სისტემის მომზადება თამაშებისთვის



დრაივერების განახლება: სისტემაში შევეცადოთ რომ ყოველთვის იყოს ახალი ვიდეო-აუდიო დრაივერები. ეს ხელს უწყობს სტაბილურ მუშაობას ვიდეო თამაშებთან. გადმოწერა AMD Drivers და nVIDIA Drivers
*შენიშვნა! ახალი დრავიერის დაყენებამდე, უნდა სუფთად წაიშალოს ძველი. ამისთვის გამოყენეთ Driver Uninstaller -ს მისი გამოყენება ძალიან იოლია, გადმოწერა-დაყენების შემდეგ, მიყვებით პროგრამის მითითებებს და თავად ასუფთავებს და შლის ძველ პროგრამას და მის კვალს.

დეფოლტ პროგრამების, სისტემების გათიშვა:
ა) სისტემაში არის რამოდენიმე პროგრამა თუ მხარდაჭერა სხვადასხვა იnვეტარებისთვის რომლებიც არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ჩვეულებრივი გეიმერისთვის. მაგალითისთვის შემიძლია ჩამოვთვალო რამოდენიმე რომელიც სისტემის ჩართვასთან ერთად იტვირთება და თავის საჭირო მეხსიერების გარკვეული რაოდენობა მიაქვს. ეს კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეგვიძლია აქ დავზოგოთ ჩვენი სისტემის მახსოვრობის რაოდენობა. ამისთვის გადავდივართ Control Panel\Programs and Features და გახსნილ ფანჯარაში ზევითა მარცხენა კუტხეში ვაწვებით, Turn Windows features on or off და ველოდებით რამოდენიმე წამი, გამოდის ახალი ფანჯარა და ჩამონათვალში ვხსნით თოლიებს იმ ადგილას რომელ სერვისზეც ვუარს ვამბობთ. მაგალითად, Games, Windows Media Center, (media features-ში) Print and Documents Services, Windows Gadget Platform.
ბ) System Restore: ეს პარამეტრი საჭიროა როდესაც სისტემაში ხდება გადაუჭრელი პრობლემა. მაგ. ვირუსით დაინფექცირებისას, ან რომელიმე სისტემური ფაილის დაზიანების და სხვა გადაუჭრელი პრობლემის დროს შეგვიძლია დავაბრუნოთ წინა მდგომარეობაში თუნდაც კალენდრით და ამ გზით გადაიჭრება პრობლემაც. მაგრამ აქვს მეორე მხარეც, ის მუდამ იკეთებს “ბეკაპს” და ითხოვს გარკვეულ მოცულობასაც და მეხსიერებასაც. თანაც ყოველთვის შეიძლება არც გამოგვადგეს ეს გზა პრობლემის გადასაწყვეტად. ამიტომ ეს თქვენს ნება სურვილზე იყოს. პირადად მე ყოველთვის ვთიშავ და ამით შეიძლება შეუმჩნეველს მაგრამ მაინც სისტემას ვანთავისუფლებ ამ დატვირთვისგან.

გ) გაშვებული პროგრამების მართვა: ე.წ. Startup აქედან თქვენ შეძლებთ ამოირჩიოთ პროგრამები, რომელი გაეშვას ვინდოუსის გაშვებისას, და რომელი არა. ვაჭერთ Start > წერთ run – ში msconfig გამოსულ ფანჯარაში ირჩევთ startup ტაბს და უხსნით “თოლიებს” რომელი სოფტის აშვებაც არ გსურთ.

დ) disc defragmeter ეს დეფოლტე უტილიტი ემსახურება მყარი დისკის ფრაგმენტირერებული ფაილების გასწორებაზე. დეფოლტეთინ ვინდოუს 7 -ზე ეს უტილიტი ჩართულია გრაფიკის და მიხედვით, რის შედეგადაც აწვება სისტემას მეტი დატვირთვით, ამავე დროს შეიძლება ისეთ დროს ჩაირთოს რომ, თქვენ ამ დროს თამაშობდეთ ან სისტემა იყოს სხვა აპლიკაციებით დატვირთული. იმისთვის რომ ეს ავტო-ჩართვა გავუთიშოთ ამ უტილიტს უნდა გააკეთოთ შემდეგი, აწვებით start-ს და სარჩევში წერთ Disk Defragmenter -ს აწვებით მოცემულ პროგრამას და ხსნით თოლიას როგორც აღნიშნულია სურათზე. დეფრაგმენტაციისთვის მე გირჩევდით გამოიყენოთ ეს უფასო პროგრამა Defraggler

ე) Prefetch და Superfetch გათიშვა W10-ის მფლობელთათვის. აგაცილებთ თავიდან ე.წ. მიკრო-ფრიზებისგან. ზოგიერთი დეველოპერი, თავად მოითხოვს ამ სისტემა-სერვისების გათიშვას. ამისთვის უნდა შეასრულოთ რამდენიმე მოქმედება:

  • services -ში უთიშავთ Superfetch – ს
  • ცვლილებების შესატანად, “run” + ბრძანება “regedit”

(თუ რა ტიპის მყარი დისკზე რა ნიშნული უნდა გაეწეროს, ნახეთ ვიდეო ამ დროიდან – https://youtu.be/tQ32Af04sfw?t=3m6s ასევე, თუ EnableSuperfetch არ არის, მაშინ ხელით უნდა შექმნათ (დაბლა  მე2 ფოტო) და დაარქვათ EnableSuperfetch აქაც უწერთ 0 -ს

Capture

Capture

ვ) Power & Sleep და Power Options კონფიგურაცია: Power & Sleep გადასვლა სეტინგებიდან. ცვცვლით Never -ზე.

Capture

Power Options -ში გადასვლა Control Panel\All Control Panel Items\Power Options ტოვებთ რეკომენდირებულზე. შეიძლება მაღალ წარმადობაზეც, მაგრამ შესაძლოა CPU-ს მუდმივი გადატვირთვა, მაქსიმალურ სიხშირეებზე,  როდესაც არ საჭიროებს.

Capture

Change plan settings -შიც მიუთითეთ Never და ძირითადში მყარი დისკის გათიშვის დრო 0-ზე

Capture

ინდექსაცია (indexing) ეს პარამეტრი პასუხისმგებელია ვინდოუსის ძიების ასასწრაფებად. თუ თქვენთვის ძიება ვინდოუსში პრიორიტეტია, ვიდრე HDD – ის დატვირთვა, მაშინ ნუ გამორთავთ.

მოხსენით თოლია, დაეთანხმეთ და დააიგნორეთ გამოსულ ფანჯარაში და გააგრძელეთ ძიება და გათიშვის პროცესი. გაიმეორეთ ყველა ვირტულაურ მყარ დისკზე.

111

6) სანაგვე ყუთი – ზედმეტი მოცულობას აზრი არ ააქვს, ამიტომ მიუთითეთ 1GB რომელიც თავისუფლად ყოფნის.

111

System Properties 

ა) Control Panel\All Control Panel Items\System შემდეგ advanced system settings გამოსულ ფანჯარაში advanced ტაბზე settings თიშავთ არასასურველ ეფექტებს. მაგალითად…

capture

ბ) დისტანციური წვდომა – გადადიხართ Remote ტაბზე შედიხართ advanced და მოხსენით თოლია. ასევე ხსნით თოლიას  Remote –ს მთავარ ტაბზე

capture

capture-2

dddhhdhdhdh

8) Windows Defender -ის გათიშვა W10-ზე run-ში უწერთ ბრძანებას > regedit შემდეგ კი ვპოულობთ Computer\HKEY_LOCAL_MACHINE\SYSTEM\CurrentControlSet\Services\SecurityHealthService როგორც ფოტოზეა მითითებული. ხსნით Start -ს 2ჯერ კლიკით და ვუწერთ, როგორც 4 -ს ფოტოზეა. რესტარტი და Windows Defender სამუდაომდ გათიშულია.

Untitled

ნაგვისგან გაწმენდა, ადგილის გამოთავისუფლება

ა) სარჩევში ჩაწერეთ %appdata% გადადით C:\Users\სისტემის სახელი\AppData\Local\Temp საქაღალდეში Temp -ში არსებული ყველა ფაილის წაშლა შესაძლებელია უმტკინვეულოდ. 8შეიძლება რომელიმე არ წაშალოს, ამ შემთხვევაში გამოტოვეთ ის.

ბ) შემდეგ run-ში გაუწერეთ ბრძანება prefethc გახსნილ ფანჯარაში C:\Windows\Prefetch ასევე შლით ყველა ფაილს.

Service – ში გათიშვა რომლის გაჩერება, ან მანუალურად გაშვება შეიძლება.

Untitled

Antimalware Service Executable გათიშვა > regedit შემდეგ Computer\HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Policies\Microsoft\Windows Defender და ქმნით  DisableAntiSpyware შექმნილზე აკლიკებთ 2ჯერ და გახსნილ ფანჯარაში უწერთ 1-ს

1

Untitled

დასრულების შემდეგ, Windows Defender დაბლა საქაღალდე Policy Manager – ში იმეორებთ იგივეს, რაც გააკეთედ ზედა პროცედურაში.

9) ფერთა გამა, კონტრასტულობა: სწორი გამის შერჩევისთვის, გამოიყენეთ მონიტორის კონფიგურაციის პანელი. როგორც წესი, ფერები სწორი აღქმისთვის მნიშვნელოვანია, ჯერ შავ-თეთრი გამა გასწორდეს, შემდეგ კი თქვენ გემოზე ფერები. თქვენი ამოცანაა, ყოველი ჩრდილის რიგი, განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მოყოლებული შავიდან, გაგრძელებული თეთრამდე. რგოლებში შუაში, ძნელად გასარჩევი უნდა იყოს ცენტრალური პატარა რგოლი. ეწვიეთ საიტს – www.photofriday.com

Capture

10) ინტერნეტი / ონლაინი: (შეგიძლიათ გამოტოვოთ )

 

ა) PING- ის შემოწმება > RUN-ში წერთ ბრძანებას > ping 213.157.196.132 -t გამოსულ ფანჯარაში ადევნებთ თვალს, თუ რამდენია პინგი time=2ms . სტაბილური პინგი ონლაინში თამაშებისთვის ყოველთვის სასურველია რომ გვქონდეს დაბალი, სტაბილური PING-ი  როგორც წესი ლომის წილი თვითონ პროვაიდერზე მოდის, და ასევე სისტემაში დაყენებული მთელი რიგი პროგრამებისა, მათ შორის დამცავი პროგრამები ანტი ვირუსები (ა.ვ.) ეს უკანასკნელი ზოგჯერ თვითონ ხდება პრობლემა, როდესაც მომხმარებელი აყენებს დაკრეკილ ა.ვ. და რა თქმა უნდა ირჩევს ყველაზე პოპულარულს და რეიტინგულ ა.ვ. მაგალითად კასპერსკის “Internet Security” (IS) რომელიც იდეაში კომპლეკსურ დაცვას უზრუნველყოფს, მათ შორის სისტემის მთავარ დამცავ კომპონენტს როგორიც არის Firewall-ი. სწორედ აქ ხდება პინგის და ზოგადად ინტერნეტ ხარისხის გაუარესებაც. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს მაგრამ ორი სიტყვით მაინც მინდა ავხსნა ერთი ჭეშმარიტება, ყველა გატეხილი პროგრამის ავტორი არის ე.წ. ხაკერი, არ აქვს მნიშვნელობა თეთრი თუ შავი ხაკერი, ორივე შემთხვევაში ის ამას არ აკეთებს მისი კეთილშობილური განზრახვებით. ეს უკანასკნელი ყველანაირ ბერკეტს ფლობს იმისთვის, რომ ათასობით და კიდევ უფრო მეტი კომპიუტერი აკონტროლოს მისი უშუალო ჩარევის გარეშეც. ეს კი მით უფრო საგანგაშოა, როდესაც საქმე ეხება ა.ვ. და პლიუს “ფაირვოლს” ამიტომ მე გირჩევთ ან შეიძინოთ ლიცენზია ამა თუ იმ ა.ვ. ანდა უამრავი უფასო საშუალებაა იმისთვის რომ კომპლეკსურად და ხარისხიანად დაიცვათ თავი. და არ გექნებათ იმის შიში, რომ ან ინფორმაციას დაკარგავთ უეცრად, ან სისტემა გამოვიდეს მწყობრიდან და ა.შ. მე შემიძლია შემოგთავაზოდ ვარიანტი რომლითაც უფასოდ დაიცავთ სისტემას არა ნაკლებ ფასიანი ა.ვ. .
დააყენეთ ა.ვ. AVAST! (free) და Comodo Firewall გადმოსაწერი ბმულები; Download avast! Free Antivirus და Download Comodo Firewall for Windows (მიუთითეთ თქვენი სისტემის BIT 32/64) თამაშის წინ, გირჩევთ საერთოდ გამოურთოდ ა.ვ.
ბ) ონლაინში თამაშის დროს სასურველია ყველა იმ პროგრამის დახურვა რომელიც ინრნეტ რესურს მოითხოვს. მაგალითათ, სკაიპი და სხვა მესინჯერები, ტორენტ კლიენტი და ა.შ. ეს კიდევ უფრო სტაბილურ და ხარისხიან შეერთებას მოგცემთ თამაშის სერვერთან. ასევე სასურველია დამცავ პროგრამებში ანტივირუსში, (ა.ვ.) ფაირვოლში, მიუთითოდ თამაშის ფოლდერი, exe ფაილი სანდოებში. ამით თამაშის გაშვების დროს შემცირდება ა.ვ. კონტროლი და ნაკლებად დაიტვირთება პროცესორიც.
გ) ასევე კარგი იქნება, თუ პროგრამებს გაუთიშავთ ავტო-განახლებას. სხვადასხვა პროგრამების დაყენების წინ მოხსენით თოლია მაჩვენებელზე პროგრამის ავტომატურ რეჟიმში! პირადად პროგრამებთან ერთად ბრაუზერის ავტო-აპდეიტიც კი გამორთული მაქვს.

დაუსრულებელი ვარიანტი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s