს როგორც წესი არასრულწლოვნები ნაკლებათ ყავს მე მაგალითად არ შემხვედრია 12 წლის სამაგიეროდ ხშირად შემხვედრია 4–ჯერ უფროსიც და მეტიც. არც იმის თქმა იქნება მართალი რომ ასაკი გადამწყვეტია რადგან 30–40 წლის ხარ მიუხედავათ სპორტის და ვიდეო თამაშებიც გიყვარს დარჩები სიმრეისინგში, უბრალოთ ყველას არ აქვს იმის ნერვი რომ სასურველი შედეგის მისახწევათ ივარჯიშოს ტრასის ყოველ მონაკვეთი დაიზეპიროს და პლიუს “ნასტროიკები” მოუძებნოს ცალ–ცალკე ყველა ტრასას და მანქანას. ასე რომ ეს ყველაფერი მაინც ჩემი აზრით ხასიათში, შინაგანათ უნდა იყოს ;) სიმულატორზე რომ დარჩე და შემდეგ არჩევანი გააკეთო შენთვის საუკეთესოში, ამისთვის არაა საკმარისი ჩართო გაიარო 5 წუთი და თქვა ეს კარგია ან ცუდი. ზოგადი წარმოდგენა უნდა გქონდეს რასთან გაქვს საქმე რა ტექნოლოგიებია გამოყენებული კონკრეტულ სიმულატორში პლიუსები და მინუსები, ანუ გაეცნოთ ე.წ. “რევიუვს-abzors” (review–Обзор) ეს ყველაფერი დაგეხმარება ობიეკტურ შეფასებაში.

სიმრეისინგი როგორც რეალურ ცხოვრებაში ავტო სპორტი არ არის იაფი სიამოვნება… ძლიერი კომპიუტერის გარდა კატეგორიულად რეკომენდირებულია საჭე, რომლის გარეშეც ვერანაირად ვერ მიიღებთ იმ სიამოვნებას და იმ რეალობის შეგრძნებას რაც ჩადებულია თამაშში. ნორმალური საჭის ფასი დაახლოებით 250–300 ლარიდან იწყება. საჭე შეიძლება შეგვხვდეს სამი სახის: FFB (Force FeedBack), Vibration Feedback, და ბოლო რომელსაც არცეთი არ აქვს, ანუ ზოგს მოთავსებული აქვს ზამბარა (პრუჟინა) მეტს აღარ გავაგრძელებ… ამ დონის საჭეები არ არის ზევით მოყვანილ ფასში.Vibration Feedback არ უნდა შეგვეშალოს FFB –ში დიდი განსხვავება არის ამ ორს შორის. რასაკვირველია რეკომენდირებულია FFB ის მხარდაჭერით იყოს. ცნობილი და გამოცდილი ბრენდები არიან Logitech და Thrustmaster. ამათ გარდა არიან მწარმოებლები რომებთაც შეზღუდული წარმოება აქვთ და მათი ფასი წარმოუდგენლად ძვირია თუმცა შეფასებულია სათანადოთ როგორც ირწმუნებიან.

რომელი თამაშებია სიმულატორები და რომელი არკადული?
სიტყვა არკადულში ალბათ უპრიამი იქნება ვიგულისხმოთ ყველა ის რომელიც არ არის სიმულატორი. ასე რომ ჯობია ყურადღება გავამახვილოთ თუ რა, რომელი ან როგორი თამაში ითვლება სიმულატორათ. ავტო–სიმულატორში გვხდება ყველაფერი რეალური რაც ხდება ავტო სპორტში, ეს იქნება რბოლების, ჩემპიონატების ჩატარების წესები, სესიების, ქულათა განაწილება, ჯარიმები და ა.შ. რაც კი მოიცავს რეალურ ავტო სპორტს. რეალური ტრასებისა და მანქანები მათი მთლიანი მახასიათებლით, სავალი ნაწილების მახასიათლები თუ ძრავის სიმძლავრე, წონა, სიჩქარეების კოლოფი, კონკრეტული მანქანის მოქმედება კონკრეტულ სიტუაციაში. აქ ცოტა შევჩერდები და ვისაუბრებ სიმულატორის მთავარ ღირსებაზე ეს არის ფიზიკა, ფიზიკური მოდელები.
ფიზიკაში იგულისხმება მათემატიკური და ფიზიკური გათვლების დატანა ვიდეოს ძრავაზე, ეს ურთულესი პროცესია და ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ დროს მწარმოებლებს უწევთ ავტომობილის ყველა ნიუანსის შესწავლა, შექმნა ცალკეული ბაზები ფიზიკური მოდელების: საბურავი, სავალი ნაწილი, აეროდინამიკა, შემდეგ მისი სათანადო დამუშავება მათხელ არსებულ შექმნილ ვიდეო ძრავაზე. მას ჭირდება ჯოჯოხეთური შრომა, დრო, და ფინანსებიც. (ეს ყველაფერი განასხვავებს არკადულ თამაშებს სიმულატორებიდან, როგორც ცა და დედამიწა) სწორედ ამ ყველაფრის ხარისხიანი შესრულების შემდეგ იქმნება შედევრები. მე შემიძლია ჩამოვთვალო რამოდენიმე მათგანი რომლებმაც დიდ დროს გაუძლეს და დღესაც აქტუალური არიან, სწორედ იმ შრომის ფასათ რაც ზემოთ ჩამოვთვალე. Grand Prix Legends, NASCAR Racing 2003 Season, Richard Burns Rally. ეს ის სიმულატორებია რომლებიც აღარ ან ვეღარ განვითარდნენ გარკვეული მიზეზბის გამო. თუმცა დღესაც აქტუალური მომხმარებელი ყავთ მიუხედავად იმისა რომ მათი მსგავსი თემატიკის ბევრი სიმულატორი შეიქმნა ამ 6–7 წლის განმავლობაში თუნდაც 2010 და წელს გამოსული თამაშები ოფიციალური ლიცენზიებით, რალი, ფორმულა1 ნასკარი რომელიც წელს გამოვიდა კონსოლებზე. ვერცეთი მათგანი ვერ დიკვეხნის იმ თვისებობით რაც ახასიათებს იმ შედევრებს და უნდა ჰქონდეს ყველა ავტო სიმულატორებს. სხვა ღირსეული ავტო–სიმულატორები კი ამ ბლოგზე ფართოთ წარმოდგენილია.

დაუსრულებული ვარიანტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s